…Cinématographe…

არასდროს მომნდომებია ასე ძალიან, რომ დამეწერა ბლოგზე, ამ ბოლო ერთ თვეში იმდენი ამბავი გადამხდა თავს, რომ ზოგჯერ ნაღვლიანი სახით გადავატრიალებ სინემატოგრაფის სახელურებს და შორიდან ვუყურებ იმას, რაც ცოტა ხნის წინ თავს გადამხდა, თითქოს ამ დროს გათიშული ვარ და გრძნობების ნაცვლად მხოლოდ ინსტიქტები მუშაობენ, რეფლექსები, რომლებიც მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როდესაც მთელი სხეული უჩვეულო აპათიას მიეცემა ხოლმე, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, ცოტა ხანი ფიქრი რომ შევწყვიტო, რა მოხდება-მეთქი..

/// 220137-science-fiction-do-androids-dream-of-electric-sheep-wallpaper

როდესაც რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად ახდებაო და რა ცუდია, რომ ჩემს შემთხვევაში ეს მაშინ მოხდა, როცა უკვე ნაკლებად ინტერესდები ამ მოვლენით, თუმცა ეფექტი მაინც პირვანდელი აქვს, პირდაპირ, მოურიდებლად შემოვარდება ქაარბორბალასავით შენს სხეულში, აგირევს იმ ფერებს, რომლებსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გულმოდგინედ და ფაქიზად უხამებდი ერთმანეთს, თითქოს ერთიანად გადაგასხეს ტემპერა მთელ სხეულზე და მთელი შენი სიმშვიდე თან წაიღესო, გიკვირს, როგორ შეიძლება მთელი დღის ხასიათი ერთმა პატარა შემთხვევამ განაპირობოსო, ებრძვი შენს თავს და არ უტყდები მთავარში, მერე ცდილობ ყველაფერს გაექცე, გახვიდე იმ ჩარჩოების გარეთ რომ გზღუდავს, კიდევ უფრო მიუახლოვდე იმას, რაც გინდოდა… არა, არა, თვალებს არ დაუჯერო, ისინი მხოლოდ საზღვრებს ხედავენ, საზღვრებს, რომლებიც არ არსებობენ და შენვე შექმენი შენსავე წარმოდგენაში, თავს არიდებ საკუთარ თავთან და სხვებთან საუბარს, მხოლოდ შენთვის ჯდომა გინდა და კითხვა ან წერა, წინააღმდეგობები ყოველი მხრიდან გეხეთქება, როგორც სტიქსი ქარონის დანჯღრეულ ნავს, გინდა, რომ უკან დაბრუნდე? – როგორ? ერთადერთი ხის ბაგირი ხომ მაშინ ჩაწყდა აქეთ რომ გადმოდიოდი, ეს გზა შენი არჩეულია და შენვე უნდა გაუმკლავდე, მთავარია არ დაიბნე… მთვარედან ხელი დაგიქნიეს, მოგესალმნენ.

hd-sci-fi-wallpapers_010015608_283

ქუჩაშიც უკვე ამ ფიქრებით დავაბიჯებ, ღამე ჩემი მეგობარია, მუსიკა ჩემი თანამგზავრი,ჩუმად რომ გკარნახობს გამებს და შენს ხასიათს განსაზღვრავს,  რა ჩემი ბრალია, რომ ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია, რა მინდა, ჩემს თავზე ისევე არაფერი არ ვიცი, როგორც შენ, ერთი ჭირვეული, პატარა ბავშვი ვარ, რომელიც მხოლოდ წინ იყურება და გაფართოებული თვალებოთ მიაბიჯებს გზაზე, რომელზეც არაფერი არ წერია, არანაირი ნიშანი, გაფრთხილება, სინათლე? – არა, სამწუხაროდ დღეს ვერ ვუზრუნველყოფთ ელექტროენერგიას, ხვალ გადმორეკეთ… რა ჩემი ბრალია რომ ეს ერთი თვეა იმდენად ავირიე რომ ჩემს თავსაც ვერ ვცნობ, ემოციებს ისედა ვერასდროს გამოვხატავდი, ყოველთვის ინდიფერენტული ვიყავი მთელი რიგი საკითხების მიმართ, არა, 24 გონება არც ჩემს ტვინშია ბილი მილიგანივით, უბრალოდ აქ ყველას ერთი ჰობი გვაქვს – – ფიქრი…

მერე ვიღაც გხატავს, წინ გიზის მეტროს გრძელ ვაგონში, შენ ყურადღებას არ აქცევ, ნუ გგონია, რომ ეს ვინმეს კეთილი ნებაა, უბრალოდ მომეტებული ემოციების დასაცხრობად, არა, ესეც მხოლოდ მატერიალური კუთხითაა ნაკარნახები, ამ დროს ორი ვარიანტია, გამოართვა ნახატი და ბოლომდე იმგზავრო ან ჩახვიდე დასრულებამდე და მეორე მატარებელს დაელოდო, რატომღაც მეორეს ვირჩევ, ნაკლებად მსურს ვიღაცის თვალით აღქმულ ჩემს თავს ვუყურო, ცოტა რელევანტურია და ‘მხატვარიც’ არ არის იმდენად ფამილარული ჩემთან რომ ის გამოხატოს რაც მინდა, მხოლოდ წიგნი მიჭირავს ხელში, მე და ალექსი ერთად ვუსმენთ ბეთჰოვენის მეცხრეს, გარეთ წვიმს, მე კი სწორედ ამ დროს მეღიმება, uh, dat’s my fave weather… ჰო, ამ დროს მინდება ფეხით სიარული და ისე გაწუწვა, რომ სახლში ვეღარ მიცნონ, ამ დროს თითქოს წვიმა მმუხტავს და მინდა შუა ქუჩაში ბოლო ხმაზე იყვირო,,, ახლაც წვიმს, წვიმის წვეთები ჩემი ოთახის ფანჯრებს ეთამაშება, ნელა ელოლიავება, ეცეკვება, თან გარეთ მიხმობს, ზევსის გრუხუნი და განრისხებული ბუბუნი ისმის და ამ დროს გრძნობ, რომ სწორედ ეს აძლევს ცხოვრებას მუხტს… დაე, იღბალი მუდამ თან გდევდეს…

ხდება ის რაც გინდოდა რომ ბევრად ადრე, რამდენიმე თვის, კვირის წინ მომხდარიყო და შენ ამ ყველაფერს ურეაქციოდ ხვდები, ადრე ალბათ სხვა რეაქცია გექნებოდა, თუმცა იცვლება ღირებულებები… მხოლოდ დიდი ლაქა რჩება, რომელიც სამუდამოდ გაქვს გარანტირებული, შენ კი ისევ უსაზღვრობისკენ მიიწევ…. I dunno which way I’m goin, Which way I’ve Gone

ზღვარი არ არსებობს, არა, ჯონათან?

 

 

 

Advertisements

2 thoughts on “…Cinématographe…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s