ჰელოუ ით’ს ნიუ მი ინ 2016

დადაამ, დადაამ… დღეს უკვე 1 იანვარია, 2016 წელი(კალენდარი მეც მაქვს სახლში)… დიდი მოლოდინებითა და იმედებით ველოდი 2016 წელს და დადგა ეს წელიც, რომელიც, თუ სწორად წარიმართა ყველაფერი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩემს ცხოვრებაში, ამიტომაა, განსაკუთრებული მოტივაციით რომ ვიწყებ წელს.
პირველივე დღე საოცრად გიჟური იყო, რომლის შედეგებსაც ახლაც ვიმკი (ეს ხუმრობით, რა მეთქმის, ახალ წელს იმ ადამიანებთან ერთად შევხვდი, ყველაზე მეტად რომ მიყვარს)

giphy

ახალი წლის ღამე თოვლისა და მარტო სახლშის გარეშე წარმოუდგენელია, პირველ შემთხვევაში ბუნებამ საბოლოოდ მაინც არ გვიღალატა და მოგვითოვ’ლ’ა ( 🙂 ) აი, მეორე შემთხვევაში კი უკვე ჩვენ არ გვქონდა იმის უფლება, რომ ტრადიციად ქცეული კულტი წელსაც დაგვერღვია, ამიტომ დივანზე მოვთავსდით და მარტო სახლშისაც ჩავუჯექით, ალბათ 25-ჯერ, თუმცა არაუშავს, ეს ის ფილმია, ყოველ წელს რომ დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით უნდა უყურო და თან არ მოგბეზრდეს

giphy (1)

 

პირველად, 17 წლის ასაკში მივხვდი, რომ თოვლის მოსვლა ისე გამიხარდა, როგორც ეს ბავშვობისას ხდებოდა, დედაჩემს რომ მივადგებოდი ხელთათმანებითა და კაშნეთი და მორჩილად ვიდექი სანამ ტომარასავით კარგად შემფუთავდა, დაახლოებით ისე რომ ესკიმოსივით მხოლოდ თვალები მიჩანდა და ერთი იგლუ მაკლდა სრული ბედნიერებისთვის, ძლივს რომ ვმოძრაობდი და კიბეებზე ნელ-ნელა რომ ჩავდიოდი, არა, უფრო სწორად მივგორავდი… მახსოვს პირველ თოვლში აკრობატული ნახტომით რომ ვხტებოდი, მეგობრებთან ერთგვარი ჩელენჯი მქონდა, ვინ მოასწრებდა ახალდადებულ თოვლში პირველი გავლას, ერთმანეთს ვახტებოდით და გავრბოდით. გუშინ დაახლოებით მსგავსი რამ ვიგრძენი და მომინდა, რომ ისევ ჩამეცვა ტომარასავით და გარეთ გავსულიყავი თოვლში საგუნდაოდ, მაგრამ ამინდის ღმერთმა ‘ნამეტანი’ ბევრი მოგივა ამდენი გართობაო და გზები მხოლოდ თოვლის ფურცელივით ფარატინა და თხელი ფენით დაიფარა, აი ისეთით, მზის ერთი თვალიც რომ ეყოფა გასადნობად.

ახალი წლის დილა ჩემთვის საღამოს 7 საათზე დადგა, ნელ-ნელა, რუდუნებით წამოვწიე თავი და ნელა წამოვიზლაზნე ლოგინიდან, თან იმაზე ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ახალი წელი(2016) … მთელი დღე ცეკვის ხასიათზე ვიყავი და ჩემი ბეი მომეხმარა ამ ყოველივეში.
მოკლედ, დილიდანვე ( დილიდან, დილიდან, ჰო,ჰო, დილიდან, რომელიც საღამოს 7 საათზე დაიწყო  ) გადავწყვიტე ჩამომეწერა პატარა ფურცელზე მიზნები , ‘ლაიფ გოლები'( 😀 😀 ) , როგორც ამას ერთი ჩემი ინკოგნიტო მასწავლებელი ეძახის, რომლებიც 2016ში უნდა შემესრულებინა, ან უნდა მეცადა, რომ შემესრულებინა, სულ 8 ,ჯერ-ჯერობით , ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გამომეკვეთა, ერთ-ერთი ჩემი ბლოგის ინტენსიური მოხმარებაა, იმედია გამომივა და ენთუზიაზმს შუა გზაზე დაგდებული საბჭოური ‘მოსკვიჩივით’ არ დავკარგავ… ვიშლისტის ახალი პუნქტებიც დავვწერე, რომლებიც ცოტა შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი, თუმცა აუცილებლად გადაინაცვლებენ ვიშლისტის ბოლოში, სადაც უკვე შესრულებული პუნქტები მოუთმენლად ელოდებიან, მთლად უძღები ძისა და მამის იგავი არ გამოვა, მაგრამ რაღაც დონემდე ვქაჩავთ… მართლა მაინტერესებს, ამ 8 მნიშვნელოვანი პუნქტიდან რომელი იქნება შესრულებული მომავალ წელს ამ დროს ან, თუ დაემატება მთელი წლის განმავლობაში ამ მიზნებს კიდევ სხვა მიზნები.

ის, რომ ახლა ამ პოსტს ვწერ, ჩემი ერთ-ერთი მიზნის შესრულებისკენ გადადგმული პაწაწუნა ნაბიჯია, თუმცა ყველაფერი პატარიდან იწყება…

P.S იმედია, ამ ღამე მოთოვს და ხვალ დილას ისევ გავვარდები ხელთათმანებითა და კაშნეთი ჩაფუთნული მე გარეთ ბავშვური სიანცით, რიავიცი რიავიცი შეიძლება თუ ამინდის ღმერთიც ინებებსgiphy (2)

და მაინც Have Yourself a Merry Little Christmas ❤ ^___^

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s