‘რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ’

ასეთ პოსტებს მარტო მაშინ ვწერ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ვარ, მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემზე, დღეს არც ვაპირებდი პოსტის დაწერას და გამოვიდა რომ ორი პოსტი დავწერე… თუმცა ეს პოსტი რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა, წეღან მეგობარმა მანახა აი ეს პოსტი:
აუცილებლად წაიკითხეთ >>

დიდხანს ვიფიქრე მომეთხრო თუ არა თქვენთვის ეს ამბავი, რადგან ნათლისღების ბრწყინვალე დღეს არ დამემძიმებინა თქვენთვის გული. მაგრად იმდენად გამაოგნა და შემძრა ამ ამბავმა, არ შეიძლება ეს უბრალოდ გავატარო და საზოგადოების მსჯელობის საგანი არ გავხადო.
გუშინ სამსახურიდან წასვლას ვაპირებდი. კარზე კაკუნის ხმა მომესმა, მობრძანდით მეთქი გავძახე, კარი გაიღო და ოთახში ჩვენი დღის ცენტრის შშმ ბავშვის მამა შემოვიდა განერვიულებული, გული ხელით ეჭირა. დავამშვიდე, ვთხოვე სკამზე დამჯდარიყო. , ვკითხე რა მოხდა, ასე რამ გაგაანერვიულათქო. ისე იყო, ვერ საუბრობდა, კიდე გაუმეორე. მითხრა ქალბატონო თინა, თქვენ ხომ იცით ჩემი ამბავი, ნოდიკოს მკურნალობას გადავყევი, ბავშვს მაინც ვერაფერი ვუშველე და ვალებში ვარო. ბინა გადავცვალე გვერდით სადარბაზოში, რომ ვალი გაგტვესტუმრებინა. მივედი ბინის სანახავად . როცა სადარბაზოში შევედი, მეზობელი გამოვიდა და მითხრა მე შენ შვილს ამ სადარბაზოში ვერ ვატარებო, იმას მე ყოველდღე ვერ ვუყურებ, არ შემიძლია მისი ყურებაო. მე ვუთხარი, შენ ჩემი შვილი რას გიშლის, შენ ხომ არ უნდა ატარო ის მე უნდა ვატაროო, არა მე არ მინდა აქ რომ გადმოხვიდეთ საცხოვრებლად მე მაგას ყოველ დღე ვერ ვუყურებ , განა რამდენ ხანს იცოცხლებს, მაგრამ მაინც არ მინდა რომ გადმოხვიდეთო, ამ სიტყვების გაგონებაზე, ამბობს ბავშბის მამა, გეგონება ქვეყანა თავზე ჩამომექცაო, რამდენი უსიამოვნება, რამდენი რამე გადამხდენია თავს, მაგრამ ასეთი რამ ჩემთვის არავის უთქვამს ,,განა რამდენ ხანს უნდა იცოცხლოსო შენმა შვილმაო, სახლში გაოგნებული წამოვედი სახლში მოვედი და ჩემი ცოლი გულწასული დამხვდა, თურმე მისთვისაც ოჯახის დიასახლისს დაურეკავს და იმასაც იგივე უთქვამს ჩემი ცოლისთვისო. ცუდად ვარ, რა ვქნა აღარ ვიციო, ვიფიქრე ბინას გავყიდი ვალებს გავისტუმრებ და ახლა ესო, რაკი ჩემი შვილი შშმ პირია არავის უნდა ჩემი მეზობლობა, რა გზას დავადგე როგორ მოვიქცე მირჩიე რამეო.. მე მართლა შემძრა ამ ამბავმა სიმართლე გითხრათ, ნუთუ ასეთი დაბალი დონის ადამიანები 21 საუკუნეში ცხოვრობენ ნამდვილად არ მეჯერა. ვკითხე რა პროფესიის არიან მეთქი ან შვილები თუ ყავთ მეთქი, მითხრა ქმარი ექიმია , ცოლი პედაგოგიო ,ორი შვილის ყავთო.
ნუთუ ღმერთის არ ეშინია. მომავალში რა იქნება ხომ წინასწარ არავინ ვიცით,. დანარჩენი თქვენთვის მომინდევია ჩემო მკითხველო, მათი განათლება და შეგნება. ნოდიკო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, ის სწავლობს, როგორც სკოლაში ასევე კეთილდღეობისა და განვითარების დღის ცენტრში, ძალიან მეგობრული და საყვარელი ბიჭია. რა არ გააკეთა მისმა მშობლებმა მის სამკურნალოდ, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ამიტომაა, რომ ისინი ბინას ყიდდნენ და უფრო პატარა ბინაში გადადიოდნენ, აი ახლა ესეც აუკრძალეს. თურმე იქ არ უნდა გადავიდნენ იმის გამო რომ მის შვილს ვერ უყურებენ. როგორი ულმობელი უნდა იყო ადამიანი, გული ატკინო ისედაც გულმოკლულ მშობელს. ნათლისღების მადლმა გაუნათოს გული და გონება , გონება დაბინდულ ადამიანებს. ხელი მოუმართოს უფალმა და დალოცოს ნათლისღების ნაკურთხი წყალით განკურნოს, გულნატკენი ადამიანები, ტკივილი ჩაუცხროს გააძლიეროს და დაიფაროს.

