0

მეტროარტული 50 ელფერი

 

ისე ამ ბოლო დროს დავაკვირდი ხშირად მემართება, რომ გარეთ სიარულისას ხალხს ზედმეტად დიდხანს ვაშტერდები ხოლმე, მიზეზს შემდეგ ჩემს თავსაც ვეკითხები, მაგრამ არ ვიცი რატომ, ნუ შეიძლება ჩემს ცნობისმოყვარეობას მივაწერო, ხალხის თვალიერება ძალიან მიყვარს, სხვათაშორის ოდესმე ფსიქოლოგობაზე თუ დავფიქრდები პაციენტებს ქუჩიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ავარჩევდი, საინტერესო ხალხს მარტო ასეთ ადგილებში თუ იპოვი, თორე იმათ ტელევიზორში რომ არიან ფსიქოლოგი ვეღარ უშველით, წამოიდგინეთ ღამე მიდიხართ, ვიღაც უკან მოგყვებათ და თვალს არ გაცილებთ, მე მაგალითად რაღაცას ჩავცხებდი თავში და ისე გავაგრძელებდი გზას// ზოგადად არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიყვარს, მაგრამ ჯანდაბას, როცცა სხვა გზა არ გაქვს უნდა გამოიყენეო, ესკალატორზე თავპირისმტვრევით სირბილს ვინ ჩივის, კარები რომ ცხვირწინ გეხურება ეგაა უბედურება, მაგრამ აარაუშავს არც ეგ, მეტროში შეხვდებით  ხალხის ფართო ასორტიმენტს მობრძანდით და თავად ნახეთ, გაგონილს ნანახი სჯობიაო კი არადა, მართლა ეგრეა, მშვენიერი საზოგადოება იკრიბება ხოლმე მეტროში: ბაბულიკები,ექსპერტები აღმზრდელობით საკითხებში, ნაგულავები ‘რა ქვეყანა დაანგრიეს’ ხალხი, უთავბოლო ხალხი, თამბლრ ‘სასტავი’ და ჩემნაირი ინტრიგან-პროვოკატორები. მოკლედ, რაც ვისწავლე საზოგადოებრივი ტრანსპორთით სარგებლობისას იყო ის, რომ ზედმეტად თვალში არავის მოეჩხირო, არავის მოსწონს ეგეთი ტიპები, სხვათაშორის გუშინ ერთმა კინაღამ თავი მოიყოლა ვაგონის კარებში, თავი შემოყო და ტანი გარეთ დარჩა, ძლივს შემოაწიწკნეს შიგნით, ერთი-ორმა გაბოროტებუი მზერა ესსროლა, ქალს,  ჩემს გვერდით ლამარას შვილიშვილის ქორწილს რომ გაცხარებული განიხილავდა, არც აქ დაეზარა ენის მოქნევა, ერთი კარგად მიალანძღა და გააგრძელა ლაპარაკი, მაგრამ მე რა? მთავარია ვინმეს თვალში არ მოვეჩხირო, ჩაიხედე რა  მაგ წიგნში, სულ წახვედით ეს თაობა ხელიდა, წიგნები მარტო ხელში დასაჭერად გინდათ, შიგნით ჩახედვას ვერ მიხვდებით. ანუ, მეტრო ერთი დიდი სოციალური ქსელია, თავისთადავადი ფბ- poke-ებით და მხოლოდ ერთი პროფილის ფოტოთი, კონტაქტის უშუალო დამყარების პერსპექტივითა და ბევრი თავგადასავალით, დავარქვათ ამას მეტრობუქი. მეტრობუქი სხვათაშორის ძალიან კარგი აპლიკაციაა, და თუ გსურს აღმზრდელობით მასტერკლასს ისე ვერავინ ვერსად ვერ ჩაგიტარებს, როგორც მეტროში… ცხოვრებაში ორჯერ შევცდი… მეტროთი მგზავრობას მივეჩვიე და ბაღში მივედი, მოვეყვანე ამ ჩემს მშობლებს აქ, ჰო გამზრდიდნენ აქაც, თან ყოველი დილის 2 ლიტრი ცრემლი დამეზოგებოდა , momma, that’s ur fault, tho.

12596428_1699060710365823_470656615_n

(C) Mindia Gabadze

ერთ რამეს ვაკვირდები, ყველა დაღვრემილი სახით დადის, ჩემი ნაღვლიანი სახით, მაგას სჯობს საერთოდ არ გქონდეთ სახე, ვინც ბედნიერია, იმას მაინც არ შეუწუხებთ გულს, მე არაფერი არ მაქვს თქვენი საწინააღმდეგო, უბრალოოდ ზოგჯერ რაღაცნაირია, რა ქვეყანა დაანგრიეს-ზე ნაღვლიანად საუბარი, მგონი სულაც არაა მართებული, ახალგაზრდა ბავშვებს ამდენი ტყუილით რომ გვიბურღავთ ტვინს,, ჩვენი გასაჭირი გვყოფნის ხალხს გამოცდები გვაქვს ჩასაბარებელი და გაგვატარეთ საერთოდაც რა.

