ნობელი ყველასთვის

დღეს გადავწყვიტე, რომ ბოლოს და ბოლოს დამეწყო ჰიტლერის ‘ჩემი ბრძოლის’ კითხვა, რომელიც აგერ ნახევარ წელზე მეტია ჩემს ქინდლში მშვიდად განისვენებს და თავის რიგს ელოდება, თუმცა 2 გვერდის მერე თავი მივანებე, არა იმიტომ, რომ გული ვერ დავუდე ან საინტერესოდ ვერ აღვიქვი, უფრო იმიტომ, რომ ფიქრებმა გამიტაცა, რომელიც სისტემის/რეჟიმისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულებას ეხებოდა. წიგნი, რომელიც მუხლებზე მედო, წლების განმავლობაში იყო ფაშისტური გერმანიის მოსახლეობისთვის წმინდა წერილის ტოლფასი და იდეოლოგიური ბრძოლის მთავარი იარაღი… არ იქნებოდა ცუდი სოსოიეც თუ შემოგვთავაზებდა საკუთარი ინტერპრეტაციით მსგავსი ჟანრის წიგნს, იმ პერიოდიდან და რეჟიმიდან გამომდინარე არ გამიკვირდებოდა, ორივეს ‘შედევრი’ ნობელის პრემიაზე რომ ყოფილიყო წარდგენილი მშვიდობის დარგში, არც ის გამიკვირდებოდა, გამონაკლისს თუ დაუშვებდნენ და ორივეს მიანიჭებდნენ ამ პრიზს, ერთი სიტყვით, როგორც მათ მოესურვებოდათ ისე გაჭრიდნენ და გაკერავდნენ, სადაც მთელ მსოფლიოს ჭრიდნენ და კერავდნენ ეს ერთი ‘კინკილა’ ნობელი რა გაუხდებოდათ.

giphy

ჰიტლერი სამადლობელი სფიჩის დროს P.S იმედია, WordPress სვასტიკის გამო არ დაბლოკავს

 

ისე, წეღან ვფიქრობდი, რამხელა გავლენა აქვს ტოტალიტარიზმსა და ზოგადად რეჟიმს ადამიანზე, აბა სხვას რას მივაწერო ის ფაქტი, რომ ბებია-ბაბუების თაობა ჯერ ვერ გამოვიდა ‘პერესტროიკისა’ და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების წყობიდან?  რიავიცი, მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი :/

‘ვართ ვალდებული, სიცოცხლე გავწიროთ მუსოლინის დიდებისა და იტალიის უკვდავებისათვის?’

10 წლის უმბერტო ეკოს პასუხი ამ კითხვაზე დადებითი იყო, კარგი ბიჭი იქნებოდა არ დასთანხმებოდა ამ დებულებას, თორემ კარგი დასვენება ცხელ აბანოებში არც მას და არც მის ოჯახს არ ასცდებოდა. ტოტალიტარიზმზე იმდენი თქმულა და დაწერილა, წესით მე საერთოდ არ უნდა ვწერდე ამ პოსტს, თუმცა ეტყობა ორუელის გავლენაა, რომ მინდა-არ მინდა ამ თემას ხშირად ვიხსენებ და მასზე ყველაზე ხშირად ვლაპარაკობ. აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს რა იკრძალებოდა ამ პერიოდში, უკეთესი იქნება პირდაპირ იმის ჩამოთვლას თუ დავიწყებთ, რაც არ იკრძალებოდა… უფრო მალე მოვრჩებით 🙂 არც იმაზე დავყოვნდები, რამხელა როლი ენიჭებოდათ ბავშვებს სისტემის მშენებლობაში. Screenshot001

ერთი იდეოლოგია მუდამ თან გასდევდა მათ ცხოვრებას წითელ ხაზად, იდეოლოგიის საწინააღმდეგო ქმედების ჩადენა კი ღალატის ტოლფასი იყო, ისე, ძალიან კი მაინტერესებს დღევანდელ ‘დემოკრატიის შუქურა’ ტელევიზიებს, რომ მაშინ ეარსებათ რა ვითარება გვექნებოდა სიტყვის თავისუფლების მხრივ.
ერთი კი იყო, ეტყობა გაზი იაფი ღირდა იმ პერიოდში, არც ფიურერს და არც ბელადს რომ არ ენანებოდა და ‘უხვად გასცემდნენ ზღვათაცა შესდის და გაედინების’… თბილი კერა სულ ჰქონდათ… 1935490_560288247462617_5724243738205606176_n ამდენი ვილაპარაკე და მე მაინც ამ პასაჟს წარმოვიდგენ უხვ ფერთა პალიტრით: ჰიტლერი და სტალინი დგანან ციტადელზე, ნობელის პრემიით ხელში, მაქმანიანი აბრეშუმის ცხვირსახოცით ცრემლებს იმშრალებენ და სამადლობელ სფიჩს ამბობენ… NOT BAD

_____________________________________
P.S ჰიტლერს მართლა აქვს მოგებული ნობელის პრემია მშვიდობის დარგში

P.P.S ცუდი დღეებიც არსებობს, აი ასეთი პოსტები რომ უნდა დაწერო, თუმცა არაუშავს, რას ვიზამთ ხდება ხოლმე

P.P.P.S ბედნიერია ყველა ის ადამიანი, რომლებსაც ამ პერიოდში ცხოვრება არ მოუწიათ…

ნახვამდის,,,
giphy

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s