#იარეფეხით

#იარეფეხით სწორედ ის კამპანიაა, რომელსაც დიდი ხანი ვუწევდი აგიტაციას, თუმცა ბოლოს გავაანალიზე , რომ რეალურად მე თვითონ არ  ვასრულებდი ამ ყოველივეს… ჰოდა ერთ შემოდგომის მშვენიერ, სუსხიან და ყვითელ დილას საგანგებოდ მოვემზადე სახეტიალოდ.
გამოვდივარ სახლიდან, ხელში თერმოსით ჩაი მიჭირავს და ვემზადები წასასვლელად. არ ვიცი სად, მაგრამ… სადღაც… მოლაშქრე ვარ, შესაბამისად სიარული ის ,,სტიქიაა” რაც ასე თუ ისე გავიცანი ამ დროის მანძილზე, კარგი მუსიკა, სუსხიანი ამინდი, ცხელი ჩაი  და მე… იცით რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება და რას აქვს ყველაზე დიდი მუღამი? – როცა მიდიხარ, მაგრამ არ იცი სად, ფაქტიურად არსად, მაგრამ, მაინც მიდიხარ, მიდიხარ, მიდიხარ…
საბოლოოდ , გადავწყვიტე ძველი უბნები მომენახულებინა და ცოტა ფოტოც გადამეღო. მოკლედ რომ ვთქვა, უამრავი ისეთი რამ აღმოვაჩინე რაზეც საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა თუ არსებობდა, უამრავი კრეატიული სტრიტ-არტი და არტ-კაფე, ძალიან მაგარი ადგილები, სადაც დღევანდელ რეალობას შეგიძლია გაექცე და გზა უსაზღვრო ფანტაზიას მისცე, უბრალოდ გამორთე ყველაფერი  და მიყევი გონებას. დიდი ხანი დავდიოდი უგზო-უკვლოდ, არაერთხელ ჩავუარე ერთი და იმავე წყვილს, რომლებმაც არ ვიცი რა იფიქრეს ჩემზე თუმცა იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ვიყავი… დავდიოდი, დავდიოდი, დავდიოდი მაგრამ არ ვფიქრობდი არაფერზე.
უკვე ძალიან გვიანი იყო, როდესაც სახლში დავბრუნდი, დაღლილი მაგრამ ბედნიერი…

#იარეთფეხით

_____________________________

მე (17.10.2015)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s