ისე არასდროს გქონიათ სიტუაცია როდესაც მეტროში ჩხუბი ატეხილა, მერე ერთ-ერთი მხარე გარეთ გასულა და შიგნით დარჩენილებს აქედან ულანძღიათ, გარეთ გასულს კი იქიდან უშლია ხელები.. :დ ამ დროს ისე ჰგვანან შერლოკის მოცეკვავე კაცუნებს, რომ მინდა ჩავიხატო ხოლმე და მერე კარგად ვიცინო, აბა სხვა რეაქცია არ ვიცი მე, ფანჯრებიდან ჰაერში გაჭიმულ ხელების შლით და დედის გინებით მიმავალ კაცს რომ ხედავ.

და საერთოდაც, 50-დან 49-ე ელფერი ყველაზე მაგარია, სათვალიან და ბენდენიან ბაბულიკებს, რევერსული გინებითა და ‘ნაშებზე’ დაუსრულებელი ლაპარაკით რომ სურთ ავტორიტეტის ამაღლება, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონდე სა’დზ’მაკაცოში…

კიდევ მეტროში შეხვდებით: ნერდებს, ასოციალებს, ნიჰილისტებს, გოთებს (??), აზაბოჩენებს(ბევრს), ალტრუისტებს (ცოტას, იმიტომ, რომ ქართველი ალტრუისტი მე არ მინახავს) და კიდევ რავიცი, შეიძლება ლატენტურ ახალგაზრდებსაც… ჯანდაბა, ჰო ვამბობ, ფსიქოლოგები აქეთ, ამდენ პაციენტს ვერასდროს ნახავთ თქვენი კაბინეტის კართან და თუ პაციენტი არ მიდის ფსიქოლოგთან, ფსიქოლოგი თავად მივიდეს პაციენტთან, ოღონდ ფრთხილად აარჩიოს პაციენტი, თუ არ უნდა, რომ ფსიქოლოგი ტრავმატოლოგთან არ ქირურგთან არ მივიდეს მერე, ბონუსად ^_^

და ბოლოს, იყოს ისევ კეტ სტივენსი და ისევ ‘Peace Train’ რავიცი, იქნებ ერთხელ მეტროში ჩასულს… მოკლედ , მოუსმინე სიმღერას :დ

 

