2015, როგორც ასეთი

2016-desk-calendar-300x225

მიყვარს ახალი წელი, რამდენიც არ უნდა ვიძახო, რომ ახალი წლის განწყობა არ მაქვს, პირველი  ყოველთვის მე გავრბივარ ნაძვის ხის ასაწყობად… 31ში ღამითაც იგივე სიტუაციაა, პირველი მე გავრბივარ სუფრასთან(ნუ, ჰმ, გარკვეულწილად ჭამაც მიყვარს და ეტყობა მაგის ბრალია, მაგრამ მაინც რომ მიხარია ახალი წელი? ) ახალი წელი ჩემთვის კოკა-კოლის საშობაო რეკლამით იწყება…
მოკლედ, წლევანდელი 2015 წელიც გავიდა და ბევრი კარგი და ცოტა ცუდი მოგონება დამიტოვა, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ…

  • რა მომცა დ’ მასწავლა 2015-მა?

შემიძლია ვთქვა, რომ 2015 ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი, საუკეთესო წელი იყო… მახსოვს 31 დეკემბერს, როცა ჯერ კიდევ 2014 წელი იყო ჩემთვის როგორ ვბურტყუნებდი ,, 2014 წელი ხომ კარგი იყო, და იმედია 2015 უკეთესი თუ არა, უარესიც არ იქნება თქო”, ასე არ მოხდა… 2015 საოცრება იყო, მართლა… 

  • მადლობა 2015-ს იმისთვის, რომ მომცა შანსი გამეცნო ახალი, ძალიან მაგარი ადამიანები, რომელთა გარეშეც დღეს ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი მეჩვენება.
  • მადლობა 2015-ს იმისთვის, რომ თებერვალში ახალ მეგობრებთან ერთად(რომლებიც ახლა Soulmate-ები უფრო არიან, ვიდრე უბრალოდ მეგობრები) სტარტ-აპი დავაარსეთ, საკმაოდ შემოსავლიანიც ( ჰაი ჰოუფს ^____^ ) / ნეტა ვიცოდე მაინც რა მიხარია ^
  • მადლობა 2015-ს იმისთვის, რომ საკუთარი თავის რწმენა შევიძინე, სწორედ იმ ყველაფრის გამო, რაც 2015-ში მოხდა.
  • მადლობა 2015-ს იმისთვის, რომ მომცა შანსი შემესრულებინა რამდენიმე სურვილი ჩემი ‘ვიშ-ლისტიდან’
  • მადლობა 2015-ს, რადგან მომცა შანსი მომენახულებინა დიდი ბრიტანეთი 1 თვის განმავლობაში (  ეს ალბათ ყველაზე კარგ მოგონებად დამრჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2015-ში უამრავი ჰაილითი მოხდა)
  • მადლობა 2015-ს, იმის გამო, რომ უამრავი ,ერთი შეხედვით, უაზრო მაგრამ ძალიან მაგარი რამ გადამხდა თავს (  ღამის 12 საათზე ფეხით 6 კილომეტრიან აღმართზე ასვლით დაწყებული და ღამის პირველის ნახევარზე ავტოსტოპზე 2 საათიანი დგომით დამთავრებული, გიჟური GG2015-ითა და უუუუამრავი ლაშქრობით)
  • მადლობა 2015-ს იმის გამო, რომ დამაფიქრა, 1.18 შეიძლება დღეში თავის გატანა ( თუ ამის გამო ქ-ნ რიმას უნდა გადავუხადო მადლობა? თუ რამე გადავმისამართდები, არ არის პრობლემა)
  • მადლობა 2015-სა და ჩემს მშობლებს, რადგან მართლა 1.18-ზე არ გადამატარეს მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ( ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვარ, არაფერი პირადული)
  • მადლობა 2015-ს რადგან მიმახვედრა რომ ყველაფერი დროებითია, მეგობრობიდან დაწყებული სიყვარულით დამთავრებული ( არსებობენ გამონაკლისები)
  • მადლობა 2015-ს, რადგან მიმახვედრა, რომ FriendZoned შეიძლება სასიამოვნოც იყოს.( როგორ?? – მაგას არ გეტყვით, უფრო სწორედ, ვერ… ვერ გეტყვით)
  • მადლობა ბატონ ბიძინას, რადგან… უფს… ამერია
  • მადლობა 2015-ს, რადგან ახლა ‘ჰაივეი თუ ჰელის’ ნაცვლად, 2016 წლის ბილეთით ხელდამშვენებული 2016სკენ მივქრი.
  • მადლობა 2015-ს, რადგან მიმახვედრა რომ Coldplay-საც კი ფეხებზე ვკიდივართ და ‘რაის’ ნატო?
  • კიდევ ერთხელ მადლობა 2015-ს იმის გამო, რომ აბიტურიენტი ვარ და ახლაც ამ ბლოგის წერის პროცესშიც გვერდით წიგნები მიწყვია, რომლებიც ღვთიური ნეტარებით აღვსილნი მიხმობენ, რათა მათი უშრეტობით დავტკბე და დავიღალო.
  • მადლობა 2015-ს იმის გამო, რომ გემოვნება დამეხვეწა.
  • მადლობა 2015-ს იმისთვის, რომ მომასწრო მთვარის ‘რაღაცას’, აი ისეთს საუკუნეში ერთხელ რომ ხდება და მე თვალები დამეთხარა მთელი ღამის განათენები, მაგის ბრალია ჩემი მინუსი…
  • მადლობა 2015-ს იმისათვისაც, რომ ვიზალიბერალიზაცია გვეღირსა და მეც გამიჩნდა შვილიშვილებთან მოსაყოლი, დაახლოებით ამ სტილში:  ,,ბაბუ, თქვენხელა რომ ვიყავი 37 ევროდ ვენაში გადავფრინდებოდი ნაყინს შევჭამდი და უკან გადმოვფრინდებოდი” => ამის გამო კი, ერთხელ და სამუდამოდ დამავიწყდება 37 მანეთიანი მოსკოვის, ერთი ღამისთვის ‘აგდებული’ ქალისა და რუსული ცენტრალური გათბობის ამბები…
  • მადლობა 2015-ს იმისთვისაც, რომ ჩემი ყველაზე დიდი ადამიანური ფობია დამამარცხებინა(მგონი)
  • 2015-მა მასწავლა, როგორ ჩამოვვარდე ხიდან ისე რომ არ მოვიტეხო არაფერი, როგორ ვისრიალო სნოუბორდით, როცა მასზე დგომა არ იცი, როგორ ავირიდო თავიდან ზღვაზე ყოფნისას დახრჩობის საშიშროება, მადლობა იმისთვისაც, რომ ჩემი ყოველწლიური ტრადიცია არც წელს დაირღვა და სოფელში მდინარიდან ნახევრად მკვ’ტ’არი გამომათრია მეგობარმა…
  • მადლობა იმისთვის, რომ ბლოგს მივუბრუნდი და მიუხედავად იმისა, რომ დიდი დაინტერესება არ აქვს, მე მაინც მიყვარს აქ შემოსვლა და რაღაც-რაღაცების ჯღაბვნა, ხან გროტესკულად, ხან ცინიკურად, ხან გულახდილად, ხან სატირულად… მოკლედ…

