და კარტერს რომ სცოდნოდა?!

უკვე დილის სამი საათი იყო, ბიჭი კვლავ უმოძრაოდ იწვა მიწაზე, თან ისე რომ არ მოძრაობდა, თუმცა ჯერ კიდევ სუნთქავდა, ამას მისი სხეულიდან გამომდინარე ვატყობდი, იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო… რატომ? – ის უბრალოდ, პერფექციონისტურად დაწყობილი ძვლების გროვა იყო, მხოლოდ ძვლების გროვა… ო, როგორ რთულია დღევანდელი საზოგადოებისთვის ამ ყველაფრის წარმოდგენა, საზოგადოებისთვის, რომელიც მისტირის ბომონდურ ცხოვრებას და ეჭვის თვალით უყურებს ბოჰემურ პერიპეტიებსა და ინტრიგებს, როგორ მიეჩვია დღევანდელი მაღალი საზოგადოება მსგავს ცხოვრებას,, რა ხდება აფრიკაში? – ჯანდაბამდე გზაც ჰქონიათ, ეს ხომ ჩვენი საქმე არ არის… მე კი იქ ვიყავი და ვხედავდი ყველაფერს, ვგრძნობდი, განვიცდიდი, ალბათ 80მდე სხვადასხვა გრძნობამ გამიარა, რომლებიც სიძულვილს, სიბრალულს, სიყვარულსა და მიზანთროპიას ეხებოდა, ეს ყველაფერი წუთის განმავლობაში ხდებოდა, ვხვდებოდი ვიბრძოდით მე და მე, დიახ მე და მე… და მაინც ვისხედით მე და კევინი, ვუყურებდით მომაკვდავ ბავშვს და უიმედოდ ველოდით სვავს… კარგია ადამიანობა, ალბათ… წამიკითხავს, მინახავს, გამიგია, ალბათ მართლა კარგია თორემ ‘ადამიანები’ ამდენ დროს ხომ არ დავკარგავდით მის გასაცვეთად? ალბათ არა… და მაინც როგორ გვიყვარს ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების სროლა, ვიშველიებთ გოეთეს და ნეტარებას ვეძლევით, როდესაც ჩვენს ცოდნას სააშკარაოზე გამოვიტანთ, თითქოს ეს სნობი საზოგადოება ისე არ მიგვიღებდა, ვსაუბრობთ ციტატებითა და ლიტერატურით, ისტორიითა და ფაქტებით… ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ლიტერატურასაც და ისტორიასაც, არავის სჭირდები მხოლოდ იმის გამო, რომ ‘ცოცხალი ენციკლოპედია’ ხარ და ზედმიწევნით იცი ბაირონის ლექსები ან ანტიკური ისტორია, არავის სჭირდები, ისეთივე ყალბია ეს ყველაფერი, როგორც ჩვენი ადამიანობა, ილუზიაა ყველაფერი და მრავალი იმ ნიღაბთაგან, ასე ოსტატურად რომ ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში…
 მე იქ ვიყავი… ველოდი, კარტერი მოუთმენლობისგან ცმუკავდა, ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა, მე სულშეკრული ვუყურებდი თან ვცდილობდი ბოლომდე ჩავწვდომოდი იდეას… არა, არ გამომ… და ისევ ადამიანობა…

და მაინც… ისე ვართ დაბრმავებული, რომ არ გვაინტერესებს არავინ და არაფერი, სიურრეალისტური იდეებით გამოვდივართ, ავანტიურულ გზებს ვეძებთ გამდიდრებისთვის, ვიკარგებით ჩვენ მიერვე აგორებულ ინტრიგების ძაფებში, თან ისე, რომ არც გვახსოვს საიდან დავიწყეთ, მივტოპავთ იმ გვირაბის ბოლოს სადაც სინათლე კი არა გეენა კაშკაშებს, და ჩვენ ეს გვიხარია, კიდევ ერთი ‘ჩექ-ინი’… და მაინც… ადამიანობა? პარადოქსია, ძალიან დიდი პარადოქსი…
.
.
.

და ის მოვიდა, ისე შემოიჭრა ჩვენთან თითქოს ჩვენ ვყოფილიყავით დამნაშავენი რომ მან დაიგვიანა, არა ბატონო სვავო, ჩვენ უბრალონი ვართ, მეფური დახვეწილი მოძრაობებით ჩამოუშვა ფრთები და საპოზიოროდ მოემზადა, კარტერიც ნელი, მინდვრის თაგვის გამოზომილი, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა და … ჩემს თავში რაღაც გავარდა და ნეტავ მართლა თოფი ყოფილიყო, ნეტავ მართლა დენთის ხმა ყოფილიყო… ჩხაკ, -ორჯერ გაიჩხაკუნა ფოტოაპარატმა, და ეს ის ჩხაკუნი იყო, თავისი სიჩუმით მრავალ ხმაურზე შემზარავი რომაა, ფეხიდან რომ დაიწყებს და გონებამდე შეგძრავს, საღი აზროვნების უნარს რომ დაგიკარგავს და მხოლოდ ტირილს მოგანდომებს, საშინლად მომინდა მეტირა ცხარე ცრემლებით, მაგრამ ამისთვისაც ზედმეტად ლაჩარი გამოვდექი… შემდეგ კარტერი მობრუნდა და ღიმილიანი სახით შემომხედა, იმ დროს განსაკუთრებით ჰგავდა ადამიანს, რომელმაც ველურული ჟინი დაიკმაყოფილა და ტრანსიდან გამოსულის იდიოტური ღიმილით იღიმოდა… და ჩვენ წამოვედით, მხოლოდ ისინი დარჩნენ… სვავი… ბავშვი და სხვა არავინ, არავის უნახავს ის უცნაური და სულისშემძვრელი ისტორია, მხოლოდ მე და კარტერს…
> და მაინც, რა იქნებოდა, კარტერს რომ სცოდნოდა? :/

kevin-carter-vulture

პ.ს კევინ კარტერის ამ ფოტომ 1993 წელს პულიცერის მთავარი ჯილდო მიიღო. ფოტოზე გამოსახულია მომაკვდავი აფრიკელი ბიჭუნა და მის შესაჭმელად გამზადებული სვავი, ამ ფოტოს გადაღებიდან მცირე ხანში კარტერმა თავი მოიკლა… რა იქნებოდა, კარტერს რომ სცოდნოდა?

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s