პიროვნება… საზოგადოება…

პიროვნება… საზოგადოება… ეს ის ორი სიტყვაა, რომელთა განმარტებაც ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა ეს ორი რამ სინამდვილეში ბევრად უფრო რთული სტრუქტურაა. პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობა ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია.
ჯერ კიდევ ერნსტ ჰეკელი ამტკიცებდა რომ ორგანიზმზე[პიროვნებაზე] მეტ წილად სწორედ ის საზოგადოება ე.წ ,,სამეზობლო”  ახდენს გავლენას სადაც მას უწევს ტრიალი.
 ვერაფერს იტყვი… მართალია…   ამ თუ სხვა დასაბუთებული ჰიპოთეზების გამო, მას არცთუ უსაფოძვლოდ უწოდებენ ეკოლოგიის მამას…
თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ეს არ გვაინტერესებს და სჯობს ჩვენი განხილვის საგანს დავუბრუნდეთ. იმის დასადასტურებლად, თუ რამხელა გავლენა აქვს საზოგადოებას ადამიანზე რამდენიმე მარტივი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. ჯერ კიდევ პირველ კლასში იაკობ გოგებაშვილის ,,საგანძურში” ვკითხულობდი მოთხრობებს დამპალ ვაშლსა და უსუნო ყვავილზე… ვგონებ ვისაც ერთხელ მაინც აქვს წაკითხული ეს ნაწარმოებები ( ვფიქრობ და ვიმედოვნებ ასეთი ბევრია ყველა თუ არა) ნამდვილად დამეთანხმება.  1969 წელს მოსკოვიჩმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მსვლელობისასაც საცდელი ჯგუფის წევრთა უმეტეს ნაწილს ნამდვილი, ხოლო უმცირესობას ყალბი ცდისპირები შეადგენდნენ. სუბიექტებს უჩვენებდნენ არაორაზროვან ვიზუალურ სტიმულებს, კერძოდ ფერების სლაიდებს, რომელთა ფერიც ცისფერი იყო, იცვლებოდა მხოლოდ განათების ხარისხი. 6 წევრიან ჯგუფს სლაიდის ფერის შეფასებას თხოვდნენ, საკონტროლო ჯგუფის ყველა წარმომადგენელი ამ უკანასკნელს სწორად ასახელებდა, ხოლო ექსპერიმენტალურ ჯგუფში, რომელშიც 2 ცრუ ცდისპირი იყო, სლაიდის ფერს აფასებდა როგორც მწვანეს. ვინაიდან ექსპერიმენტის მონაწილენი წინასწარ იყვენ გაფრთხილებულები, რომ ჯგუფის ყველა წევრის მხედველობა ნორმალური იყო, ისინი განსხვავებულ მოსაზრებას ფერთა სიბრმავეს ვერ მიაწერდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ უმცირესობამ გავლენა სუბიექტების ერთ მესამედზე მოახდინა ანუ სუბიექტების ეს ნაწილი სლაიდის ფერად ერთხელ მაინც ასახელებდა მწვანეს.
ზემოთ ნახსენები ფსიქლოგების კვლევებმა დაადასტურა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გულგრილი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებრივი აზრისადმი ამა თუ იმ ადამიანს, კონფორმულობის, სოციუმის გარკვეული ნორმებისადმი დამორჩილების რეფლექსი მას სოციალიზაციის კვალდაკვალ უმუშავდება.
პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობა რამდენიმე ფორმით შეიძლება წარსდგეს ჩვენ წინაშე: ალბათ ყველამ ვიცით (*ისევ ვიმედოვნებ უმეტესობამ მაინც) ილია ჭავჭავაძის მცირე ზომის მოთხრობა ,,სარჩობელაზედ” , სადაც ნათლად ვხედავთ საზოგადოებას, როგორც ბრბოს, ცალკეული პიროვნების უბედურებით რომ ირთობენ თავს, მეორე მხრივ კი ეს შეიძლება სხვანაირად, ანუ გაბატონებულ აზრთან წინააღმდეგ ბრძოლად მივიჩნიოთ, სწორედ ამ ყოველივეს უსვამდა ჯორჯ ორუელი ხაზს, როდესაც ,,1984″-ს წერდა…
მოკითხვა ორუელს!!!
  მაგრამ… ამდენმა საუბარმა კინაღამ გადამავიწყა მთავარი. ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაურში” წარმოდგენილი პრობლემა სწორედ მეორე კუთხით შეიძლება წარმოვიდგინოთ. სოფელი… თემი… დამკვიდრებული წესი… სწორედ ის წესი, რომლის წინააღმდეგაც წასვლას ვერავინ ბედავდა და თუ ვინმე საპირისპიროდ მოიქცეოდა მკაცრად სჯიდნენ. იგივე დაემართა ალუდასაც, მანამდე ფრიად დაფასებული ქეთელაური თემიდან მოიკვეთეს, რადგან წინ აღუდგა სოფელს და მის წესს… თუმცა -ვისგან შედგება თემი?? – ადამიანებისგან. მაშინ ვინ დაადგინა ეს წესი?? ღმერთმა?? – არა რა თქმა უნდა, ადამიანმა… მაშინ რატომ არ შეუძლია მეორე ადამიანს შეცვალოს იგი?? თუ ორუელისეულმა ცხოველებმა შეძლეს და ჩაანაცვლეს ადამიანები  (ზედმიწევნით კარგად) რატომ არ შეიძლება ასე მოხდეს???
საზოგადოების წინაშე მარტო ყოფნა სიგიჟეს არ ნიშნავს!

  ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს და შევაჯამოთ პიროვნების და საზოგადოების ურთიერთობა სწორედ მაშინ შედის კრიტიკულ ფაზაში, როდესაც ამ უკანასკნელს თუნდაც ერთი პიროვნება წინ აღუდგება… პიროვნებას შეუძლია სისტემის დანგრევა (ისევ ორუელი), პიროვნებას შეუძლია  შეცვალოს სტერეოტიპი. ა დ ა მ ი ა ნ ს  აქვს შესაძლებლობა გადალახოს საზოგადოებასთან არსებული პრობლემა და დაამყაროს მასთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც ორივესთვის შესაბამისი იქნება.


31.03.2015

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s