ჩემი Tribute ჩემს თავს…

I don’t know which way I’m Goin’, I don’t know which way I’ve gone…

ვხუჭავ თვალებს, ვითვლი 10-მდე და ვცდილობ რაღაც უსასრულობაში გადავეშვა, რაღაც ისეთი შევიგრძნო, რაც ჯერ არ მიგრძვნია… ვხუჭავ თვალებს და გონება ნაცნობი, კინოფირივით პედანტური სიზუსტით დალაგებული ფოტოებით მევსება… გონებაში ვიტრაჟული ფერები ნელ-ნელა იღვენთება სანტა-მარია დელა გრაზიას კედლებიდან, რომელიც ბრედბერისეულ მოლაპარაკე კედლებს დამსგავსებია, სადაც თავისი როლი ყველამ ზედმიწევნით იცის, მე კი მონტეგის შეუმჩნეველი ღიმილით ვდგავარ და ვუყურებ, თან ვცდილობ აღფრთოვანება დავმალო, რადგან ,,დიდი ძმა” მიყურებს მე, არ მსურს ალექსივით, რაღაც ექსპერიმენტის მსხვერპლი გავხდე, რაც კარგად მოქცევას მაიძულებს, არც ის მსურს პროკრასტეს საწოლის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე გამოვცადო, და არც ის რომ დიდი დაძინების ქარაფზე ნაადრევად ავიდე.
თვალები კვლავ დახუჭული მაქვს… ვფიქრობ.. ვფიქრობ.. კიდევ ვფიქრობ.. ჩემს გონებას Coldplay-ს წყნარი, მინელებული Yellow იპყრობს, თითქოს ეს-ესაა ტორონტოს 2006 წლის ლაივიდან ვბრუნდებოდე შინ და ამ წუთას უკვე ვიცი ის, რაც ასე მინდა აღმოვაჩინო ჩემს თავში… ამ დროს ერთდროულად ვარ გაი მონტეგიცა და ალექსიც,ვარ მიზანთროპიით შეპყრობილი პროფესორი, რომელიც მთელ თავის დროს უცხო სახეობის მწერების ძებნაში ატარებს, სანამ მთლიანად უცხო გარემოში არ აღმოჩნდება, გარემოში , სადაც ირგვლივ მხოლოდ ქვიშაა და კიდევ…კიდევ,  ქალი ქვიშაში… რობესპიერი ვარ 9 თერმიდორის მერე, გილიოტინაზე თავდადებული, მიურატი ვარ ბერეზინის ბრძოლაში, მრავალი მანკიერებით სავსე დორიან გრეი ვარ, ჩემი შაგრენის ტყავი ნელ-ნელა იკლებს, თუმცა არც ეს არის პრობლემა, რადგან კოსმოსურ ოდისეა 2001 ში მივფრინავ, მოსკოვის ბნელ გვირაბებშიც მივლია და მარსზეც ვყოფილვარ ჩარჩენილი, ხეკორძულას წყალიც დამილევია და მარჯვენაც მოუჭრიათ, თუმცა ჩემს სხეულს კიდევ არაერთხელ დაუფლებია სიამაყის გრძნობა აშენებული სვეტიცხოვლისთვის შემივლია თვალი, ჩემი ფიქრი და გაკვირვებაც არაერთხელ გადაქცეულა ცოდნად და… უცებ ვახელ თვალს.

უტოპია, უტოპია, უტოპია… თავს ისე ვგრძნობ, თითქოს დროის მანქანით მემოგზაუროს, თუმცა იქ სადაც ჩვენ მივდივართ, დროის მანქანა არ დაგვჭირდება. რუბრიკიდან ,, ვასიკო კეჟერაძისეული ჰაი ჰოუფსი”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s