OLDplay, ანუ მუსიკა ჩვენი არსებობისა

MUDD3696.JPGDon’t you Shiver uh?? – პირველად 3 წლის წინ მოვისმინე და… იცით, იმის მერე ყოველი დღე იწყება Coldplay-ით, არა იმიტომ, რომ მოდას აყოლილი, პოპ-კულტურად ქცეული  ტრენდის სნობურად მიმდევარი კოსმოპოლიტი ვარ, არც იმიტომ, რომ კრისი ძალიან სიმპათიურია, გაი კი მომხიბლავი… თავიდანვე რაღაცნაირი შინაგანი აღმაფრენა დამემართა, სხვას რომ სიყვარულის დროს მოსდის პეპლები სხეულში, მე კარგი მუსიკის მოსმენისას მემართება ასე, მოკლედ ასე იყო თუ ისე ქოლდფლეი ჩემი სულის შემადგენელი ნაწილი გახდა, დღე ისე არ გავიდოდა, რომ რამდენჯერმე არ მომესმინა… მოკლედ რომ ვთქვა, წითელ ხაზად მომყვებოდა, სხვათაშორის ბლოგის სახელსაც ეტყობა გავლენა ( Gravity ; 42)  როდესაც გრავიტაციას 42-ე გრძნობა არ ემორჩილება (როგორც ჯორჯ ნიუმენი იტყოდა > http://42ndsense.tumblr.com/ < ) სწორედ იქ იწყება, პატარა ბრიტანული თავგადასავალი ყვითელგულა პარაშუტისტებზე, რომელთაც მიტოვებული სამეფო ზარების რეკით ელის ( I Hear Jerusalem Bells are Ringing)… 42-ის ხალხი ვართ, არც 42 არ არის უბრალო რიცხვი, მაგიაა, მაგია… თუ დაფიქრდებით მიხვდებით, თუმცა ,არა, დაფიქრებით ვერ უშველით, უნდა იგრძნოთ Those Who are Dead Aren’t Dead, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ის ბენდი მე რომ ვიცი, ჯორჯმა რომ იცის, ჩვენმა პარაშუტისტმა რომ იცის და კოსმოსში, სადღაც შორს, ჰაბლის ტელესკოპის პატარა ციფრულ ეკრანზე არეკლილმა, მცირე , მაგრამ კაშკაშა ვარსკვლავმა რომ იცის… შემდეგ იყვნენ ის ბავშვენი, რომლებიც საერთო ინტერესების გადაკვეთისას აღმოვაჩინე და დღეს მათ გარეშე თავს ცოტა უხერხულად ვიგრძნობდი, ძალიან უცხო ადამიანები, ძალიან მალე გადაიქცნენ ახლო მეგობრებად, თანაც ყველანაირი პრობლემის გარეშე…
6DA

იცით, არც ეპოქა შეუქმნიათ ბითლზივით, არც ‘პინკ ფლოიდივით’ ერთი თვითმფრინავი არ დასჭირვებიათ აპარატურის გადასატანად, თითქოს სულ თავისთვის, რუდუნებით აკეთებდნენ გემოვნებიან მუსიკას და შემდეგ ჩვენც გვაზიარებდნენ ამ, ფრანგული შამპანურივით სასიამოვნო სიმღერებს, მერე რა, რომ არც ები როუდზე გაუვლიათ ლეგენდარული ფოტოს გადასაღებად, ეს არც სჭირდებოდათ,,  We Never Change-ო დაგვპირდნენ, თითქოს დავიჯერეთ, თუმცა დრო მიდის, გემოვნება იცვლებაო, შეიცვალნენ ბიჭებიც და სხვადასხვა ჟანრშიც მოსინჯეს თავი, თუმცა ჩვენთვის ისევ ის ძველი ქოლდფლეია, ჯგუფში რომ ვათენებდით მათი კონცერტის მოსასმენად(და არა საყურებლად, ბოდიში ლაივის ვიდეო და კაი ცხოვრება სადაა, მხოლოდ მუსიკა იკმარეთო), ერთმანეთს, რომ ვასწრებდით ტექსტების სიმღერას და ყველა შემდეგ სინგლს აღფრთოვანებით ვხვდებოდით, ერთად რომ ვოცნებობდით, ბიჭების კონცერტზე წასვლაზე, თან ისე, რომ უკვე ადგილებიც გადანაწილებული გვქონდა, თბილისში რომ ველოდებოდით და გვიხაროდა, როგორც იქნა ჩვენც გადმოგვხედა აპოლონმა მოწყალების თვალითო, არც ის დამავიწყდება, რა ვიგრძენით, როცა იმედები გაგვიცრუვდა… coldplay
თვითონ არ ჩამოვიდნენ და ამ ზაფხულს მე თვითონვე ჩავაკითხე ბრიტანეთში, თუმცა ვერც იქ გადავაწყდი, ეგ კი არა დიდი ხნის ნატვრა (ყველა ალბომის ყიდვა) სულ გადამავიწყდა, რასაც თავს დღემდე ვერ ვპატიობ, ოქსფორდის ქუჩაზე მივსეირნობდი და ,,Christmas Light”-ს ვმღეროდი, მერე რა, რომ შუა აგვისტო იყო, მე ჰომ მიხაროდა, მიყვარდა…
მერე რა რომ ოცნება ოცნებადვე რჩება, მერე რა,რომ თბილისის ლაივი კვლავ სანატრელი მაქვს, მერე რა, რომ კვლავ ველოდებით აღტკინებული და ბედნიერი სახეებით… რატომ? – იმიტომ რომ, როცა რამე ძალიან გინდა ის აუცილებლად ახდება და In The night that stormy night: She dreamed Para-Para-Paradise…

P.S დღეს მართლა არ ვიცოდი რაზე დამეწერა პოსტი, არადა ძალიან მინდოდა, ცოტა ვიბოდიალე მაგრამ ეს ბლოგიც იმისთვის არსებობს, რომ ჩემი ნაბოდიალები დავწერო… და მაინც, ახლაც ქოლდფლეი და Then I looked at The Sky ,and Saw The Sun, And The way That gravity pushes on everyone…
^______________^

Advertisements

4 thoughts on “OLDplay, ანუ მუსიკა ჩვენი არსებობისა

  1. ეს ჩვენ ვართ, (ქ)ოლდფლეიერები!
    ეს არ ის გრძნობა, როცა ვუსმენ ლაივ 2003-ს. დაჩეუს შენი გაცნობაც ხო ამ 4 ნაბიჭვარი ბრიტანელის ბრალია. ჩვენ მოვუსმენთ ქოლდფლეის თბილისში, მჯერა მე ამის! ყველაზე მაგარი ის იქნება, შვილებთან ან შვილიშვილბთან ერთად თუ მოგვიწევს, ბებერი ქრისის ტრაკის თამაშის ცქერა. ენივეი, გისურვებ მაგ დღეს, ნუ რა თქმა უნდა ჩემთან ერთად, აბა ისე როგო?!

    Like

    • იყოს ბებერი კრისის ტრაკის ქნევა, ლიჟბი ისევ ისე გვიმღეროს ე რაშ ოფ ბლად თუ ზი ჰედები, არ გვინდა ჩვენ ეს ახალი AOAL…
      პ.ს მადლობა ნაბიჭვარ ბრიტანელებს იმ ბრალიანობის გამო თქვენ რომ გაგიცანით ^__^

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s