#ჰაშთაგ_ბეგბედერი

დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია, ნუ არც ისე დიდი ხანია, მაგრამ ამ დიდ-მცირე- დროში მაინც ბევრი რამე მოხდა, კარგიც და ცუდიც და კიდე რაღაცნაირიც… საერთოდ, წერას რომ ვიწყებ ყოველთვის ვფიქრობ რაზე დავწერო, ახლა 0:52 საათია, წერას რომ დავამთავრებ კიდევ უფრო გვიანი იქნება (გამოვიცანი *_* IQ160) და გაინტერესებთ რატომ? -არა? – ჯანდაბას, მაინც გეტყვით, აბიტურიენტი ვარ, ზოგადად ამ პოსტში არც წუწუნს ვაპირებ და არც თავის შეცოდებას, უბრალოდ იმას ვამბობ, რატომ ვერ ვწერ ხშირად და საერთოდ რატომ ვწერ ღამით… ისე მარტიც არასდროს მომწონდა, ვერასდროს ვხვდებოდი რანაირი თვე იყო არც ზამთარია, არც გაზაფხული, მაგარი უაზრობაა მე თუ მკითხავთ, გამოვდივარ სქელი სვიტერითა და ყელამდე შეკრული კურტკით და ცხელა, ოქეი, გამოვდივარ მეორე დღეს თხელი მაიკით და ჰოი საოცრებავ, ყინავს,…
ჰოდა, ამ მარტშიც მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, თსუ-ს არ ვგულისხმობ, ზოგადად მეზარება წერა, მაგრამ სტუდენტები მაინც მართლები არიან, > ბოლომდე მიაწექით < Holly Crap, anyway… ერთი კვირის წინ ბეგბედერი იყო ჩამოსული, ხდება ხოლმე საქართველოშიც ასეთი პრეცედენტები… მარა რათ გინდა? – ისე არბენინეს ჭავჭავაძიდან რუსთაველამდე რომ გრძელ დისტანციაზე სირბილში საპრიზო ადგილს კი დაიკავებდა. ცინიზმი და ირონია იქით იყოს და ჩვენ რომ დავახვედრეთ ისეთ ცინიზმსა და ირონიას ვერც ვერასდროს დაწერს თავის წიგნებში, ბოინგშევარდნილ ტყუპებზე უარესი, #ავტოგრაფზე_დაგეშილი_ხალხის_მიერ_აღებული ბიბლუსი ყოფილა, არა, რას ერჩით გაერთო კაცი, კარგად იცინა, კარგად დაგვცინა, კარგადაც გვაცინა, ზოგი ატირა,ზოგი ამდიდრა,  ზოგი არბ(ენ)ინა და საბოლოოდ ყველა გაგვახარა… სამაგიეროდ ხინკალი მოეწონა და კიდე ქართული ღვინო, მთელი დღე არ გაუგდია ჭიქა ხელიდან და ეტყობა მაგან დაარტყა თავში ბიბლუსიდან რომ ‘დატყდა’… ისე, ეს ყველაფერი იქით იყოს და მესმის მაგ კაცის, ის დავახვედრეთ რასაც რეალურად ებრძვის… თქვენ იცინეთ ბუტკის ანეკდოტზე და კი შევიყვანეთ ეს ამხელა ‘ფილარმონია’ მწერალი კაცი ბუტკაში :ვ
– სელფი ორი, არა სამი, ამ ფოტოში ცუდად ვარ… ინსტა > ჰაშტაგ ბეგბედერი, #ფრედერიკ #ბეგბედერი #სელფი #ჰეფი
– ისა, თუ შეიძლება გადაგვატარეთ რა, იქნება ჩვენც გვინდა ბრედბერის ნახვა, ტყუილად ჰო არ ვდგავართ ამხელა რიგში…
– უი, ისე ვინაა ეს ბეგგ-დერი კი აარადა ბეგბედერი საერთოდ იიცი? – მგონი ვიღაც შვეიცარიელი მწერალია…
მაგრამ მე ვისზე რას ვამბობ, პფფ , 4-5 საათი ვიდექი რიგში და ჩემი რამდენიმე ნეკნი და ფეხის თითი, მოთმინება და ფსიქიკა და კიდევ ბევრი რამ შევწირე, სამაგიეროდ მივხვდი რასაც გრძნობდა გაზის კამერაში მყოფი ჰოლოკოსტის მსხვერპლი ებრაელი… თან უფასო სოლარიუმზე/საუნაზე სულ ვოცნებობდი და ასე ორმაგად თუ ამიხდებოდა ეს სურვილი რას ვიფიქირებდი, იმდენად მიხაროდა შუა ბიბლუსში ნახევრადგაჭედილს დგომა(?) რომ სიხარულისგან ხელები სად წამეღო არ ვიცოდი, მართლა ოღონდ არ ვხუმრობ. ქართველებს რომ ყველაფერი შეგვიძლია დავრწმუნდი, აბა მოხერხება უნდა იმასაც ამხელა კაცი თბილისის მთავარ ქუჩაზე არბენინო და უკან წიგნებით ხელში მისდევდე, ისე ეგეც კაი რამეა, ახალი დისციპლინა რომ დაემატოს ოლიმპიურ სახეობებს, წიგნებით რბენა, არ ვკითხულობთ ამ წიგნებს და იმასთან ერთად მაინც ვირბინოთ, თვალს გაუხარდება, გულსაც, ერსაც…
1 ბეგბედერი ________________ 1 უბედური შემთხვევა
2 ბეგბედერი ________________ 0 უბედური შემთხვევა