Advertisements
0

#ჰაშთაგ_ბეგბედერი

დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია, ნუ არც ისე დიდი ხანია, მაგრამ ამ დიდ-მცირე- დროში მაინც ბევრი რამე მოხდა, კარგიც და ცუდიც და კიდე რაღაცნაირიც… საერთოდ, წერას რომ ვიწყებ ყოველთვის ვფიქრობ რაზე დავწერო, ახლა 0:52 საათია, წერას რომ დავამთავრებ კიდევ უფრო გვიანი იქნება (გამოვიცანი *_* IQ160) და გაინტერესებთ რატომ? -არა? – ჯანდაბას, მაინც გეტყვით, აბიტურიენტი ვარ, ზოგადად ამ პოსტში არც წუწუნს ვაპირებ და არც თავის შეცოდებას, უბრალოდ იმას ვამბობ, რატომ ვერ ვწერ ხშირად და საერთოდ რატომ ვწერ ღამით… ისე მარტიც არასდროს მომწონდა, ვერასდროს ვხვდებოდი რანაირი თვე იყო არც ზამთარია, არც გაზაფხული, მაგარი უაზრობაა მე თუ მკითხავთ, გამოვდივარ სქელი სვიტერითა და ყელამდე შეკრული კურტკით და ცხელა, ოქეი, გამოვდივარ მეორე დღეს თხელი მაიკით და ჰოი საოცრებავ, ყინავს,…
ჰოდა, ამ მარტშიც მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, თსუ-ს არ ვგულისხმობ, ზოგადად მეზარება წერა, მაგრამ სტუდენტები მაინც მართლები არიან, > ბოლომდე მიაწექით < Holly Crap, anyway… ერთი კვირის წინ ბეგბედერი იყო ჩამოსული, ხდება ხოლმე საქართველოშიც ასეთი პრეცედენტები… მარა რათ გინდა? – ისე არბენინეს ჭავჭავაძიდან რუსთაველამდე რომ გრძელ დისტანციაზე სირბილში საპრიზო ადგილს კი დაიკავებდა. ცინიზმი და ირონია იქით იყოს და ჩვენ რომ დავახვედრეთ ისეთ ცინიზმსა და ირონიას ვერც ვერასდროს დაწერს თავის წიგნებში, ბოინგშევარდნილ ტყუპებზე უარესი, #ავტოგრაფზე_დაგეშილი_ხალხის_მიერ_აღებული ბიბლუსი ყოფილა, არა, რას ერჩით გაერთო კაცი, კარგად იცინა, კარგად დაგვცინა, კარგადაც გვაცინა, ზოგი ატირა,ზოგი ამდიდრა,  ზოგი არბ(ენ)ინა და საბოლოოდ ყველა გაგვახარა… სამაგიეროდ ხინკალი მოეწონა და კიდე ქართული ღვინო, მთელი დღე არ გაუგდია ჭიქა ხელიდან და ეტყობა მაგან დაარტყა თავში ბიბლუსიდან რომ ‘დატყდა’… ისე, ეს ყველაფერი იქით იყოს და მესმის მაგ კაცის, ის დავახვედრეთ რასაც რეალურად ებრძვის… თქვენ იცინეთ ბუტკის ანეკდოტზე და კი შევიყვანეთ ეს ამხელა ‘ფილარმონია’ მწერალი კაცი ბუტკაში :ვ
– სელფი ორი, არა სამი, ამ ფოტოში ცუდად ვარ… ინსტა > ჰაშტაგ ბეგბედერი, #ფრედერიკ #ბეგბედერი #სელფი #ჰეფი
– ისა, თუ შეიძლება გადაგვატარეთ რა, იქნება ჩვენც გვინდა ბრედბერის ნახვა, ტყუილად ჰო არ ვდგავართ ამხელა რიგში…
– უი, ისე ვინაა ეს ბეგგ-დერი კი აარადა ბეგბედერი საერთოდ იიცი? – მგონი ვიღაც შვეიცარიელი მწერალია…
მაგრამ მე ვისზე რას ვამბობ, პფფ , 4-5 საათი ვიდექი რიგში და ჩემი რამდენიმე ნეკნი და ფეხის თითი, მოთმინება და ფსიქიკა და კიდევ ბევრი რამ შევწირე, სამაგიეროდ მივხვდი რასაც გრძნობდა გაზის კამერაში მყოფი ჰოლოკოსტის მსხვერპლი ებრაელი… თან უფასო სოლარიუმზე/საუნაზე სულ ვოცნებობდი და ასე ორმაგად თუ ამიხდებოდა ეს სურვილი რას ვიფიქირებდი, იმდენად მიხაროდა შუა ბიბლუსში ნახევრადგაჭედილს დგომა(?) რომ სიხარულისგან ხელები სად წამეღო არ ვიცოდი, მართლა ოღონდ არ ვხუმრობ. ქართველებს რომ ყველაფერი შეგვიძლია დავრწმუნდი, აბა მოხერხება უნდა იმასაც ამხელა კაცი თბილისის მთავარ ქუჩაზე არბენინო და უკან წიგნებით ხელში მისდევდე, ისე ეგეც კაი რამეა, ახალი დისციპლინა რომ დაემატოს ოლიმპიურ სახეობებს, წიგნებით რბენა, არ ვკითხულობთ ამ წიგნებს და იმასთან ერთად მაინც ვირბინოთ, თვალს გაუხარდება, გულსაც, ერსაც…
1 ბეგბედერი ________________ 1 უბედური შემთხვევა
2 ბეგბედერი ________________ 0 უბედური შემთხვევა

(მათემატიკაში ყოველთვის ‘მოშნად’ ვკოჭლობდი)

და კიდევ, ვწერ ახლა ამ პოსტს და რატომ ვერ ვხვდები, რა მინდა, რაღაცის მობოდვა მინდოდა და მოვბოდე, არც არავინ წაიკითხავს ერთი-ორი კაცის გარდა ისიც იმიტომ რომ ხათრი აქვთ ჩემი და ჯანდაბას ვნახავთო, მარა ჰა, ეს ის თემაა ‘ მე მიყივლია და გათენდება თუ არა თქვენზეაო’ რა მიყივლია, ჩემს პოსტს ახლა თვალი რომ გადავავლო თავს და ბოლოს ვერ გავუგებ(მაგიტომ არ ვკითხულობ არასდროს ჩემს პოსტებს, უაზრობებზე მახარჯინეთ დრო, აბა, წერაზე რო ვხარჯავ იმას ვინ მინაზღაურებს, ახლა ამის კითხვით შევიწუხებ თავს).

მოკლედ, წავიდა ბეგბედერი, წაიყოლა თავისი 99 ფრანკი და ფანჯრები მსოფლიოზე, ისე, რომანტიკული ეგოისტი ყველაზე კაი გამოუვიდა, არც ფრანკები და არც ფანჯრები არ მომწონებია ძალიან, თუმცა რას ვიზამთ, არც თვითონ აფასებს ხოლმე თავის წიგნებს დიდი აღტაცებით ‘ ვადანაშაულებ ჩემს თავს რომ მუდამ მაქსიმუმს ვითხოვ და მინიმუმით ვკმაყოფილდები’. ჰოდა, მეც ზედმეტად ბევრი მომდის უ(აზრო) პოსტის კვალობაზე და მოვრჩები…

პ.ს წავიდა ფრედიც და ყველას დაავიწყდა რისთვის იდგნენ ბიბლუსში, საამაგიეროდ ფოტოები ცოცხლობენ ინსტაგრამზე და დაე, უკვდავყონ ის მომენტი იმ ფოტოებმა/
პ.პ.ს  მე რა მიხარია 600 სიტყვიანი უაზრობა დავწერე, მაგრამ ფრედერიკს ვერ ვჯობნი ჯერ…
პიპიპი- The Beatles _ Drive my Car

0

და იქმნას ნათელი!

