And Then There Was A rain…

PLUVIOPHILE (n) – a lover of rain. someone who finds joy and peace                                                                 during rainy days

წვიმა…  არარეალურად მჭიდრო კავშირი მაქვს წვიმასთან, კაცმა რომ მკითხოს, რომელია შენი საყვარელი ამინდიო, დაუფიქრებლად ვეტყვი, რომ წვიმიანი ამინდი, თან ნებისმიერ სიტუაცის უხდება…

სიტუაცია 1: გაცვია დიდი სვიტერი, კომფორტულად ზიხარ პატარა პუფში, საყვარელი წიგნით ხელში, ფანჯრის მინებზე კი წყლის წვეთები ნელ-ნელა იკლაკლებიან, თითქოს სახლში შემოსვლას გთხოვენო… rainy-days

სიტუაცია 2: ზიხარ მანქანაში, რა თქმა უნდა თბილად, კვლავ საყვარელი წიგნით ხელში და რაღაც საოცარი სიმყუდროვის გრძნობა გეუფლება ( არასდროს გქონიათ ასეთი შემთხვევა? ) 4b131f40c69914165c2c18f1fe5f9151

სიტუაცია 3: მიაბიჯებ ქუჩაში, თბილად აბუზული და თან გიხარია, რომ წვიმის წვეთები გეცემა… ჰომ, ზუსტად დღეს მქონდა ასეთი შემთხვევა… დღეს ორმაგად მიხაროდა ყველაფერი, წვიმდა და იმიტომ… დედაჩემს ტრადიციასავით ექცა, სახლიდან გამოსვლისას რომ არ მომაძახოს ქუდი დაიფარეო, კონსერვატიზმს არც მე ვაკლებ და არასდროს ვიფარებ ქუდს, დღესაც არ დაირღვა ეს იდილია და სახლიდან მაუგლივით გამოვვარდი თან მასწავლებელთან მაგვიანდება, თან გარეთ წვიმა მელოდა… განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც საყვარელ მუსიკას უსმენ და მიდიხარ… მიდიხარ… მიდიხარ და მხოლოდ შენ გაქვს სახეზე ღიმილი, განა რამე? წვიმა მიხარია( და მაინც, რა პატარა რაღაც შეიძლება გახდეს ბედნიერების მომტანი). სულ გადამავიწყდა მასწავლებელიც და ჩემი თავიც, არადა ჯერ კიდევ გაციებული ვარ, ნაბიჯს შევუნელე, თან ის გამახსენდა დედაჩემს ბაღიდან რომ მოვყავდი წვიმიან ამინდში და ერთი სული ჰქონდა, როდის შემტენიდა მშრალ მანქანაში, მე რომ ძალით ვითრევდი ფეხს და დედაჩემი მექაჩებოდა ‘დროზე გამოადგი ფეხის’ ძახილით… წვიმის დროს გარეთ გასვლა რომ ერთი დიდი რიტუალი იყო თბილი მოსაცმელითა და ‘კოსმონავტ ქუდებს’ რომ უძახდნენ, იმით დაწყებული და თბილი, 2 ზომით დიდი ფეხსაცმლით( აბა 3 წინდაჩაცმული ფეხი არ მეტეოდა ჩვეულებრივ ზომაში და როგორც ყოველთვის შემოდგომა-ზამთრის ფეხსაცმელს ყოველთვის 1-2 ზომით დიდს ყიდულობდნენ -_- ნეტა, რატო არ ვეცოდებოდი, პრინციპში ახლაც რომ თვითონ ზრუნავდეს ჩემს ჩაცმულობაზე, ალბათ ისევ ისე ჩამაცმევს: 3 წინდა+2ზომით(ეპიკ ქომბინეიშენ) დიდი ფეხსაცმელი თბილად რომ ვიყო)  დამთავრებული.  დღეს ყველაფერი მიხაროდა, ცხვირწინ შარშანდელი მიზნებივით აფეთქებულმა ასაფეთქებელმაც კი, ამან ვერც ხასიათი ვერ შემიცვალა და’ ქრონიკული დებილის სახით განვაგრძე გზა მასწავლებლის სახლისკენ, იფიქრებთ სად ცხოვრობს ეს მასწავლებელი ასეთ ადგილას, რომ ვერა-და-ვერ მიაღწიაო?  საკმაოდ შორს, დამერწმუნეთ… და ბოლოს როგორც იქნა მივადექი მასწავლებელსაც, ცოტა გალუმპული და ძალიან ბედნიერი, იმდენად გაბედნიერებული, რომ ჩემი ხასიათი მასაც გადაედო და ზე-გაკვეთილი გამოვიდა, იქედანაც იგივე იყო, იმ მომენტში მიყვარდა წვიმა და მგონი, წვიმასაც ვუყვარდი მე, აბა რით შეიძლება ავხსნა, რომ მხოლოდ მე არ მეჭირა ქოლგა და ღიმილიანი სახით მივაბიჯებდი წვიმაში… უქოლგობით არა :პ :დ .. ზოგჯერ ისე, როგორც არასდროს გინდა, რომ დრო შენელდეს ყველა გაშეშდეს, მხოლოდ შენ იყო და: Oh Rainy day Come ‘round, Sometimes I want you to SLOW DOWN

ჰოო, კიდევ ერთხელ და ბევრჯერ ვიტყვი, რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის, ჯასთ ლაიქ რეინი დეი…  Then There Was Rain, The Sky Wore A Veil Of Gold And Grey ^___^ 

Advertisements

2 thoughts on “And Then There Was A rain…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s