იდილიური სურათი დღევანდელობაში

ყოველი დღე ახალი თავგადასავალიაო გამიგია, ჰოდა მეც ასეთ თავგადასავლებში ვცხოვრობ, ყოველ დღე იმ იმედით ვდგები, იქნებ დღეს მაინც არ დამამხონ ჩემმა მეზობლებმა ჭერი თავზე, თუმცა არა, მაგას დამსახურება უნდა ბატონოო… ალბათ ჩემი მაღვიძარა არ მუშაობს ისე ეფექტურად, როგორც ჩემი მეზობლის ხმის იოგები, დილის 8-დან რომ იწყება ხოლმე, დაახლოებით 9მდე გასდევს ხოლმე, თუ მოხდა საოცრება და ეს ჩემი ბუნებრივ- აბსტრაქტული მაღვიძარა არ ამუშავდა, ვწევარ ლოგინში, 8საათისთვის თვალებდაჭყეტილი და გალაკტიონის მეზობელივით ველი მეორე ჩექმის დაბრახუნებას, მაგრამ ჰო ვთქვი დამსახურება უნდა თქო… ზოგადად, მაღვიძარის მელოდიაც აზრიანია ‘ქართული სიყვარული ლანძღვააო’ დიდ ილიას უთქვამს და არსად არ სრულდება ეს ისე ზედმიწევნით სწორხაზოვნად, როგორც ჩემს კორპუსში, მეზობელთან… ეგ კიდევ არაფერი, ამას კიდე გაუძლებს კაცი, მთავარი მერე იწყება ჩემი მეორე მეზობელი რომ მანქანის გაკეთებას დაიწყებს და აგრუხუნებს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ მანქანას, რომელიც ისე საწყლად გრუხუნებს, ცოტა არ იყოს და მეცოდება, ჰო, ცალკე საკითხია ფანჯრიდან გადაშლილი თვალწარმტაცი ხედი, ნუ მთლად მუნკის ყვირილი არაა, მაგრამ გამიგია, მარშრუტკის მძღოლების ჩხუბი თუ არ გინახავს, ცხოვრება დაგიკარგავსო, ან უკეთესი –  კაი ბიჭებს ცრემლების არ სჯერათო… ნუ, ასეა თუ ისე, მე ბედნიერი ვარ, რადგან ორივეს მოვესწარი, თან ყოველ დღე ვხედავ და მიხარია ისე რომ არ ვკვდები…
ჩემს უბანს ერთი კარგი თვისება აქვს, ‘ნამეტანი’ ბევრი სოპრანო აღუზარდა ქართველ ერს, ბათ ‘დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო’ და  ჰა… წარმოიდგინეთ სიტუაცია: ვზივარ, ვკითხულობ ტექსტს, ვერ გავიგე, აი ვცდილობ, მგონი ვხვდები, უი, გაავ…. და უცებ ‘დედიკო, ამოდი სახლში ჭამე და ჩადი მერე ისევ, შენ რომ გიყვარს ის ალადიკები გაგიკეთე, მოდი დედას სიხარულო, შენთვის მინდა აბა ვისთვის მინდა’… ეს კიდევ არაფერი, ის უფრო მახალისებს ჭეშმარიტ ღმერთზე მოსაუბრე, დიპლომატამოდებული,სანდომიანი ყმაწვილები რომ მხვდებიან კართან და უსასყიდლოდ მთავაზობენ მომსახურებას ( 3:) ) ჰო, ცალკე აღნიშვნის ღირსია, საყვედურით აღსავსე კაკუნი ‘ თქვენმა შვილმა ჩემი შვილი გალახა და ჩამოდი გავარკვიოთ’ – კი მაგრამ ქალბატონო მე შვილი არ მყავს – არ ვიცი მე რა გყავთ და რა არა, ფაქტია გალახა…. მოკლედ, ბავშვისა და პიანინოს თემა ‘იჩითება’ ხოლმე… ან ასეთი: ‘ლაზისტანის ზღვა ელავდა შორენას ზღვის…ცოტა დაუწიე ხმას, ხალხი ვართ ჩვენც, დასვენება გვინდა, სადმე სხვაგან წაიკითხე ეგ შენინრომანტიკული ნარკვევები’ ყველაზე მეტად კი ჩემს ტელეფონზე უცნობის გზააარეული ზარი მიყვარს, განტვირთვისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა, თუ მალე არ გაიფაქტე… ეს ყველაფერი ცალ-ცალკე კიდე ასატანია, მაგრამ ერთად რაღაც ენითაღუწერელ მინორად იქცევა ხოლმე და ზოგჯერ ბახის კონტრასტულ მელოდიად იღვრება ჩემს გონებაში, რომელიც ამაოდ ცდილობს დაიმახსოვროს რა მოხდა 1564 წლის 29 თებერვლის 42:13 წუთზე… და ამ დროს ვხვდები, რომ საშინელ დღეში ვარ… განა რამე? რბილად რომ ვთქვა Messed up…

image

ჰაი, ითს მი, ის ორნი კიდე ჩემი ინდიფერენტული სამეზობლო

>> ვზივარ ბიოლის ნაღვლიანი სახით წიგნის წინ, დუმბაძისეული კორპუსის ჩანახატი მახსენდება და ვფიქრობ რა უკეთესი იყო: შარფის ახალი მაგნიტოფონის ხმა, თუ ჩემი მეზობლის გამჭოლი 13 დეციბელიანი უსაზღვროდ მელოდიური ტონი..

ზოგჯერ მინდა მეც მქონდეს ის პულტი, გარფილდს რომ ჰქონდა მულტფილმის ერთ-ერთ სერიაში, ხალხს რომ აჩერებდა, აი, ისეთი… ვზივარ ნაღვლიანი სახით, უკიდეგანო, ლაზისტანის ზღვის ნაცვლად გავცქერი ეზოს და იდილიური სურათის პოლაროიდ ფირად გადაქცევას საკუთარი ფოტომეხსიარების ხარჯზე ვცდილობ. 

Posted from WordPress for Android

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s