და როდესაც მოვა იგი, ჩვენ წავალთ…

.
.
.

შემდეგ ვრთავ ტელევიზორს, გავდივარ გარეთ და  სრული სიცხადით წარმომიდგება თვალწინ შემზარავი კონტრასტი ტელევიზორში გაგონილისა და ჩემი თვალით ნანახს შორის… ვიყურები ირგვლივ, არა გაუცხოება ნამდვილად არ მჭირს, ვიყურები ირგვლივ და თქვენ წარმოიდგინეთ მილიონი ხის ნაცვლად სულ 2 ნაძვსა და 1 ფიჭვს ვხედავ, ისიც 20-25 წლის წინ დარგულს, იმ ხეებს იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში რომაა შესატანი, და სხვათა შორის, ხეებს, რომლებსაც ძაღლებიც არ ეკარებიან, ახალს არ რგავენ და ძველებს მაინც ნუ გავახმობთო, ვიყურები ირგვლივ და ბედნიერი სახეების ნაცვლად დაღვრემილ და ცხვირჩამოშვებულ ხალხს ვხედავ, ვხედავ შუქნიშნებზე მდგარ ბავშვებს, მეტროს ჩასასვლელებში მჯდარ მოხუცებს, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ ცრემლმორეულ ხნიერ ადამიანებს, ვხედავ პოლიციელს, რომელიც ესკალატორზე მიათრევს ბავშვს და ისე მიათრევს, გეგონება მეორე მსოფლიო ომში დაჭერილი გერმანელი ტყვე იყოს. გაგიკვირდათ? – ცოტა არ იყოს და მეც…

ისე, რა ამის პასუხია და მახსოვს ერთ-ერთი  მასწავლებელი რომ გამოგვლანძღავდა  კლასში ‘ ბნელები ხართოს’ ძახილით, მაშინ ვიცინოდი და ისე, ბნელები კი არ ვართ, ბნელეთში ვართ…

dreamscape_sky_grass_tree_green_beautiful_vintage_hd-wallpaper-1573170

ის ხალხი ვართ ბრმად რომ ავიტაცებთ ხოლმე ყველაფერს, ის ხალხი ვართ ლიბერალიზმს რომ ვქადაგებთ, და ვაგინებთ ყველას ვინც არ მოგვწონს, ის ხალხი ვართ #ჩმდდშვც რომ ფიცის უმაღლესი ფორმულაა, თან ისეთი ეჭვის შეტანაც რომ არ შეგიძლია, შეიტან და შენი აჯობებს, ის ხალხი ვართ ‘კაი ბიჭობა’ რომ ჯერ კიდევ მოდაშია, ის ხალხი ვართ ყველაფერს რომ ვაფეტიშებთ, მიმბაძველობის ჭარბი ნიჭი უბოძებია ღმერთსო ერთო ჭკვიანი კაცი წერდა, არანაკლებ ჭკვიანურ წიგნში, ჰოდა ის ხალხი ვართ, ჩვენით შექმნას სხვისგან მარტივად გადმოღება რომ გვირჩევნია, ქალს რომ კუხნაში მოვიაზრებთ და სუფრაზე მანდილოსნის სადღეგრძელოს განსხვავებულით ვსვამთ, ის ხალხი ვართ ‘ნამეტანი’ ეროვნულ ტრადიციებზე რომ ვართ აღზრდილი, ევროპა რომ არ გვინდა, აქაოდა ჩვენ კავკასიელები ვართო…

და ვხვდები, რომ მეც ერთ-ერთი ვარ… მე ბევრი ვარ(მგონი შიზოფრენიაც დამეწყო, უჰ) და შემდეგ > ვუყურებ ამ ყოველივეს, ვდგავარ გუბესთან, რომელიც იდეაში გზა უნდა იყოს, ვიყურები ირგვლივ, შემდეგ გუბეში არეკლილ საკუთარ თავს ვხედავ… აშკარად სჯობდა ტელევიზორთან ჯდომა და ‘ჩემი’ ზღაპრების მოსმენა, რავიცი, უფრო როიალისტურად ვგრძნობდი თავს, დისიდენტური იდეები მაინც არ მაწუხებდა… რავიცი, რავიცი… იქნებ ამ გრძნობის გადამეტებული სურვილითაა გამოწვეული ჩვენი ამგვარი ყოფა…

თვალებს ნელ-ნელა ახელს, ჯერ მარჯვნივ იხედება, შემდეგ მარცხნივ… ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე, ნელა იზლაზნება, იმ არარაობიდან, პირობითად ლოგინს რომ დავარქმევთ, ნელა მიაბიჯებს ძველი ქარხნის ნანგრევებში, თვალებს იფშვნეტს და ახალი დღის დასაწყებად ემზადება… მისი დღე არ იწყება არც Facebook-ით, იმაზე ფიქრით, რა დაპოსტოს… მიაბიჯებს ნელა, ნახევრად გაშავებული კაბით და კვლავ თვალებს იფშვნეტს, ქალაქს სძინავს, სამაგიეროდ ღვიძავს მას…

