*მინიმალიზმი ქუჩებში, ანუ კაცია-ადამიანი?!

ადამიანებს ერთი პარადოქსული თვისება გვახასიათებს – დავისახოთ მიზნად ის, რის შესასრულებლადაც არაფერს ვაკეთებთ, არც გავაკეთებთ(!)… სწორედ იმავე პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც ქვეყანაში წესრიგის დამყარებაზე ვსაუბრობთ. ლოგიკურია, რომ, თუ ქვეყანაში წესრიგი და სიმშვიდეა, ქვეყანა ძლიერია. ასე იყო ისტორიის განმავლობაში და ასეა დღესაც. ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში რომ აქტუალურობას არ კარგავს, ხალხის დიდი მასის დამსახურებაა. ამიტომ გადავწყვიტე ეს პრობლემა ჩვენი ქვეყნის კონტექსტში განმეხილა.
პირველ რიგში, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ქართველები ბუნებითა და მისწრაფებებით მაქსიმალისტები ვართ, ჩამორჩენა არცერთ ტრენდში არ გვინდა ( არ აქვს მნიშვნელობა გვაქვს თუ არა ამის საშუალება, გამიგია ,, საბანი სადამდეც გეყოფა ფეხიც იქამდე გაწიეო”, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ფეხის გაწევაც ბოლომდე გვიყვარს), ყველაფერს მტვერსასრუტივით ვისრუტავთ ისე, რომ არც კარგისა და არც ცუდის გარჩევას ვცდილობთ ( ადამმა და ევამ ეგ მაინც სცადეს… ყოველშემთხვევაში საბაბად მაინც გამოიყენეს ვაშლის დასაგემოვნებლად).          ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას რომ გამვლელები გააჩეროთ, უმრავლესობა გეტყვით, რომ ქვეყანაში წესრიგი ,,სწყურიათ”, თუმცა მეორე წუთას სიგარეტის ნამწვს ისე მოისვრიან შუა ქუჩაში, თითქოს მითიური ატლასივით იტანჯებოდნენ მისი სიმძიმის ტარებით. (ბერნულ მითოლოგიაში ატლასს ცა ეჭირა. ავტ.) ქართული ქუჩის განუყრელ მეგობრად, არა უფრო ექსპონანტად გადაიქცა ნაგვის ურნის გარშემო მინიმალისტურად და ხანდახან სიმბოლისტურად მიმობნეული ცარიელი ქილები და ბოთლები, რაც კარგად მეტყველებს რომ შეგნებიდან => შედეგამდე უფსკრული უფროა, ვიდრე ერთი ნაბიჯი.
ცალკე საკითხია წესრიგი გზებზე, სადარბაზოებში, ლიფტებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. რომელ წესრიგის დამყარებაზეა საუბარი, როცა მძღოლმა ზებრის დანიშნულება არ იცის, 21-ე საუკუნის ,,თანამედროვე ადამიანმა” კი ლიფტსა და სადარბაზოს განსხვავებული ელფერით გაჯერებული, კიდევ უფრო სხვანაირი გამოყენება უპოვა?
თუმცა, წესრიგში მხოლოდ ჰიგიენურ თუ ეთიკურ პრობლემებს არ ვგულისხმობ. ნაკლები ანარქია არც პოლიტიკაშია, თუ მეტი არა. შეიძლება საათობით ვუსმინოთ პოლიტიკოსთა დემაგოგიას სიმშვიდესა და სიწყნარეზე, თუ როგორი მშვიდი გახდა ქვეყანა, რომ არანაირი პრობლემა გვაქვს, რომ ამ შიდა ვითარებით გამოწვეული დადებითი და აღმატებული მუხტი მალე საგარეო კურსზეც აისახება და დღეს თუ არა ხვალ მაინც გავგზავნით ასტრონავტებს მზეზე ახალშენების დასაარსებლად. ( მოკითხვა ჩრ. კორეას).  ტელევიზორს გამორთავ თუ არა სულის შემძვრელ რეალობას უბრუნდები, მცირე ისტორიული ექსკურსი და უკვე სრული კატასტროფაა შენს თავს. => 1992 წლის სამოქალაქო ომი, 90-იანი წლების არეულობა, აფხაზეთის ომი, 2003 წლის ვარდების რევოლუცია, 2007 წლის 7 ნოემბერი, 2008 წლის აგვისტოს ომი და ბოლოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები. რომელ წესრიგზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა 25 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება ცივილური და მოქალაქეობრივად სწორი გზით? – ამ პატარა მაგალითით ყველაფერი ცხადი ხდება, აღარც ბევრი ლაპარაკი და ფიქრია საჭირო ამაში დასარწმუნებლად. მართალი იყო დიდი ილია: ჩვენისთანა ,,ბედნი-ერი” არ არსებობს.
მოკლედ, ქვეყანაში წესრიგის დამყარება ერთი უკიდურესობაა, წესრიგის დამყარებაში მონაწილეობა – მეორე, მაგრამ ეს ის უკიდურესობებია, ქართული მაქსიმალიზმიც რომ არ ჰყოფნის ბოლომდე გასაგებად და პარადოქსად იქცევა.

ესეც კარგი დასტური… 12231274_1657735141165047_1522991150_n12316346_1749681425277611_8813979715528405314_n

12316116_940331656046646_5691461003389729902_n

Advertisements

2 thoughts on “*მინიმალიზმი ქუჩებში, ანუ კაცია-ადამიანი?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s