და იქმნას ნათელი!

და როდესაც მოვა იგი, ჩვენ წავალთ…

.
.
.

შემდეგ ვრთავ ტელევიზორს, გავდივარ გარეთ და  სრული სიცხადით წარმომიდგება თვალწინ შემზარავი კონტრასტი ტელევიზორში გაგონილისა და ჩემი თვალით ნანახს შორის… ვიყურები ირგვლივ, არა გაუცხოება ნამდვილად არ მჭირს, ვიყურები ირგვლივ და თქვენ წარმოიდგინეთ მილიონი ხის ნაცვლად სულ 2 ნაძვსა და 1 ფიჭვს ვხედავ, ისიც 20-25 წლის წინ დარგულს, იმ ხეებს იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში რომაა შესატანი, და სხვათა შორის, ხეებს, რომლებსაც ძაღლებიც არ ეკარებიან, ახალს არ რგავენ და ძველებს მაინც ნუ გავახმობთო, ვიყურები ირგვლივ და ბედნიერი სახეების ნაცვლად დაღვრემილ და ცხვირჩამოშვებულ ხალხს ვხედავ, ვხედავ შუქნიშნებზე მდგარ ბავშვებს, მეტროს ჩასასვლელებში მჯდარ მოხუცებს, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ ცრემლმორეულ ხნიერ ადამიანებს, ვხედავ პოლიციელს, რომელიც ესკალატორზე მიათრევს ბავშვს და ისე მიათრევს, გეგონება მეორე მსოფლიო ომში დაჭერილი გერმანელი ტყვე იყოს. გაგიკვირდათ? – ცოტა არ იყოს და მეც…

ისე, რა ამის პასუხია და მახსოვს ერთ-ერთი  მასწავლებელი რომ გამოგვლანძღავდა  კლასში ‘ ბნელები ხართოს’ ძახილით, მაშინ ვიცინოდი და ისე, ბნელები კი არ ვართ, ბნელეთში ვართ…

dreamscape_sky_grass_tree_green_beautiful_vintage_hd-wallpaper-1573170

ის ხალხი ვართ ბრმად რომ ავიტაცებთ ხოლმე ყველაფერს, ის ხალხი ვართ ლიბერალიზმს რომ ვქადაგებთ, და ვაგინებთ ყველას ვინც არ მოგვწონს, ის ხალხი ვართ #ჩმდდშვც რომ ფიცის უმაღლესი ფორმულაა, თან ისეთი ეჭვის შეტანაც რომ არ შეგიძლია, შეიტან და შენი აჯობებს, ის ხალხი ვართ ‘კაი ბიჭობა’ რომ ჯერ კიდევ მოდაშია, ის ხალხი ვართ ყველაფერს რომ ვაფეტიშებთ, მიმბაძველობის ჭარბი ნიჭი უბოძებია ღმერთსო ერთო ჭკვიანი კაცი წერდა, არანაკლებ ჭკვიანურ წიგნში, ჰოდა ის ხალხი ვართ, ჩვენით შექმნას სხვისგან მარტივად გადმოღება რომ გვირჩევნია, ქალს რომ კუხნაში მოვიაზრებთ და სუფრაზე მანდილოსნის სადღეგრძელოს განსხვავებულით ვსვამთ, ის ხალხი ვართ ‘ნამეტანი’ ეროვნულ ტრადიციებზე რომ ვართ აღზრდილი, ევროპა რომ არ გვინდა, აქაოდა ჩვენ კავკასიელები ვართო…

და ვხვდები, რომ მეც ერთ-ერთი ვარ… მე ბევრი ვარ(მგონი შიზოფრენიაც დამეწყო, უჰ) და შემდეგ > ვუყურებ ამ ყოველივეს, ვდგავარ გუბესთან, რომელიც იდეაში გზა უნდა იყოს, ვიყურები ირგვლივ, შემდეგ გუბეში არეკლილ საკუთარ თავს ვხედავ… აშკარად სჯობდა ტელევიზორთან ჯდომა და ‘ჩემი’ ზღაპრების მოსმენა, რავიცი, უფრო როიალისტურად ვგრძნობდი თავს, დისიდენტური იდეები მაინც არ მაწუხებდა… რავიცი, რავიცი… იქნებ ამ გრძნობის გადამეტებული სურვილითაა გამოწვეული ჩვენი ამგვარი ყოფა…

თვალებს ნელ-ნელა ახელს, ჯერ მარჯვნივ იხედება, შემდეგ მარცხნივ… ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე, ნელა იზლაზნება, იმ არარაობიდან, პირობითად ლოგინს რომ დავარქმევთ, ნელა მიაბიჯებს ძველი ქარხნის ნანგრევებში, თვალებს იფშვნეტს და ახალი დღის დასაწყებად ემზადება… მისი დღე არ იწყება არც Facebook-ით, იმაზე ფიქრით, რა დაპოსტოს… მიაბიჯებს ნელა, ნახევრად გაშავებული კაბით და კვლავ თვალებს იფშვნეტს, ქალაქს სძინავს, სამაგიეროდ ღვიძავს მას…

და ვფიქრობ, იქნებ ოდესმე დადგეს დღე როდესაც აღიმართება ხელი იგი ყოვლისშემძლე და იტყვის: და იქმნას ნათელი… და შემდეგ ჩვენ წავალთ…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s