და ვფიქრობ, იქნებ ოდესმე დადგეს დღე როდესაც აღიმართება ხელი იგი ყოვლისშემძლე და იტყვის: და იქმნას ნათელი… და შემდეგ ჩვენ წავალთ…

0

მიაკითხეთ ბიოლს, ანუ გროტესკის მასტერკლასი სრულიად უფასოდ

Bundesarchiv_B_145_Bild-F062164-0004,_Bonn,_Heinrich_Böllდღეს, როდესაც ყინვით სახეგაწითლებულმა ყვითელი მარშუტკა დავინახე ისე გამიხარდა, ალბათ კოლუმბის მეზღვაურებს მიწის დანახვა არ გახარებიათ ასე… ჰოდა, ჩავჯექი ამ ჩემს გადამრჩენელში და აღთქმული ქვეყნისკენ არა, მაგრამ სახლისკენ წამოვედი, ჰოდა პატარა გროტესკის მასტერკლასი ჩამიტარა იმ ხნის განმავლობაში ბიოლმა, რაც მარშუტკაში ვიჯექი… ერთი ფიქრი კი ვიფიქრე – ე, მეც სულ ასე არ ვწერთქო? მარა მერე მივხვდი, რომ არა, ცოტა, სულ ცოტა მაკლია ბიოლამდე… ჰოდა, გადავშალე წიგნი და სულ რაღაც ორ გვერდიანი მინიატურის მსგავსი მოთხრობა შემხვდა ‘ ანეკდოტი შრომითი ენთუზიაზმის დასაცხრობად’, მოკლედ სახელი დამაინტრიგებელია, შინაარსი არანაკლებად… ზოგადად მიყვარს ჰაინრიხ ბიოლი, და მისი კლოუნური ( წიგნს ‘კლოუნის თვალთახედვა ჰქვია :3 ვიცი :დ ) მსოფლმხედველობა, ხარისხიანი გროტესკი… ჰოდა, ვიჯექი, ვკითხულობდი ამ წიგნს, თან ჩემს თავშიც ჩხაკუნობდა ფოტოაპარატი სამჯერ… რატომ მაინც და მაინც სამჯერ? – მიაკითხეთ ბიოლს, ის აგიხსნით, თუმცა ეს მეც შემიძლია ‘ რაკი ყოველივე კარგი სამობით არის’ ბარემ იყოს სამი, ჯანდაბას. ბევრს არ დავიწყებ ამ მოთხრობის შესახებ ფილოსოფოსობას, არც ანალიზის წერას ( დავალებად რაც მაქვს იმის დაწერაც მეზარება და) მოკლედ, მოთხრობა ერთ ღარიბ, თუმცა ცხოვრებით ბედნიერ მეზღვაურსა და ადამ სმიტის ჭეშმარიტ შთამომავალ, ავანტიურისტ ტურისტზეა, რომელიც წრეზე მოძრაობს და ულევი შრომის შედეგად მაინც იქ მიდის, სადაც ღარიბი მებადური ისედაც არის… ვშრომობთ იმიტომ, რომ ბოლოს მაინც ვიზარმაცოთ, ვშრომობთ იმიტომ, რომ ბოლოს დავისვენოთ, ვშრომობთ იმიტომ, რომ ბოლოს მოგვემსახურონ და ტურისტის მსგავსად მეც ვფიქრობ ახლა რისთვის ვსწავლობ/ ვმუშაობ? – იმისთვის,რომ ერთ მშვენიერ დღეს მუშაობა აღარ დამჭირდეს და მეც ტურისტის მსგავსად წავალ მოხუცი მებადურის მიმართ სიბრალულ-ჩანაცვლებული ფერად-ფერადი შურით…

The-Thinker-1913

ეს მე ვარ, მარშუტკაში ჯდომის დროს ჩაფიქრებული :დდ მადლობა ფრანც კაფკას ჩემი პროფილის ასე ზუსტად გამოხატვისთვის :დ (c) Franz Kafka

