დაკარგული მისია

space_eye-Space_Universe_Photography_Wallpaper_medium

და როდესაც ამ ხედს შეხედავ, მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერია, ერთი შეხედვით რთული, თუმცა მაინც მარტივი, კომპლექსური, თუმცა ამავდროულად ინგენიური…

>> და მან ხელი გამომიწოდა – უნდობლად შევხედე, თუმცა თითქოს პარალელური სამყარო ჩემთან კავშირს ამყარებდა, ნელა უნდობლად გავუწოდე ხელი და…

და როდესაც უყურებ ამ ხედს ხვდები, რომ არაფერია იმაზე უკეთესი ვიდრე მარტო ჯდომა და ფიქრი იმაზე, რაც არასდროს არ მოხდება, ეს შენც კარგად იცი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოიშორე ბავშვობის ჩვება, იყურები უკიდეგანო სივრცეში, მოჩვენებითი აპათიით შეპყრობილი და ფიქრობ პარალელურ სამყაროზე, რომელიც შენ გარეშეც არსებობს, თუმცა ვერ უშვებ ამას, გინდა რომ შენ იქ იყო, იქ წარმოიდგინო თავი, თითქოს უჩინარმა ხელმა მტკიცედ შემოგხვიოს თავისი ძლიერი ხელი და მთელი სხეულით შეგისრუტოს იმ სამყაროში, რომელსაც ჩვენ მხოლოდ შატლებისა და ჰაბლის ტელესკოპით ეკრანიდან ვხედავთ, და რა იქნებოდა ‘Gravity42’-ით ფრენა მეტეორების უკიდეგანო ზღვაში, ვარსკვლავების მორევში ცურვა და ფიქრი… ds_hermannastro_640x360_250686531846

> და უჩინარმა ხელმა მტკიცედ შემომხვია ხელი წელზე, მეორე ხელი კი ნელ-ნელა წაიღო აბსტრაქტული ვაკუუმისკენ, მე გაუბედავად მივყევი და ვიგრძენი, რომ…

წარმოიდგინე, ზიხარ ილუმინატორთან, წინ Hal9000 მორჩილად გიყურებს საკუთარი ერთადერთი წითლად მოკიაფე თვალით და მორჩილად ელის შემდეგ ბრძანებას, კაპიტანი კუპერი ინტერსტელარის აგებულებითაა გატაცებული , მარკ უოტნი უდარდელად მღერის 70-იანის დისკოს და თვალს არ აშორებს სამართავ პანელს… შენ, შენ კი ზიხარ უდარდელად, თითქოს არც იყო, ფიქრობ იმ მეტეორზე ახლა რომ გვერდით ჩაგიქროლა და, ალბათ, რამდენჯერ გინატრია დედამიწაზე ღია ცის ქვეშ, კარვის გვერდით მწოლიარეს, რომ კიდევ ერთხელ გენახა მეტეორების წვიმა, ახლა კი პირდაპირ მომსწრე ხარ ამ ყოველივესი, ყველაფერი შენს თვალწინ ხდება, სულ რაღაც ერთი ილუმინატორის მოშორებით, აღტაცებით აყოლებ თვალს, კუიპერის სარტყლის ანარეკლი ბწრყინავს შენს თვალებში და ხვდები, რომ არაჩვეულებრივ სამყაროში ცხოვრობ, ხვდები, რომ ეს ისაა, რასაც ეძებდი…

> და ვიგრძენი, თითქოს ბლანტ სითხეში შევაბიჯე, სრულიად გამჭვირვალე, უჰაერო ვაკუუმში, და სუნთქვა მაინც არ მიჭირდა, უჩინარ ხელს ახლა უკვე ჩემი ორივე ხელი ეჭირა და წინდაუხედავად მივყავდი, მორჩილად მივყვებოდი, თითქოს მსხვერპლთშეწირვის მსვერპლი ვყოფილიყავი

და უყურებ კოსმოსს, უყურებ სივრცეს, ხედავ წითლად მოცინარ მარსს, შემდეგ უყურებ ვოტნის და იცინი: რა მშვენიერია ცხოვრება, და მაინც წარმატებები მისტერ გორსკი!

 

tumblr_mzmqs8GsGI1qfxxzto2_500

‘აბა ერთი წარმოიდგინე გეორგ, რომ არსებობდეს მეორე ხელი, რომელსაც იქ, მეორე ნაპირზე ჩაეჭიდებოდა ადამიანი! მაგრამ იმ ნაპირისა მე არ მწამს. ამას თითქმის სრული რწმენით ვამბობ. ყოველივე არსებული მანამდე არსებობს, სანამ ამ არსებობას შეწყვეტდეს. და უკანასკნელი რასაც ადამიანი ეჭიდება, ხშირად სწორედაც რომ ხელია’ – იუსტაინ გორდერი, ფორთოხლის გოგონა  

© Artificial Constellations ( All Rights Are Reserved )

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s