და რაც მთავარია და რაც უკვე აღვნიშნე დასაწყისში, მადლობა ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებისთვისაც რაღაცას ვნიშნავ და კიდევ ერთხელ მადლობა იმის გამო, რომ ეს ადამიანები არსებობენ და ისინი ჩემ გარშემო არიან… (2015-ს კიდევ იმისთვის უნდა გადავუხადო მადლობა რომ ვისწავლე: სწორია ჩემ გარშემო და არა ჩემს გარშემო > თუ ეს ქართული მასწავლებლის დამსახურებაა?)

P.S მადლობა იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც არ მოვწონვარ, არც მე მეხატებით დიდად გულზე, მაგრამ დღეს ყველა მიყვარხართ რატომღაც… გავლენაა ეტყობა, ან როგორც ჩემი სკოლის ქართულის მასწავლებელი იტყოდა, ზევიდან[კოსმოსიდან] გვმართავენ ეტყობა… ჰმმ ://

და ისევ : ძვირფასო 2015 წელო, ჩემთვის არაჩვეულებრივი ემოციებითა და უუუუ-უუმაგრესი დღეებით იყავი დამუხტული, ამიტომ მომავალო 2016 წელო, გთხოვ თუ უკეთესი არა, უარესი ნუ იქნები…
P.S.S წესით ეს პოსტი 2015 წლის 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე უნდა დამეწერა, მაგრამ ‘რია ვქნია, არ ვარ კრ’ი’ატიული’
მადლობა… მადლობა… მადლობა… ჩემი ბოლო პოსტი 2015-ში…

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s