^Pay It Forward ჩემს თავს…

შესაბამისი განწყობა და ვუუუ წავედით <<  ქლიკ…

მოკლედ, ეს რამდენიმე დღეა გადავწყვიტე, რომ სხვანაირი ელფერი მიმეცა ბლოგისთვის (გრეისნაირი არა 3:) ), ჰოდა საკუთარ თავზეც დავიწყე რაღაც-რაღაცების წერა, მარტო ცინიზმით გაჯერებული ბლოგები არ არის მიმზიდველი, ამიტომ ვცდილობ ბევრი ვწერო სხვადასხვა რაღაცებზე.

ყოველთვის მინდოდა, მქონოდა პატარა სივრცე, სადაც ჩემთვის მარტო დავრჩებოდი და ზოგადსაკაცობრიო თემებზე ვიმსჯელებდი(ჰა-ჰა-ჰა, ვხუმრობ ,,ოფ ქორს” (მეგობარმა მირჩია ბარბარიზმების დროს ბრჭალები იწერებაო და)). მართლა, ყოველთვის მინდოდა ჩემი პატარა სივრცე მქონოდა, სადაც ზედმეტად არავინ მომეჩხირებოდა თვალში და არც პირად სივრცეს დამირღვევდა, ვიქნებოდი ჩემთვის თბილად კომფორტულად, მოვუსმენდი წყნარ მუსიკასა და წავიკითხავდი წიგნებს.(‘წიგნის ჭია’ არ ვარ ნამდვილად, პირიქით შეიძლება წიგნის კითხვა უსასრულოდ გამეწელოს, მაგრამ ბოლოს მაინც დავამთავრებ ადრე თუ გვიან, არც სოციალურ ცხოვრების უქონლობას ვუჩივი, ძალიან აქტიური სოციალური ცხოვრება მაქვს, მოკითხვა მეგობრებს.. მადლობაც). დროთა განმავლობაში ასეთ სივრცედ ჩემი პაწაწუნა ოთახი იქცა, რომელიც ისე მოვრთე,როგორც მე მინდოდა, ზოგადად არასდროს მიტაცებდა დიდი უფრომო სახლები და ოთახები, ზედმეტად როიალისტურია ჩემთვის და არც მე მაქვს იმის ამბიცია, არც მოთხოვნილება, რომ ნიკოფსიითგან დარუბანდამდე გადაჭიმული ოთახი მქონდეს, პირიქით.

10320553_923911661032931_6696599643140778857_n

კი ასეთ ოთახზეც ვოცნებობ

ოღონდ ერთი ‘ცუდი’ თვისება მაქვს, როცა რაღაცას ჩემად დავიგულებ, აღარ მინდა სხვას გავუყო და გავუნაწილო, იმიტომ რომ ჩემია 🙂
სხვათაშორის ბავშვობიდანვე მეოცნება და ფანტაზიორი ვიყავი და წარმოდგენილი მქონდა, როგორ ვიცხოვრებდი სადმე კოსმოსში ჩემს პატარა ‘ჰაბ-ში’ მარტო, ან პლანეტათაშორის გზაზე ვიმოგზაურებდი შავი ხვრელისკენ… ან რას გავაკეთებდი დროის მანქანა, რომ მყოლოდა… ჩემს მყუდრო სივრცეში ზოგჯერ ,,პერპენდუმობილეს” გამოგონებაზეც მიფიქრია…. ჰოდა იყო კიდე მრავალი ასეთი რაღაც…
ოთახი ჯერ კიდევ აჭრელებული მაქვს მეგობრების ნაჩუქარი პატარ-პატარა სხვისთვის უაზრო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ნივთებით, ზოგი უბრალოდ ფურცელზე დახატული უფორმო საგანია, ზოგი მინიატურული წიგნი, ზოგი პატარა წერილები და ა.შ
მოკლედ, რატომ ვიბოდიალე ამდენი, ჩემი ოთახი და ის პატარა ნივთები არის ჩემი ბედნიერების საწყისი, არ მჭირდება ფუტურისტული სკულპტურები და მილიონების ღირებულების ნახატები( თუმცა მუნკის ,,კივილს” დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ოთახში, რომ იტყვიან დააკვ’ტ’ებოდა პირდაპირ)… ერთი სიტყვით, მთავარია ის პაწაწუნა სივრცე იპოვოთ, რომელიც დადებითი ელექტრონებით(ქიმია კარგად არ ვიცი და მგონი მეშლება, ‘who cares?’) დაგმუხტავთ, სხვა დანარჩენი მარტივია…

Advertisements

3 thoughts on “^Pay It Forward ჩემს თავს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s