პ.ს >>

 ევროპის დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ნავსადგურში ერთი ღარიბულად ჩაცმული კაცი თავის სათევზაო ნავში ჩაწოლილა და თვლემს. კოხტად გამოწკეპილი ტურისტი კი ფოტოაპარატში ფერად ფირს დებს, რათა მასზე იდილიური სურათი აღბეჭდოს:ლაჟვარდოვანი ზეცა, ზურმუხტისფერი ზღვა მშვიდი ქათქათაქოჩრიანი ტალღებით, შავი ნავი, მეთევზის წითელი ქუდი. ჩხაკ. კიდევ ერთხელ: ჩხაკ, და რაკი ყველაფერი კარგი სამობით არის, თანაც სიფრთხილეს თავი არა სტკივა, მესამედაც: ჩხაკ. ამ ჩხაკუნმა, ლამის მტრულად რომ გაისმა, მთვლემარე მეთევზე გამოაღვიძა. ნამძინარევი ზანტად წამოიწია, ზანტადვე მოაფათურა ხელი სიგარეტის კოლოფის ასაღებად, მაგრამ სანამ მიაგნებდა, დაუზარელმა ტურისტმა ცხვირწინ შეაგება თავისი კოლოფი, შიგ პირში გასჩარაო სიგარეტი, ვერ ვიტყვით, მაგრამ ხელში კი შეაჩეჩა და ეს ნაუცბათევი თავაზიანობა მეოთხე, ამჯერად სანთებელას, დაჩხაკუნებამ დააგვირგვინა. ამ, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულმა თავაზიანობამ გამაღიზიანებელი უხერხულობა გამოიწვია, რისი გაფანტვაც იქაური ენის მცოდნე ტურისტმა საუბრის გაბმით სცადა.”დღეს კარგად ითევზავებთ”.მეთევზემ თავი გადააქნია.”მე მითხრეს, დღეს კარგი სათევზაო ამინდიაო”.მეთევზე თავს უქნევს.”მაშ, არ აპირებთ წყალში შესვლას?”მეთევზემ თავი გადააქნია. ტურისტის მღელვარება მატულობს. აშკარად გულთან მიუტანია ღარიბულად ჩაცმული კაცის ბედი, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობაზე დარდი მოსვენებას არ აძლევს.”ოჰ, ალბათ შეუძლოდ ხართ”.როგორც იქნა მეთევზე ჟესტებით საუბრიდან სიტყვებით საუბარზე გადავიდა. “თავს დიდებულად ვგრძნობ”, თქვა მან, “ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ”. წამოდგა, გაიმართა, თითქოს თავისი ათლეტური აღნაგობის დემონსტრირება უნდაო. “ფანტასტიურად ვგრძნობ თავს”.ტურისტის სახეზე სულ უფრო და უფრო შეჭირვებული გამომეტყველება იხატება; გული გაუსკდება, ეს რომ არ იკითხოს: “მერედა, რატომ არ შედიხართ წყალში?””დღეს უკვე ვიყავი შესული და იმიტომ”, მოკლედ მოუჭრა მეთევზემ.”კარგად ითევზავეთ?””ისე კარგად, რომ მეორედ შესვლა აღარ მჭირდება, ოთხი ასთაკვი მიწყვია კალათაში, თითქმის ორი დუჟინი სკუმბრია დავიჭირე…”ნამძინარევი მეთევზე როგორც იქნა მოცოცხლდა და ტურისტს დასამშვიდებლად მხარზე მოუთათუნა ხელი. მისი შეწუხებული სახე მეთევზემ თუმცა უადგილო, მაგრამ გულისამაჩუყებელი მზრუნველობის გამოხატულებად მიიჩნია.”ხვალისთვისაც მეყოფა, ზეგისთვისაც”, ამბობს იგი, რათა ამ უცხო კაცს გულს მოეფონოს. “გინდათ ჩემი სიგარეტი მოგაწევინოთ?””დიახ, გმადლობთ”.სიგარეტები პირში გაიჩარეს, გაისმის მეხუთე დაჩხაკუნება. უცნობი თავის კანტურით ჯდება ნავის კიდეზე, კამერას გვერდზე დებს, მას ხომ ახლა ორივე ხელი სჭირდება, რათა სათქმელს მეტი დამაჯერებლობა მიანიჭოს.”სულაც არ მინდა თქვენს პირად საქმეში ჩავერიო”, ამბობს იგი, “მაგრამ, აბა ერთი წარმოიდგინეთ, დღეს მეორედ, მესამედ, შესაძლოა, მეოთხედაც რომ გახვიდეთ სათევზაოდ, სამ, ოთხ, ხუთ, შესაძლოა ათ დუჟინ სკუმბრიასაც დაიჭერთ… წარმოიდგინეთ, რა!”მეთევზე თავს უქნევს.”მარტო დღეს კი არა”, განაგრძობს ტურისტი, “ზეგაც, მაზეგაც, როცა კი ამინდი ხელს შეგიწყობთ, ორჯერ, სამჯერ, შესაძლოა ოთხჯერაც გახვალთ – ჰოდა, იცით, რა მოხდება?”მეთევზემ თავი გადააქნია.”ერთ წელიწადში, ან უფრო ადრეც, მოტორიანი ნავის ყიდვას შეძლებთ, ორ წელიწადში – მეორე ნავს, სამ-ოთხ წელიწადში კი ალბათ პატარა კატერსაც გამოჰკრავთ ხელს, ორი ნავით ან კატერით, რასაკვირველია, ბევრად მეტს დაიჭერთ – ერთ მშვენიერ დღეს კი ორი კატერის მფლობელი გახდებით, მერე კი…”, აღფრთოვანებისაგან რამდენიმე წამით ხმა ჩაუწყდა, “მერე კი პატარა მაცივარს მოაწყობთ, ანდა საბოლველს, მოგვიანებით – სამარინადო ფაბრიკას, საკუთარი შვეულმფრენით იფრენთ წყლის ზემოთ, იქიდან უკეთ შეამჩნევთ თევზების გუნდს და თქვენს კატერებს რადიოგადამცემით მიაწვდით მითითებებს. ლოქოზე ლიცენზიას მოიპოვებთ, თევზის რესტორანს გახსნით, ასთაკვს პირდაპირ პარიზში გაგზავნით საექსპორტოდ, გადამყიდველების გარეშე, მერე კი…”, უცნობს ისევ წაერთვა ხმა აღფრთოვანებისგან. გუნებაწამხდარი, ლამის შვებულების სიხარულჩამწარებული, თავის კანტურით მისჩერებია მშვიდად მონანავე ტალღებს, რომლებშიც დაუჭერელი თევზები ხალისიანად ჭყუმპალაობენ.”ჰოდა, მერე”, ამბობს ტურისტი და აღელვებისგან კვლავ უწყდება ხმა. მეთევზე ზურგზე უტყაპუნებს ხელს, როგორც ბავშვს, რომელსაც ლუკმა გადასცდა ჭამისას. “რა მერე?” ეკითხება წყნარად.”მერე”, ამბობს უცნობი ჩუმი აღტაცებით, “მერე შეგიძლიათ აქ, ამ ნავსადგურში მშვიდად ჩამოჯდეთ, მზეს მიეფიცხოთ და ზღვის დიდებული ხედის ცქერით დატკბეთ”.”ახლაც ამას არ ვაკეთებ?” ეუბნება მეთევზე, “ვზივარ ჩემთვის მშვიდად ნავსადგურში და ვთვლემ; ეგ არის, თქვენმა ჩხაკუნმა დამირღვია მყუდროება”.ამგვარად დამოძღვრილი ტურისტი შეფიქრიანებული განშორდა მეთევზეს: მას ხომ აქამდე ასე სწამდა – იმისთვის ვმუშაობ, რათა ერთ მშვენიერ დღეს მუშაობა აღარ დამჭირდესო. ღარიბულად ჩაცმული კაცის მიმართ სიბრალული უკვალოდ გაუქრა და ცოტათი კიდეც შეშურდა მისი.

