ბედნიერების ელემენტები

ახალი წელი მოოოდის და სექრეთ სანტებიც მოდიან და მოდიან… ზოგადად საჩუქრების მიღება ძალიან მიყვარს (უჰ, ვის არ უყვარს ერთი?), არა ერთხელ მითქვამს, რომ საჩუქარს მნიშვნელობა არ აქვს, ხშირად ფურცლის პატარა ნაგლეჯსაც გავუხარებივარ…
თუმცა დღეს სხვანაირი სიტუაცია იყო, მივიღე საჩუქარი, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანი ვეძებდი და ვერ ვიპოვე და სრულიად შემთხვევით ‘ჩამიხტა’ უფრო სწორად ჩამიხტუნა ხელებში მეგობარმა. 12434354_1665549903716904_600918375_n

მოკლედ, არ ვიცი ისეთი გახარებული ვიყავი/ვარ, რომ ნორმალურად მადლობის თქმაც დამავიწყდა, ზოგადად როცა ვღელავ ან რაღაც მიხარია ტუჩი გამირბის და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი ხოლმე, ‘იგი’-ს არ იყოს არც ჩემს გონებაში ლაგდებიან სიტყვები თანმიმდევრობით და დიდ აურზაურს ქმნიან ჩემს გონებაში, დღესაც ასე მოხდა… ოღონდ საჩუქრის მიღებისას ერთმა პატარა რაღაცამ გამიელვა თავში, რომ ძაან უსინდისო ადამიანი ვარ, არავინ არ მახსოვს ხოლმე და საჩუქრებსაც იშვიათად ვჩუქნი ძვირფას ადამიანებს -_- ( ნუ, იშვიათად თუ ჩემი თავი არ ითვლება, ვინ მყავს ჩემს თავზე ძვირფასი :3 )…
აღარ მოვყვები მთელ ამბებს რა და როგორ მოხდა, ერთს ვიტყვი, რომ , რაც მე დავაკელი ამ წიგნის ძებნამ, ჩემმა მეგობარმა არ დააკლო და საბოლოოდ ისე გამახარა, რომ ახლაც ბედნიერებისგან აღტკინებული ვწერ ამ ბლოგს(ისე, ამ წუთას შუაღამეც იწვის, დნება და ბარემ ლექსიც ხომ არ მიმეჯღაბნა სადმე აქვე, ჰმმ, შეიძლება) …
ჰოდა, მოკლედ, ამ ჩემი პატარა მორიგი ბლოგით მინდა დიდი მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ იმ ადამიანს, ვინც ამ მისთვის პატარა, ჩემთვის დიდი საჩუქრით ძალიან მაგარი ემოციებით დამმუხტა და ბედნიერებით აღმავსო

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s