დრიმლენდი ^:

რა იქნებოდა სიზმრის კონტროლი რომ შეგვეძლოს? წარმოიდგინეთ, ვხუჭავთ თვალებს და ვეშვებით იმ სამყაროში, რომელიც ზუსტად ისეთია, როგორიც გვინდა, არანაირი ზედმეტი დამატებები, მხოლოდ ჩვენ, ჩვენ ვართ ჩვენივე სიზმრის დირიჟორები, ჩვენ ვკარნახობთ ნოტებს, ჩვენ ვართ მხატვრები და ჩვენვე ვქმნით უნიკალურ ფერებს, რომელთაც სხვები ვერ შექმნიან, ეს ჩვენი სამყაროა, სამყარო რომელზევ ვერავინ მოგვედავება, ვერავინ წაგვართმევს, ვერავინ ხელყოფს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენს გონებაშია, ვეშვებით სიზმრების მორევში და ღვთაებრივ ნეტარებას ვეძლევით, სიზმარსაც დანტესეული ჯოჯოხეთის ფორმა აქვს, ერთი განსხვავებით აქ მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფები გვტანჯავენ… გვტანჯავენ, რადგან ვიცით, როცა გამოვიღვიძებთ აღარ იქნებიან ჩვენთან და უბადრუკ რეალობას დავუბრუნდებით, იმ უბადრუკ რეალობას, სადაც 4 მასწავლებელი მელის და შესრულებულ დავალებას მთხოვენ, აშკარად სიზმარი ჯობია…

.36896a6dba7877793186fd3b13e86016.
.
არასდროს გიფიქრიათ, რას იზამდით სიზმრის უსაზღვროდ გაგრძელება რომ შეგეძლოთ? დავიჯერო, არასდროს გქონიათ მომენტი, როდესაც ძილი მაშინ გაგწყვეტიათ, როდესაც სიზმარი გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა? და მაინც, რას იზამდით სიზმრის უსაზღვროდ გაგრძელება შეგეძლოთ?
// მიყვარს სიზმრები, ერთადერთი სივრცეა სადაც თავს სრულად გამოვხატავ და არ ვიზღუდები, ძალიან მეოცნებე ვარ და ეს ოცნებები მიმყვება სიზმრებში, ზოგჯერ ყოფილა შემთხვევები სიზმრის გამო მთელი დღე კაარგ ხასიათზე ვყოფილვარ, რადგან დღიური ხასიათი შეუქმნია,,, არის რაღაც ტელეპათიური სიზმარში, საოცარიც და ამოუცნობიც… იდუმალია თავისი არსით, რას უნდა მივაწეროთ ის კადრები კინო-ფირივით ცხადად რომ ვხედავთ, მხოლოდ გათიშული ტვინის მობოდილი ფანტაზიის ნაყოფია/? – მე არ ვფიქრობ ასე, სიზმარი მეხმარება მთელი დღის განმავლობაში გადატანილი სტრესი დავივიწყო და რაღაც ახალზე გადავერთო, ახალზე სადაც მთავარი დირიჟორი მე ვარ და როგორც მინდა ისე წარვმართავ ყველაფერს, კარგია სიზმრები, ცუდია რომ იშვიათად ვხედავ, თუმცა ვინ იცის, მათი მართვა რომ შემეძლოს იქნებ სხვანაირი სურათიც მეხილა…29c7d5f9efd915aad8a5ee2c487013cd

 

Advertisements

One thought on “დრიმლენდი ^:

  1. ძილის დროს გამორთულია ჩვენი ნებიერებითი კონტროლი, ამიტომ ყველა სიზმარი იმ ჩვენ შინაგან მეს წარმოადგენს, რომელიც ხშირად ჩვენთვისაც კი უცხო და უცნობია… ეს გვეხმარება კიდეც საკუთარი თავის შესწავლაში….ჩემთვის ეს არის საინტერესო სიზმარში.
    სიზმარი კონტროლირებადი რომ იყოს ოცნებისგან არ განსხვავდებოდა და არც კი იარსებებდა “სიზმარი”..

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s