0

უსა(თავ)ურო

პატარა ჩანახატი ჩემი თამბლერის ფეიჯიდა, ისიც არ ვიცი რატომ დავწერე, ხშირად მემართება ასე, მერე ისე გამოდის თითქოს ხშირად ვწუწუნებ ჩემს პოსტებში, უბრალოდ ასეთი ჩვევა მაქვს, არ ვიცი სხვნანაირად როგორ მოვიქცე, მთელი ესთეტიკა ‘შენების პროცესშია და არა აშენებულით ტკბობაშიო’ და მეც შენებისას მიყვარს წუწუნი, არ ვიცი როდის რა იქნება, როდის რა მოხდება, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, როდესაც სენტიმენტალურ ადამიანად ვიქცევი, არავის და არაფერს ვაკრიტიკებ და აბსტრაქტულ-რეალობაზე(ეს ორი ცნება ვისაც შეუსაბამოდ მიგაჩნიათ, რუსეთისა და მშვიდობის ცნებები გაიხსენეთ და ‘როვნა’) ვწერ, მიხარია, თუმცა ზოგჯერ მგონია რომ ეს მე არ ვარ… Screenshot001გრძნობებზე წერაც არ მიყვარს, თუმცა დღეს მეც რაღაცნაირ ხასიათზე ვარ… აი ისეთზე ასეთი პოსტი რომ დამშვენდებოდა და აი, ისიც:

როგორც წესი ვორდპრესზე ვწერ ხოლმე ბლოგებს და მერე ვაშეარებ თამბლერზე, თუმცა სამთაიმს იუ ნიდ იქსეპშენს, ჰოდა დღეს ასეთი გამონაკლისია, ისევ არ ვიცი რა დავწერო, თუმცა ერთ კარგ რაღაცას დავუკვირდი, მაშინ გამომდის კარგი პოსტები როცა არ ვიცი რა დავწერო, მაშინ გამომდის კარგი პოსტები, როცა წარმოვიდგენ, რომ უსასრულობისკენ მივდივარ, თითქოს კლდის პირას ვდგავარ და გამოქცეულ ბავშვებს ვიჭერ, რომელიც უსასრულობისკენ გადაშვებას ცდილობენ, თუმცა მე იქ უკვე ნამყოფი ვარ და ვიცი რასაც ნიშნავს იყო დაკარგული უსასრულობაში, თავიდან ენით აღუწერელი აღფრთოვანება გიპყრობს, შემდეგ ამ ყველაფერს მელანქოლია ცვლის თითქოს გინდა დაბრუნდე ისევ იქ საიდანაც დაიწყე, ერთი პატარა პრობლემაა ‘იქ’ აღარ არსებობს, რადგან ‘იქ’ უკვე მიუღწეველ შავ ხვრელად გადაიქცა, მიდიხარ მისკენ, ის კი თითქოს ბავშვური სიანცით უფრო გშორდება, დამცინავად აღიქვამ, თითქოს ნიშნის მოგებით გიღიმის, მის ღიმილში უფრო დიდი ირონია გამოსჭვივის ვიდრე ყველა სხვა დანარჩენის მზერაში, იცის როგორ გინდა დაბრუნდე ‘იქ’, ისიც იცის რომ იტანჯები, მაგრამ ის არ ბრუნდება… რატომ?? – ერთხელ უკვე უარყვე იგი, დაე, შენ ანარქისტო ადამიანო დაუბრუნდი ძველ წიაღს და აიძულე სხვები იყვნენ იქ სადაც არიან, დაარწმუნე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რომ შემდეგ ‘იქ’ აღარ არსებობს და მხოლოდ ექსტაზმორეული და უკვე გაუფასურებული ჟინი რჩება, რომელიც არაფრად არ ღირს… და ვდგავარ კლდის პირზე, ჭვავის ყანაში და ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არა ის დამოუკიდებელი ნაბიჯი უსასრულობისკენ, რომელმაც მცირე ფიასკომდე და ნირვანიდან ძალით გამოთრევამდე მიმიყვანა… საინტერესოა///

