Dance For Kindness 2015

12191880_1028644260532040_60909630182248515_n
ცოტა დაგვიანებული ფიდბექი ,,ცეკვა სიკეთისთვის 2015″-ს, თუმცა ,,სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო” და აი ისიც …
2015 წელი რომ ძალიან მაგარი იყო ჩემთვის, ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესოც კი. ამ საუკეთესო წლის განცდას კი სწორედ მთელი წლის განმავლობაში მომხდარი ჰაილაითები და ,,Life-Event”-ები მიტოვებდა. ზუსტად ასეთი ჰაილაითი იყო ,,Dance For Kindness 2015″, ყოველწლიური ცეკვა სიკეთისთვის, რომელსაც დაახლოებით ერთი წელი ველოდი. “Dance for Kindness”, რომელსაც საერთაშორისო ენჯეო ,,Life Vest Inside” მართავს,  მოიცავს ფრიზმობს და ფლეშმობს,რომლებიც ერთდოულად მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ქვეყანაში ტარდება.ღონისძიების მიზანია შეგვახსენოს, რომ მიუხედავად განსხვავებული რასის,რელიგიისა და ეთნიკურობისა- ყველას სიკეთე გვაერთიანებს.
ფრიზმობის სწავლა თავიდანვე დიდი ენთუზიაზმით დავიწყე( ჩემი პლასტიკის მქონე ადამიანი აქ არ უნდა ფლანგავდეს ტალანტს, მაგრამ რას ვიზამთ), ყველაზე მაგარი მომენტი ის იყო, რომ მოცეკვავეების უმეტესობა ჩემი მეგობრები იყვნენ, ამიტომ რეპეტიციები ძალიან ბევრი დადებითი ემოციით იყო დამუხტული, რაც საბოლოოდ, მთელი ღონისძიების განმავლობაში გაგვყვა წითელ ხაზად. სხვათაშორის ცეკვა საკმაოდ მარტივად ვისწავლე, რაც , ცოტა არ იყოს, გამიკვირდა… ოქეი, მონდომებას მივაწეროთ… მთავარია მოინდომოო და მაგის ,,ბრალია” აშკარად.
11201941_1028644630532003_2103762660983141684_n

ფლეშმობი/ფრიზმობი 8 ნოემბერს იყო დაგეგმილი ისთ-ფოინთში, სხვათაშორის, ამ ღონისძიებამ ჩემ დაშიც იმხელა ინტერესი აღძრა, რომ ცეკვა დაწყებამდე 15 წუთით ადრე ისწავლა და….. >>>>>> მაჯობა -_-

ზე ეპიკური მომენტი იყო, როდესაც მთელი ამ პროცესიის გადაღება დრონით მოვინდომეთ, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ დრონის მართვა არავინ იცოდა, თუმცა ისევ მონდომება ჩაერთო საქმეში და რის ვაი-ვაგლახით პატარა დრონუკაც ავაფრინეთ ჰაერში.
არ ვიცი იმ სიცივეში გაუნძრევლად 5 წუთი როგორ გავძელი, შემდეგ კი როგორ ვიცეკვე, თუმცა იმ წუთას არ მციოდა, სიკეთის კეთებას არ სჭირდება არც მილიონები , არც მილიარდები… მთავარია ეს შენი გულიდან მოდიოდეს. ყველაფერი, ყველაფერი და ყველაზე მაგარი მომენტი მაინც დასასრული იყო გრუპჰაგი, გახარებული უცხო სახეები და ჩვენს გვერდით აცეკვებული პატარა ბავშვი.
Pay It Forward…
ჰომ, მოკლედ რა მინდოდა მეთქვა ამ ნაბოდიალებით, ეს ისეთი ჰაილაითებია ცხოვრების ბოლომდე რომ მიგვყვება ხოლმე და დეთს ვაი ამ სოუ ჰეფი ნაუ, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ საკითხში და რაც ყველაზე მთავარია: ერთ დიდ თვალებად ვიყავით გადაქცეულები, იმ დღეს ყველა ადამიანის თვალებში ერთი საერთო დავინახე: ყველას გვსიამოვნებდა ის, რასაც ვაკეთებდით…

12182451_1028644247198708_3514152684039349072_o
ფოტოები © მინდია გაბაძე

_____________________________________________________

პ.ს სიკეთე გადამდებია << 🙂 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s