და მაინც, ისევ წითელი

დღევანდელ ჩემს პოსტს საბოდიშო უფრო უნდა ერქვას, ვიდრე სხვა სახელი, კი ლოგიკურად მსგავსი სახელი უფრო მოუხდებოდა, კიდევ წითელი ფერიც ‘დამშვენდებოდა და რა-რიგად დამშვენდებოდა’… ‘წითელი და შავის’ გარჩევით ნაშრომს არ ვწერ, ვინ ვარ მე, სტენდალი რომ გავარჩიო და კიდევ ბლა…ბლა…ბლა… ჰოო, დღეს კიდევ ერთი წითელი პოსტი მექნება საბჭოთა ბაბუებსა და თბილ ცენტრალურ გათბობაზე, ალბათ უკანასკნელიც, არა… განა რამე, შეიძლება ძალიანაც გადავეკიდე ამ საბჭოთა კავშირს, მაგრამ 70 წელი ვყავდით დაკიდებული და გვაპატიებს როგორმე ხრუშჩოვი, ან გორბაჩოვი, ან ვინმე… რა მნიშვნელობა აქვს…
??
ჰო, ამ პოსტის მიზეზი ის არის, რომ ‘ნამეტანი’ ადრე გავიცანი საბჭოთა კავშირი, ეს ის გაცნობა არ იყო ჭიქა ყავაზე დაპატიჟება რომ მოსდევს ხოლმე, არც ის იყო სასიამოვნო წამებად რომ გადაიქცევა. ვფიცავ, ეს ბოლო პოსტი იქნება საბჭოთა კავშირზე( ან ბოლოსწინა )

ზოგადად ერთ რაღაცას დავაკვირდი საკუთარ თავში, როცა რაღაცაზე მიმითითებენ ამ გზით წადიო, მაინც მეორე გზას ვირჩევ, როცა რაღაცას მირჩევენ იმის საპირისპიროს ვაკეთებდი… ასე იყო ადრეც, მაშინ, როცა აზრების ღმერთი ჯერ ვერ მეხმარებოდა და საკუთარი შესაძლებლობებით მიწევდა ბაბუაჩემთან ჭიდილი საბჭოთა კავშირის თემაზე… მინდა გითხრათ, რომ არც ისე მარტივია აჯობო გურულ ბაბუას, რომელიც ისევეა განსწავლული პოლიტიკაში, როგორც პუტინი აგრესორულ პოლიტიკაში, კარგი პარალელია და დებატიც ბაბუაჩემთან ‘ჭიდაობისას’ ვისწავლე.( არა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არაუშავს ჩვენს პარლამენტში ჯერაც პირდაპირ რომ ესმით, რ’ი’ას ვიზამთ)… ჰოდა, რას ვამბობდი… საბჭოთა კავშირზე საუბარი და ჩვენი გაცნობაც ბაბუაჩემიდან იწყება, დამისვამდა ჭადრაკის დაფის წინ, თან ვთამაშობდით, თან მელაპარაკებოდა ‘სანატრელ პერიოდზე’, თუ როგორი ჩალის ფასი ღირდა ყველაფერი, რომ, როცა მოუნდებოდა მაშინვე წავიდოდა ნებისმიერ ქვეყანაშიი ( აჰაა, 15 ერი, ერთი სახელმწიფო), როგორ მიფრინავდა მოსკოვში 37 მანეთად ნაყინისა და კიდევ რაღაც-რაღაცებისთვის( მე ცუდი ბავშვი ვიყავი და ეგ ‘რაღაც-რაღაცები’ უფრო მაინტერესებდა, მაგრამ პატარა ხარო), სტალინსაც აქებდა და ჩემშიც ეძებდა იმ ნოყიერ მიწას, მარცვალი რომ დაერგო, მაგრამ სარეველათი სავსე აღმოვჩნდი, დანანებით შემომხედავდა ხოლმე, შემდეგ აპათიით შეპყრობილი გახედავდა უკიდეგანო სივრცეს და ‘რა ქვეყანა დაანგრიესო’ იტყოდა… სტალინზე საუბრისას ჩვენი ხმა მინორს რომ გასცდებოდა, ბებიაჩემი ერეოდა საქმეში ცოტას დაუცაცხანებდა, მაგრამ სულ ის მესმოდა ‘სტალინი კარგი კაცი იყო, კარგი ქვეყანა ააშენაო’

