________ feat. მაგრიტი, მიქელანჯელო…..

სასტუმროში დილიდანვე უამრავი ხალხი ირეოდა, სასტუმროს მიმღებში თანამშრომლები მოუთმენლად ელოდნენ უცხო სტუმრის გამოჩენას, ინკოგნიტო სტუმარი, რომელმაც ერთბაშად 13 ნომერი დაჯავშნა, არავის ენახ, თუმცა მთელი ქალაქი( და რაღა გასაკვირია, რომ მთელი სასტუმროც, მით უმეტეს, ეს ენაჭარტალა გოგო-ბიჭები მასზე საუბრობდნენ, თან საუბრისას პირზე ხელს იფარებდნენ, თითქოს ერთმანეთისაც კი ერიდებათ, როდესაც უცნობ მილედიზე საუბრობდნენ).

CAPPELLA_SISTINA_Ceiling

სასტუმრო ‘სიქსტის კაპელა’ 1784წ.

სასტუმროსგან სრულ კონტრასტს ქუჩა და კონკრეტულად გარეუბანი წარმოადგენდა, სადაც სანკილიოტებს სრული მონოპოლია ჰქონდათ, ქუჩაში ბარიკადები აეგოთ და გამვლელ-გამომვლელს მწველი მზერით აცილებდნენ, თუთუნს ეწეოდნენ და ხასიათზე მოსასვლელად უხამს ხუმრობებსაც არ ერიდებოდნენ, ნებისმიერი გამვლელი, რომელიც გვერდით ჩაუვლიდა, აბუზული და ცოტა შეშინებული ჩანდა, თუმცა ბუნებრივია, ეს არ იყო არც მილანის სანტა-მარიას მოედანი, არც ლისაბონის ა-გრაზა-პლატა, ეს პარიზის მიგდებული ქუჩა იყო, სადაც გზააბნეული ტურისტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდებოდნენ, თუ გიდი ზზედმეტად დაბანგული იყო და ვერსალისკენ მიმავალი გზა ქალაქის ყველაზე ბინძური უბნისკენ მიმავალ გზაში ეშლებოდა ან თუ ტურისტული რუკები ზედმეტად მოძველებული და არამოდერნიზებული იყო, ფოტოაპარატიანი ტურისტები ჩუმად, თავდახრით ჩაუვლიდნენ სანკილიოტებს, რომლებიც თავიანთი დიდრონი ზღვისფერი თვალებით მისჩერებოდნენ მათ და თუთუნის ღეჭვით ყბას ავარჯიშებდნენ.

july_28_liberty_leading_the_people

სანკილიოტები ქუჩაში

ამ გარემოცვაში სუფთა, გახამებულპიჯაკიანი მამაკაცის ხილვა ნამდვილად კონტექსტიდან ამოგლეჯილ პანორრამას ქმნიდა, თითქოს ვიღაცამ საკუთარი ხელები სხეულზე შემოაჭდო, ჰაეროვნად აიტაცა და ლა-სკალას დიდი დარბაზიდან პირდაპირ ამ ‘უდაბურ’ ადგილას ჩააგდოო, მამაკაცი ამაყად მიაბიჯებდა, შეიძლება ითქვას, რომ უშიშრადაც და არავის ყურადღებას არ აქცევდა, უცებ ერთ-ერთ ქუჩაში მდგომ, თუთუნის ღეჭვისგან ულვაშებ-შეყვითლებულ ყმაწვილთან მივიდა და ‘სიქსტის კაპელისკენ’ მიმავალ გზა ჰკითხა, სამაგიეროდ კი ჯიბიდან ფრანკების დასტა ამოიღო და ‘გიდს’ ჯიბეში ჩაუკუჭა, შემდეგ უხერხულად, თითქოს ძალდატანებით გაიღიმა, თუმცა არა, ეს მართლა ძალდატანებითი ღიმილი იყო,  და გზა განაგრძო.

son-of-man.jpg

უცნაური მამაკაცი ლ’სკალადან

ამასობაში სასტუმროს მთავარ დარბაზში თავი უამრავ ადამიანს მოეყარა, ირგვლივ ხმები ტალღებად გადადიოდა და ბოლოში ერთ გრძელ, თუმცა გაუგებარ გამას ქმნიდა, ხმები ხალხის თავზე აღელვებული  ტალღასავით გადადიოდა, თითქოს რაღაც ძალა ზედმეტად უმატებდა განსაკუთრებულ პოლიფონიურობას და ხმა ზედმეტად დინამიკური ხდებოდა, ხალხი შფოთავდა, ღელავდა და მათ წინაშე უძლური იყო თავად ღმერთი, ხალხი მხოლოდ ერთ ლედის ელოდა და იცოდნენ რომ მათი ეს რიგში დგომა ღირდა ამად, თუმცა დრო ნელ-ნელა მიიკლაკნებოდა და სასტუმროს კედლის ლინდენის საათზე წამების ისარი თითქოს ერთ ადგილზე ცეკვავდა და არც წინ მიდიოდა, არც უკან.

Mona-Lisa-Point-of-View

ბოლოს ქალიც გამოჩნდა, ამაყად მოაბიჯებდა და მხრებს ათამაშებდა, თითქოს ცეკვავსო, გვერდით სხვა ქალები მოჰყვებოდნენ და თავად თითქოს არავის აქცევდა ყურადღებას, მხოლოდ წინ მიაბიჯებდა

1280px-Sandro_Botticelli_-_La_nascita_di_Venere_-_Google_Art_Project_-_edited.jpg

ბოლოს სასტუმროს ოთახი გაიღო და იმ პიჯაკიანმა კაცმა შემოაღო კარი, რომელიც ხუთი წუთის წინ ფსევდოთავაზიანობით უღიმოდა ერთ-ერთ მდაბიოს, შემდეგ ვენუსთან მიიჭრა და გაადაეხვია, ხალხი გაოცებით იყურებოდა, ეს ყველაფერი არ უკვირდა მხოლოდ ერთს, მან ვინც შექმნა ეს პიჯაკიანი ადამიანი Creación_de_Adán_(Miguel_Ángel).jpg

საბოლოოდ, ხალხი გაიფანტა, სასტუმრო ‘სიქსტის კაპელა’ თითქოს ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდა, საღამოს ცვლადამთავრებული თანამშრომლები სუფრას მიუსხდნენ და დამღლელი დღის ემოციების ერთმანეთისთვის გაზიარება დაიწყეს. Leonardo_da_Vinci_-_Last_Supper_(copy)_-_WGA12732.jpg

 

საღამოს წვიმა წამოვიდა…
golconda.jpg

გარეთ მხოლოდ შეძრწუნებული სახეები დარჩნენ…
The_Scream.jpg

 

 

P.S პოსტი არის ნამაიმუნები :დ ცოტა უშინაარსო(კაიჰო, ძაან უშინაარსო) თუმცა მაინც მომწონს, ალბათ ჩემი და ხელოვნების ურთიერთდამოკიდებულების გამო ^_^ მადლობა მაგრიტს, მიქელანჯელოს, და ვინჩს, მუნკსა და დელაკრუას იმ შედევრების გამო, რომლებიც ამ პოსტშია დაე, Carpe Diem
P.P.S Happy 1 anniversary  Gravity42 ^_^
P.P.P.S ვიცი, რომ სიქსტის კაპელა ვატიკანშია -_-
პიპიპიპიპიი… ყველაზე მთავარი პ.ს :ვ სათაურისთვის მადლ’ი’ობა ჩემს მჭედლოს :3 (მეც ლავიუ :დ ❤ )

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s