ატესტატი და სანახაობა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში  დღეს პირველი ღამეა, როდესაც კონსპექტებ-რვეულებ-წიგნების ნაცვლად ჩემს ლეპტოპთან ვზივარ და ბლოგს ვწერ, ბლოგს, სკოლაზე, საატესტატო გამოცდებზე, საატესტატო გამოცდების ‘მარგალიტებსა’ და ბოლო ზარის სიხარულზე…  ყველაფერი რომ შვეიცარიული სიზუსტით ყოფილიყო დალაგებული თანმიმდევრობა შემდეგნაირი იქნებოდა: საატესტატოები > სკოლის დამთავრება > ბოლო ზარი, მაგრამ ჩვენ ჰო ყველაფერი უკუღმართად გვემართება, ამიტომ მეც ჯერ სკოლა დავამთავრე, მერე ბოლო ზარი მქონდა და ბოლოს ჩავაბარე საატესტატოები, რომლებმაც ჩემი ცოდნა ვერა, მაგრამ ფსიქიკური მომზადების დონე ნამდვილად შეამოწმეს…. ყოველთვის მეგონა, რომ სკოლის დამთავრება ძალიან გამახარებდა, პრინციპში არც ვცდებოდი, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ღირსშესანიშნავი და კალენდარზე წითლად მოსახაზი ფაქტი მათემატიკის გამოცდასთან იქნებოდა კავშირში და საგანი, რომელიც ალბათ მე უფრო ცუდად ვიცი, ვიდრე ამან ინგლისური, ან ამან 8.22ზე შემიფასდა, არადა გამოცდაზე შესვლამდე ‘არც სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა’ არ მინდოდა, უბრალოდ ერთი საცოდავი 5.51 მაწყობდა, რომ კიდევ ერთი ბოლო ზარი არ მქონოდა…… მომავალი წლის ბოლოს.    giphy

ის რამდენიმე წამი, რაც დასჭირდა დამკვირვებლის ჩემს კომპიუტერამდე მოსვლას, იყო ყველაზე სასიამოვნო ლოდინის გრძნობა, როდესაც იცი, რომ ყველაფერი დამთავრდა და ‘გაკულაკება’ აღარ გემუქრება და არც კიდევ ერთი ბოლო ზარის პერსპექტივა დგას დღის წესრიგში, ანუ ახლა თამამად შეგიძლია გაუხსნა გული და თაიმლაინი გულმხურვალე მშობლებისა და მასწავლებლების  კიდევ უფრო გულმხურვალე მოლოცვებს, დაახლოებით ასეთს >> CHEMMA BiCHMA -Nika {XY}M DGES MATEMATIKIS SASERTIFIKACIO GAMOCDAZE SUFTA 10-IANI MIOGO !!!!!! VULOCAAAAV !!!!!! << ან ასეთს >> DEDIS GULO —GILOCAV SAATESTATOS BRCKINVALED CHABAREBAS ….GISURVEB EROVNULEBIC SAAMAKOD CHAGEBAREBIOS…GMERTI IKOS SHENI MFARVELI KOVEL NABIJZE …DEE MEAMKEBI… <<<  სტუდენტობის პერსპექტივით… საატესტატოს ბრწყინვალედ ჩაბარების ფენომენი ჯერ ვერ ამოვხსენი… დაახლოებით იგივე გრძნობაა, რაც უოლტ დისნეის მიერ მუნკის ნახატების ეკრანიზაციის ნახვისას დაგეუფლება, თავს და ბოლოს ვერ გაუგებ.

მოკლედ, ასეა თუ ისე,, მეც დავამთავრე სკოლა და პოსაბიტურიენტულ-პრესტუდენტური პერიოდი მაქვს, სკოლა, რომელშიც 12 წელი ვისწავლე და კიდევ კარგა ხანი იქნება ჩემი თვალთა ხედვის არეალში(მხოლოდ იმის გამო,რომ ჩემი ოთახის ფანჯრიდან სხვა არაფერი ჩანს -_- ) უკან მომრჩა, ცხოვრების 2/3 (გუშინ ვისწავლე ეს) სკოლაში ვიარე და ერთსა და იმავე ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა,, რომლებიც ხვალ საერთოდ შეიძლება არც იყვნენ ჩემ გვერდით, სკოლაში იყო კარგი და ცუდი, სასაცილო და სატირალი ეპიზოდები, რომლებიც სულ სადღაც  გონების რომელიმე ოთახში იცოცხლებენ, ოთახში, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს და რომელშიც მოგონებებს ვინახავთ, ოთახში, რომლის ფანჯრების შეღება და მოგონებებისთვის მტვრის გადაწმენდა ყოველთვის რაღაც ახალს აღმოგაჩენინებს და სახეზე ალბათ ღიმილსაც მოგგვრის… რატომ? იმიტომ რომ ყველა ჩვენგანი მოგონებებით ცხოვრობს, სკოლა კი, რაც არ უნდა ცუდი ყოფილიყო მთელი 12 წლის განმავლობაში, ამ მოგონებების პირველწყაროა ამ ეტაპზე,  თითქოს ყველას ეს ერთი ფაქტი გვაერთიანებს, საერთო  რეგალიების გვანიჭებს და გარკვეულწილად განსაზღვრავს კიდეც ჩვენს ცხოვრებას მომავალში, რადგან სწორედ სიმბოლოები განსაზღვრავენ ჩვენს როლებს, ამიტომ #Farewell_To_School…

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s