არა, საბჭოთა კავშირის ავ-კარგიანობაზე საუბარს აღარ დავიწყებ, უბრალოდ მინდა პატარა ბოდიშივით მოვიხადო… ბოდიში იმისთვის, რომ ჯერაც ვერ ჩავწვდი საბჭოთა კავშირის არსს და როგორც რეიგანი იტყოდა ‘ბოროტების იმპერიის’ არსებობის თეზისს, რა სარგებელი მოგვიტანა ამ ქვეყანამ ასეთი, ჯერაც რომ ვერ გამოვედით იქედან და კვლავ იქ ვართ, იქ ვეძებთ გამოსავალს, ვერ ვხვდები რით მოხიბლა ხალხი, ასე ღრმად რომ შეტოპეს ამ ჭაობში და გულდამშვიდებულნი იძირებიან უმეცრად… რატომ იყო ასეთი სასიამოვნო პროცესი მოსკოვში 74 მანეთიანი(37-37 ‘ტუდა აბრატნაო’ რო იტყვიან) ნაყინის ჭამა და იქ ‘გულაობა’ ასეთი სასიამოვნო, არა მგონია საქართველოში ნაყინის ან , ე,წ ‘ნაშის’ ნაკლებობა ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი როიალისტური გვიყვარს ქართველებსო და მაგის ბრალია ესეც, ვერ ვხვდები რა სასიამოვნო უნდა ყოფილიყო მკვდარი ანდროპოვის სამგლოვიარო პროცესიის ყურება…აჰ, გამოვიცანი სხვა არაფერი გადიოდა ტელევიზიებში და გორბაჩოვის კუბოს ყურებაც ‘ვარსკვლავური ომების’ ჰაბის მსგავს ასოციაციას ტოვებდა… ბოდიში მინდა მოვიხადო იმის გამო, რომ გვიყვარს თავისუფალი ცხოვრება და არც სექსიზმის ძლიერი ინტოქსიკაციით ვართ მოწამლულები, ქალებს რომ მხოლოდ ‘კუხნა-კრავოდისთვის’ არსებულ ინდივიდებად არ მივიჩნევთ და არც სტენკებით ვავსებთ პირველივე შემხვედრის ზალას, ‘პრადვინუტ’ ქართველებად რომ არ მოგვაქვს თავი და გვინდა ‘ტრაკისმიმცემი’ ევროპა… ბოდიში იმისთვისაც, ცენტრალურ გათბობას, პურსა და სანახაობას რომ არ ვთვლით ბედნიერების ელემენტებად და არც ‘Led Zeppelin’-სა და ‘The Beatles’-ის მოსმენა გვეკრძალება…. კიდევ მრავალი ბოდიში იმისთვის რაც დაგვაკელით, ეს ხომ არამარტო თქვენი, ჩვენი ბრალიც იყო…

ალბათ კიდევ არიან ის ღიპიანი კაცები, 12-13 წლის შვილებს მოსკოვურ ამბებსა და საკუთარ ვაჟკაცობებს რომ უყვებიან და ეროვნულ, რაციონალურ პატრიოტობას უღვივებენ შვილებს – ერთ დიდ ხინკლად რომ გადავიქეცით და ჰოი, შენ პროგრესულო ადამიანო, დაე იპოვე გამოსავალი ჩვენ გამოსაყვანად თან ისე, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური… :/

და მაინც, ფაქტობრივად 2 საათია, ვწერ ამ პოსტს ვწერ იმ ‘სიკეთეზე’ წითელმა ეშმაკებმა რომ შეგვამთხვიეს და ვფიქრობ პირველ მსოფლიო ომზე ( ჯიზიზ, აბიტურიენტი ვარ და სასწავლიც მაქვს :/ თუ არა ნაკლები შანსია, ბაბუაჩემის ყოფილმა 37 მანეთიანმა  ‘ნაშამ’ ჩამიბაროს გამოცდა, თან თუ გავითვალისეწინებთ მის ასაკსა და რეჟიმს სადაც ცხოვრობდა, ნაკლებ სავარაუდოა ჩემი მისწრაფებები დააკმაყოფილოს მისმა მიღებულმა ნიშანმა)

Advertisements

2 thoughts on “და მაინც, ისევ წითელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s