I am A Homebird

look-at-home-bird-cage

მაღალ ბალახებში მივიკვლევ გზას და ვერც კი ვხვდები საით მივდივარ… წამიერად ‘კლდის პირზე, ჭვავის ყანაში’ მახსენდება. მივდივარ, მივდივარ, მივდივარ… მუსიკას არ ვუსმენ, უფრო სწორად, ვერ ვუსმენ, მივაბიჯებ ბალახებში, ასე თავგამეტებით რომ წამომართულან, თან ისე, რომ არავის უთხოვია მათთვის, მივაბიჯებ, და უკან მხოლოდ გათელილ ბალახებს ვტოვებ, ახლა ვინმე რომ მიღებდეს, დაახლოებით ვიცი როგორი ფოტოც გამოვიდოდა, ვინტაჟური სტილის, ნახევრად შავ-თეთრი, ზურგშექცევით მდგომი, ოდნავ გაწელილი, გადაშლილი სხეულით და პიქსელებად დაშლილი სახით, მოკლედ ზუსტად Tumblr ბიჭი ვიქნები, მივდივარ და ეს ბალახები არადა არ მთავრდება.

…  ჰო, მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, თუ რამით ვიყავი მდიდარი, პირველ რიგში, ეს ფანტაზიის უნარია, წარმოვიდგენდი ყველაზე არარეალურს, მივცემდი მათ ჩემთვის სასურველ ფორმას, შემდეგ კი ფიქრების ზღვისფერ, აზვირთებულ ტალღებში გადავეშვებოდი პოსეიდონის პოვნის იმედით… სხვათაშორის, ამ კუთხით პრობლემები არასდროს მქონია, ჩემი გონება ტელეპორტაციის არაჩვეულებრივ უნარს მუდამ ამჟღავნებდა და ზოგჯერ წიგნებში წაკითხულ სამყაროში გადამაგდებდა მთავარ მოქმედ პირად, საგმირო და სახიფათო საქმეების შემსრულებლად… ჰოდა, ამ ტელეპორტაციის უნარისა და ფანტაზიის უსაზღვრო მარაგით სავსე გონებით მუდამ მომქონდა თავი… გავიდოდი ოთახში, საწოლის გვერდით მოვკალათდებოდი,  სივრცისკენ გავიხედებოდი და ფიქრებიც თავისით, დაბარებულივით მოდიოდნენ, ნელ-ნელა შემოენთებოდნენ ჩემს გონებას, შემდეგ ბანგივით მთელ სხეულს დაივლიდნენ, ნელ-ნელა სიამოვნებით შემომაჭდობდნენ საკუთარ უხილავ მარწუხებს, წამით სუნთქვაც შემეკვრებოდა, თუმცა შემდეგ ისევ ყველაფერი რიგზე იყო, მთელ სხეულში ელექტრონივით დამუხტული ფიქრები გულთან ერთებოდნენ, შემდეგ კი ისევ ახლიდან იწყებოდა, ნელ-ნელა გონებას ვკარგავდი, არა უფრო სწორად, ფხიზლად ვიყავი, თვალები გახელილი მქონდა, მაგრამ მაინც სხვაგან ვიყავი, ჩემს ფიქრებში ვცხოვრობდი, ყველაზე კარგი გართობა ეს იყო, ნებისმიერ ვიდეოთამაშს რომ სჯობდა ისეთი, ფანტაზიის უნარს ყოველ დღე ვაწვალებდი, იმ უნიჭო მევიოლინესავით, აგერ უკვე მესამე ხემი რომ გატეხა, თუმცა ერთი აკორდის სწორად აღებაც რომ ვერ ისწავლა, ვცდილობდი კიდევ უფრო შორს წავსულიყავი, მეორე ჩემი თავი მეპოვა ( ისე, მაგ დროს შიზოფრენიაზე არაფერი ვიცოდი, თორემ დავეჭვდებოდი, ჰა?), წარმოსხვითი მეგობარი კი არა, წარმოსახვითი სამყარო მქონდა, ორგან ვცხოვრობდი, ყველაფერი კარგი იქ იყო, აქ კი მხოლოდ საბავშვო ბაღი, უგემური საჭმელები, ფსევდოგასართობი მულტფილმები და ჩემი, ჩემ მიერვე დაჩაქუჩებული მანქანები იყო. მარტო მაშინ, ლოგინის გვერდით ქურდივით გაყურსული მჯდომარე ვხვდებოდი, რომ ჩემი თავის დირიჟორი მე ვიყავი, მე ვაქნევდი იმ ჯოხს დაუღალავად და მე ვკარნახობდი ჩემს თავს ყოველივეს, მე ვხატავდი ჩემს სინამდვილეს ისეთს, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო, ისეთ ფერებს ვქმნიდი, სხვა რომ ვერ შემიქმნიდა, წითელ ხაზად მხოლოდ მე მივსდევდი ჩემს წარმოსახვას, ბედნიერება სწორედ ის იყო, ბედნიერება, რომელიც მაიძულებდა ცოტა ხნით მოვშორებოდი აქაურობას, ჩავკეტილიყავი დახურულ კარს მიღმა, ჩამომეფარებინა ფარდა, დამევიწყებინა სხვები, გადაულახავი გალავნით შემომეზღუდა ჩემი ადგილსამყოფელი და თუ ვინმე მაინც დაარღვევდა ჩემს იდილიას, გამწყრალი, ბრაზმოკიდებული, თვალები მიმეზღვა მისთვის. ისე, რაღაც დოზით ფანტაზიის უნარი ახლაც გამომყვა და ჯერ კიდევ ვერ ვიშორებ ხოლმე, ზოგჯერ ისევ ვბრუნდები ბავშვობაში, ისევ ჩემი ტელეპორტაცია მეხმარება და ვხედავ ჩემს თავს ლოგინის გვერდით, ცაში მზერა მიპყრობილს და ჩაფიქრებულს, კიდევ ერთი ფოტო, ახლა უკვე მთლიანად შავ-თეთრი, მთელი პანორამითა და აწ უკვე ‘დაუპიქსელებული’ სახით, არა ეს არ იქნება Tumblr ფოტო, ეს ჩემი ბავშვობისა და ღრმა ფანტაზიის ფოტო იქნება, რომელიც ყველაზე მაღალ ადგილს დაიკავებს ჩემი ფოტოების თავზე… I’m A Homebird…

>
>
>

ბალახები თანდათან პატარავდებიან, მცირდებიან, სამაგიეროდ იზრდება უფსკრული და ბოლოს მთელი საშინელებით წარმომიდგება თვალწინ, მგონი დეჟა ვუ მაქვს, ესეც შენი კლდის პირი, გონებაში ნელა მიელვებს > high hopes, take me back to where we started < შემდეგ თვალებს ვაცეცებ, ეს კლდეა რეალობისა და წარმოსახვის ზღვარი, თვალებს ვაცეცებ აქეთ-იქით, > იქით უნდა გადავიდე < ეს ფიქრი შეპყრობილივით ეუფლება ჩემს გონებას და მეფობს, უკვე სიმღერაც მავიწყდება… და ,აი, ისიც… ბაგირებჩაწყვეტილი, დროის ‘მსახვრელი ხელისგან’ შელახული თოკის ხიდი ნელა ქანაობს უფსკრულის თავზე და ელოდება თავის უკანასკნელ მგზავრს.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s