მოვალეობა: მოქალაქე

დადაამ… ,,და აი დადგა დღე იგი 4 აპრილი, როს ბიძინისა ივანიშვილისა მიერ დაფინანსებული ოლიმპიადისა ჩატარდა ტური მესამეი”… მოკლედ მესამე ტურიც უკან მომრჩა მეც და კიდევ ჩემს 200 კონკურენტს. ეგ იქეთ იყოს და მანამდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის როლიც მოვირგე, მაგრამ ვაი… ეს ის შემთხვევა იყო, როცა ცოცხი იატაკზე ბინძური იყო..  დემნ//  ამისთვის ავდექი დილით 9ზე ამ მშვენიერ წვიმიან შაბათ დღეს?
აი ოლიმპიადაზე თავიდანვე იგრძნობოდა დაძაბულობა, 55 სკოლის ფოიე გადაჭედილი იყო და ყველაზე ცუდი ისაა რომ ყველას გაბოროტებული სახე ჰქონდა [ რა იყოთ ხალხო რამ გაგაბოროტათ ]. ნელ-ნელა დავიძარით კლასებისკენ და კულმინაცია ის იყო როცა გავიგე რომ  500 სიტყვიანი თემა უნდა დამეწერა რაღაც უაზრობაზე, ჰოდა მეც დავიწყე წერა [ ამ შემთხვევისგან განსხვავებით წერის დაწება საკმაოდ რთული აღმოჩნდა] ვწერ… ვფიქრობ… ვწერ… ვფიქრობ… კიდე ვწერ და კიდე ვფიქრობ! მაგრამ ვის ვატყუებ/ ვერაფეერსაც ვერ ვფიქრობ აი ასე…
  მოკლედ 3 საათი ვჯღაბნიდი რაღაცას და გადავავსე ნაწერებით მთელი პასუხების ფურცელი, ამდენ წერაში კიდე მთავარი დამავიწყდა >სათაური< ისე მაინც არასდროს მიყვარდა დასათაურება ჰოდა იყოს ისე უსათაუროდ ჩემი ესსე, მაგით მაინც იქნება გამორჩეული სხვა ნაშრომებისგან… ისე მეორე ტურში ზუსტად მაგ განსხვავებულობა-თანასწორობაზე იყო საწერი ესსე და ჩემი განსხვავებული უსათაურო გოგიტა-ესსე რა ვერ იქნება სხვების თანასწორი/?? -ზუსტადაც რომ იქნება!
ჰოდა როგორც იქნა დავწერე ესსე ჩავაბარე და გამოვედი.. მოვდივარ… ვფიქრობ… მოვდივარ… ვფიქრობ… ისევ მოვდივარ და ისევ ვფიქრობ… ამდენი ესსეს წერის დროს რომ მეფიქრა რა იცი იქნება რამე გამოსულიყო, ბოლო-ბოლო სულ თუ არაფერი კაი ხნის უნახავი ნაცნობები მაინც ვნახე ამ ოლიმპიადის გადამკიდე, კიდე ერთი.. ჰო აი ის ერთი და ვიღას აინტერესებს ოლიმპიადა…
ნელ-ნელა მოვედი სახლში და ისევ მუსიკაში ჩავიკარგე ესენი რომ არ იყვნენ რაღა მეშველებოდა, ასე და ამგვარად ემოციებისგან დ’ამუხტული [ოღონდ ატომის ელექტრონის მსგავსად უარყოფითად]  ამოვაღწიე სახლამდე, ლეპტოპი ჩავრთე და წერა დავიწყე და ახლაც ვწერ ოღონდ აღარ ვფიქრობ… ან რაღა საჭიროა ფიქრი უფიქროდაც მშვენივრად ვარ…


დ-ენერჯაიზერი და გამო-ოლიმპ-იადებული მე
04.04.2015

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s