 

ჰო, არ ვიცი ამ პოსტის წაკითხვის მერე რა უფრო მეტი იყო ჩემში ზიზღი თუ ზიზღი…  ყველაფერი გამიგია, მართლა, უბრალოდ არ ვიცი რა დავარქვა ამ საქციელს. ქართველების თვითშეგნება და პრინციპები რომ სკალაზე მინუსს უკვე კარგა ხანია ჩამოცდა… ‘რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ’-ს ძახილი კარგად გამოგვდის, მაგრამ საქმე-საქმეზე რო მიდგება რაც ვართ და როგორებიც ვართ კი ვხედავთ… სიტუაცია 1: ‘ქალბატონი’, რომელსაც არ შეუძლია შშმ პირის გვერდით ცხოვრება, არ ვიცი მართლა გულით მეცოდება ყველა ასეთი ადამიანი, უფს… შემეშალა ადამიანი ბრჭყალებში უნდა ჩამესვა, სად იციან ადამიანობა, სამაგიეროდ ჰუმანურობა ხომ კარგად იციან, ისიც ჰომ კარგად იციან ‘Pray For Paris’ & ‘Je Suis Charlie’ კარგია ჰო სნობობა?? მაგ თქვენს კოსმოპოლიტ ტვინში არ მოიძებნა ერთი ისეთი ადგილი ეს პატარა ფაქტიც რომ კარგად შეგებეჭდათ ტვინში? თუმცა მართალია, ქართული მენტალიტეტი არ გაძლევთ ამის უფლებას? სად გაქვთ მენტალიტეტი, საცოდავ ინტერნეტ-კაცუნებად იქეცით, ერთი ის ვერ გაიაზრეთ 21-ე საუკუნეო რო დაგიჩემებიათ, 21-ე საუკუნის ტვინით შეხედოთ ყველაფერს, შშმ პირი ადამიანად არ უნდა ჩათვალოთ რა თქმა უნდა, მათ გვერდით ცხოვრება როგორ შეიძლება, შეგჭამენ, არ შეუძლია თურმე ყურება, ბოდიშით მე თქვენი სახის ყურება არ შემიძლია და გაგასახლოთ? – გაქვთ სხვა იდეები? – მე არა, მაშინ ნახვამდის 🙂 ჰო, თან პედაგოგიო, ადამიანმა რომელმაც რეალურად მომავალი თაობების სწორ აღზრდაზე უნდა იზრუნოს თვითონ ხდება მაგალითი არაადამიანობისა, დისკრიმინაციისა, და არ ვიცი კიდევ რა დავარქვა… მერე გამოხვალთ ასეთი ადამიანები და ახალ თაობას დაგვიწყებთ ჭკუის სწავლებას, ბოდიშიც ხომ არ მოგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენ შშმ პირებს არ ვთვლით არანაირად განსხვავებულ ადამიანებად, იმისთვის რომ ჩვენ მათთან ერთად ერთ სადარბაზოში ცხოვრება კი არა მათთან ერთად გარრთობა ყველფერს გვირჩევნია, იმისთვის რომ მე და ჩემს მეგობრებს უამრავი მეგობარი გვყავს მსგავსი პრობლემებით, თუმცა რა? – არც არაფერი, ჩვენ თუ გაუნათლებლები ვართ, როგორც ამას თქვენ ‘ზედმეტად განათლებული ადამიანები ამბობოთ’ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ჰუმანურობის ის წვრილი ძაფი, თქვენ რომ დიდი ხნის წინ გაგიწყდათ, არ ვიცი ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ მართლა მეცოდება ეს პიროვნება… ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ამდენად უსულგულო, უღმერთო და გაუნათლებელ ადამიანს შევხვდებოდი ჩემს ქალაქში, ვერასდროს…  რა ივერიის გაბრწყინებაზეა საუბარი საზოგადოება რომ ასეთ პრინციპებზე დგას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაო, მე მაპატიეთ დიდი დემაგოგია გამომსვლია, როცა კი დამიცავს საზოგადოების მხარე ამ კუთხით, ლიბერალური პრინციპებიო, ჰაჰ, სასაცილოა, სამაგიეროდ ქალბატონო უცნობო, შეგიძლიათ დაბლოკოთ ისინი, მაგრამ საზოგადოებას ვერ გააჩერებთ, იმ საზოგადოებას ჯერ კიდევ რომ ნორმალურად აზროვნებს, შეგიძლიათ გააძევოთ კორპუსიდან, მაგრამ სინდისი? თუმცა რა სინდისზე და მორალზე ვლაპარაკობ… თქვენ შეგიძლიათ გააძევოთ სადარბაზოდან, და შემდეგ გულდამშვიდებულმა დააყენოთ პროფილის ფოტოზე დატანილი სამფეროვანი დროშა, თქვენ ხომ ჰუმანურობისა და ზეადამიანობის განსახიერება ხართ, რომელსაც გული შესტკივა ფრანგ ხალხზე… ჰო, რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ, რა თქმა უნდა, როგორ არა…ძალიან მრცხვენია, სხვა რა უნდა ვთქვა? მართლა ძალიან მრცხვენია ასეთი საზოგადოების 😦  ჩვენი პრინციპები იმდენად ყელამდე ნაგავშია, ნაგვის გაწმენდაში თუ ვიმარჯვებთ, ისიც იმიტომ რომ არ დავიხრჩოთ, თორემ სხვა მხრივ ასეთი ხალხის შემყურემ , ‘რა გითხრათ, რით გაგახაროთ’.

 

პ.ს მადლობა ქალბატონ თინა ბრეგვაძეს, იმ ინფორმაციისთვის, რაც ციტირებული მაქვს.

Advertisements

2 thoughts on “‘რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ’

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s