Houston We Have A Problem

ყოველთვის მაინტერესებდა, რა იყო ღრუბლებს ზევით? რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ბავშვობაში მართლა მეგონა, რომ ღრუბლებს ზევით სამოთხე და ჯოჯოხეთი იყო, ისიც ვიცოდი, რომ კარგად თუ მოვიქცეოდი სამოთხეში მოვხვდებოდი(Pfff)…
 ბაღიდან მომავალი ხშირად გავიწვდიდი თითს ცისკენ და საკუთარ თავში დარწმუნებული ვამბობდი, რომ ოდესღაც გავფრინდებოდი იქ, ღრუბლების იქით…
 მერე, … მერე გავიზარდე და ღრუბლების იქით რამდენჯერმე გავფრინდი… ყველაზე მაგარი იცით რა იყო? როცა პირველი ფრენისას მივხვდი, რომ არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი არ იმალებოდა ღრუბლების იქით, პირიქით, საყვარელი ფუმფულა ღრუბლები პლედებივით მოჩანდა ილუმინატორის ფანჯრებიდან და დათოვლილ გზას ჰგავდა იქაურობა… 10365970_892063707479694_2097143490234361610_nპირველად 13 თუ 14 წლის ვიყავი, როცა თვითმფრინავში ავედი, პირველი ფრენისას მივხვდი, რომ ჩემი ბაღისდროინდელი სურვილი ავისრულე. ამის მერე არც ერთი ფრენის დროს არ გამნელებია ეს გრძნობა და ყოველთვის პატარა, 4 წლის ბავშვივით შევრბოდი ჯერ ტრაპში, შემდეგ კი ჩემი სავარძლისკენ თვითმფრინავში… ჰოო, მაგრამ სიმაღლის ისე მეშინია,  როგორც ცოფიან ძაღლს წყლის… ალბათ ამ განსაკუთრებული მიდრეკილების ბრალია, ჯერ კიდევ ნასას ასტრონავტობაზე რომ ვოცნებობ, არადა მეც ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს გამორიცხულია, თუნდაც ჩემი და სიმაღლის ურთიერთობიდან გამომდინარე, ან მე და მეცნიერება, ან მე და ფიზიკა, ან მე და მათემატიკური გამოთვლები… მოკლედ, იმ მიზეზების ჩამოთვლა, თუ რატომ ვერ გავხდები ვერასდროს ნასას ასტრონავტი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ისინი თუ რატომ გავხდები… უბრალოდ ოცნება ოცნებად მრჩება და თავისუფალ დროს მეც მიყვარს უსაზღვროდ ფიქრი, რა მოხდებოდა მე რომ ასტრონავტი ვყოფილიყავი, წარმოვიდგენ ყველაზე მაგარ პასაჟებს და მერე მთელი დღე მიხარია, ოცნება ხომ მაინც ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამ, დიახაც…
2015 წელს კიდევ იმიტომ ვემადლიერები, რომ გამახსენა ფრენისადმი ჩემი სიყვარული, სიტყვებით ვერ აღვწერ, როცა თვითმფრინავში ავედი და ისევ იმ ბავშვური სიხარულით გავიქეცი ჩემი ადგილისკენ(არ ვიცი ამ მომენტში რას ფიქრობდა ხალხი ჩემზე, როცა თითქმის ‘2 მეტრიანი ბავშვი’ თავისი სავარძლისკენ ისე გარბის, თითქოს ეს ესაა დოქტორ ბოროტებას გამოექცაო, ‘ენივეი’ დიდად არ მაინტერესებდა იმ მომენტში), კიდევ იმან გამახარა, რომ კვლავ ილუმინატორთან მომიწია ჯდომა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, მთელ ევროპას ისე გადავუფრინეთ, რომ ყველაფერს ზევიდან ვუყურებდი.(აფრენა პანიკა, დაფრენა? – თავი კარტოფილის ტომრად ვიგრძენი, თუმცა არა უშავს)

1445104292774

იმ მომენტში ვიფიქრე, რომ სიმაღლისაც აღარ მეშინოდა და შეიძლებოდა იმაზე ფიქრი, რაც მანამდე ასე მიუწვდომელი ჩანდა…
თუმცა… ვინ იცის, იქნებ ერთხელ მეც მოვხვდე ვარსკვლავთაშორის სივრცეში, ჩემი დიდი სკაფანდრითა და გაფართოებული თვალებით…
ვინ იცის… ვინ იცის

Sa
___________________________________
Houston We [don’t] Have A Problem
Vol.2 We have A problem

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s