***

 გავიღვიძე… გუშინ მუსიკასთან ერთად ჩამძინებია და ყურსასმენები ჯერ კიდე ყურებში მქონდა, ყველა დედამიწაზე მღეროდა… ვაუ სწორედ შესაბამისი სიმღერაა დილისთვის თან ისეთი დილისთვის დღეს მე რომ მქონდა, ნახევრად მკვდარს გამეღვიძა, დაახლოებით ისეთი სანახავი ვიყავი ჯექსონის ,,თრილერში”[thriller] ზომბი საფლავიდან რომ დგება …გუშინ ივენთ ჰოლში 8დან 11მდე თითქმის ყველა პოზაში მეძინა(საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ორკესტრი და ბლა ბლა ბლა ჩემი სტილი არაა).
ჰოდა მოკლედ გავიღვიძე… სხვათაშორის ძალიან მაგარი გრძნობაა ლეპტოპის კლავიატურიდან თავს რომ აწევ და უკვე 9ის ნახევარია, ყურსასმენები ჰენლეს მარყუჟივითაა ერთმანეთში არეული, Fეისბუქი ნოტიფიკაციებითაა გადავსებული და ,,დედამიწა ტრიალებს”. ჰოო კიდე ისაა მაგარი 5 წუთი რომ ნახევარ საათად იქცევა და ამასობაში სკოლაშიც გაგვიანდება.
 გავიღვიძე… კი როგორ არა, აბა რა// ლოგინიდან ბრემ სტოკერისეული დრაკულასავით ვდგები და ეგრევე აბაზანაში თან გზაში ნაწილ-ნაწილ ვიცმევ ყველაფერს, ცალ ხელში ტელეფონი მიჭირავს და ვჩექავ რომ გავიღვიძე  , ცალი ხელით სახეს ვიმშრალებ…
ისევ მეძინება, მაგრამ მე ხომ გავიღვიძე!!!
 არა მუსიკის დეფიციტი ნამდვილად მაქვს, მაშინვე ყურსასმენები ყურებში და Coldplay- Gravity… დრო გადის ძალიან ნელა და მარტინი სირბილს არ წყვეტს… არა შედევრია და მაინც როგორ არ იმღერეს არც ერთხელ რომელიმე ლაივზე// მე კი გავიღვიძე მაგრამ ამათაც სჭირდებათ ერთი კაი შემოღვიძება Princess of China კარგად დაამღერეს 0_0 /
დრო გადის ძალიან ჩქარა, თუ გამიმართლა პირველი გაკვეთილის ნახევარს მივუსწრებ, უცებ ვდგები ჩანთას ვიღებ და მაშინვე ლიფტისკენ ჰეეერი-ჰეერი და უცებ ნაცნობი შეჭანჭყარება…
ისევ?! – არაა//
-კიი ( მესმის ჩემი დის გაბოროტებული ხმა  და თვალებს ვახელ)
>> ჰოო ახლა კი მართლა გავიღვიძე, ყურსასმენები ისევ ყურებში მაქვს და ყველა ისევ დედამიწას უმღერის…

პ.ს ჰოლივუდის ფილმს კი გადაიღებდა კაცი ამ სიუჟეტით, რა თქმა უნდა მთავარ როლში მე.


03.04.2015

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s