(მათემატიკაში ყოველთვის ‘მოშნად’ ვკოჭლობდი)

და კიდევ, ვწერ ახლა ამ პოსტს და რატომ ვერ ვხვდები, რა მინდა, რაღაცის მობოდვა მინდოდა და მოვბოდე, არც არავინ წაიკითხავს ერთი-ორი კაცის გარდა ისიც იმიტომ რომ ხათრი აქვთ ჩემი და ჯანდაბას ვნახავთო, მარა ჰა, ეს ის თემაა ‘ მე მიყივლია და გათენდება თუ არა თქვენზეაო’ რა მიყივლია, ჩემს პოსტს ახლა თვალი რომ გადავავლო თავს და ბოლოს ვერ გავუგებ(მაგიტომ არ ვკითხულობ არასდროს ჩემს პოსტებს, უაზრობებზე მახარჯინეთ დრო, აბა, წერაზე რო ვხარჯავ იმას ვინ მინაზღაურებს, ახლა ამის კითხვით შევიწუხებ თავს).

მოკლედ, წავიდა ბეგბედერი, წაიყოლა თავისი 99 ფრანკი და ფანჯრები მსოფლიოზე, ისე, რომანტიკული ეგოისტი ყველაზე კაი გამოუვიდა, არც ფრანკები და არც ფანჯრები არ მომწონებია ძალიან, თუმცა რას ვიზამთ, არც თვითონ აფასებს ხოლმე თავის წიგნებს დიდი აღტაცებით ‘ ვადანაშაულებ ჩემს თავს რომ მუდამ მაქსიმუმს ვითხოვ და მინიმუმით ვკმაყოფილდები’. ჰოდა, მეც ზედმეტად ბევრი მომდის უ(აზრო) პოსტის კვალობაზე და მოვრჩები…

პ.ს წავიდა ფრედიც და ყველას დაავიწყდა რისთვის იდგნენ ბიბლუსში, საამაგიეროდ ფოტოები ცოცხლობენ ინსტაგრამზე და დაე, უკვდავყონ ის მომენტი იმ ფოტოებმა/
პ.პ.ს  მე რა მიხარია 600 სიტყვიანი უაზრობა დავწერე, მაგრამ ფრედერიკს ვერ ვჯობნი ჯერ…
პიპიპი- The Beatles _ Drive my Car

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s