ჰო, დღეს ასეთი მცირე პოსტი მოუწია, შემეძლო დამეწერა რაღაც პროტესტული, თუმცა ზოგჯერ საჭიროა ცოტა გრძნობები და მიუხედავად იმისა მოეწონება თუ არა მკითხველს, მთავარია მე მომწონს ასეთი ‘მეორე მე’ და დიახაც მჯერა მეორე და მესამე ‘მეების’… დამიჯერეთ, სხვა თუ არაფერი ჩემს თავს მაინც ვიცნობ… ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ :დ დედას გეფიცებით ❤ :3

0

და კარტერს რომ სცოდნოდა?!

უკვე დილის სამი საათი იყო, ბიჭი კვლავ უმოძრაოდ იწვა მიწაზე, თან ისე რომ არ მოძრაობდა, თუმცა ჯერ კიდევ სუნთქავდა, ამას მისი სხეულიდან გამომდინარე ვატყობდი, იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო… რატომ? – ის უბრალოდ, პერფექციონისტურად დაწყობილი ძვლების გროვა იყო, მხოლოდ ძვლების გროვა… ო, როგორ რთულია დღევანდელი საზოგადოებისთვის ამ ყველაფრის წარმოდგენა, საზოგადოებისთვის, რომელიც მისტირის ბომონდურ ცხოვრებას და ეჭვის თვალით უყურებს ბოჰემურ პერიპეტიებსა და ინტრიგებს, როგორ მიეჩვია დღევანდელი მაღალი საზოგადოება მსგავს ცხოვრებას,, რა ხდება აფრიკაში? – ჯანდაბამდე გზაც ჰქონიათ, ეს ხომ ჩვენი საქმე არ არის… მე კი იქ ვიყავი და ვხედავდი ყველაფერს, ვგრძნობდი, განვიცდიდი, ალბათ 80მდე სხვადასხვა გრძნობამ გამიარა, რომლებიც სიძულვილს, სიბრალულს, სიყვარულსა და მიზანთროპიას ეხებოდა, ეს ყველაფერი წუთის განმავლობაში ხდებოდა, ვხვდებოდი ვიბრძოდით მე და მე, დიახ მე და მე… და მაინც ვისხედით მე და კევინი, ვუყურებდით მომაკვდავ ბავშვს და უიმედოდ ველოდით სვავს… კარგია ადამიანობა, ალბათ… წამიკითხავს, მინახავს, გამიგია, ალბათ მართლა კარგია თორემ ‘ადამიანები’ ამდენ დროს ხომ არ დავკარგავდით მის გასაცვეთად? ალბათ არა… და მაინც როგორ გვიყვარს ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების სროლა, ვიშველიებთ გოეთეს და ნეტარებას ვეძლევით, როდესაც ჩვენს ცოდნას სააშკარაოზე გამოვიტანთ, თითქოს ეს სნობი საზოგადოება ისე არ მიგვიღებდა, ვსაუბრობთ ციტატებითა და ლიტერატურით, ისტორიითა და ფაქტებით… ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ლიტერატურასაც და ისტორიასაც, არავის სჭირდები მხოლოდ იმის გამო, რომ ‘ცოცხალი ენციკლოპედია’ ხარ და ზედმიწევნით იცი ბაირონის ლექსები ან ანტიკური ისტორია, არავის სჭირდები, ისეთივე ყალბია ეს ყველაფერი, როგორც ჩვენი ადამიანობა, ილუზიაა ყველაფერი და მრავალი იმ ნიღაბთაგან, ასე ოსტატურად რომ ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში…
 მე იქ ვიყავი… ველოდი, კარტერი მოუთმენლობისგან ცმუკავდა, ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა, მე სულშეკრული ვუყურებდი თან ვცდილობდი ბოლომდე ჩავწვდომოდი იდეას… არა, არ გამომ… და ისევ ადამიანობა…

და მაინც… ისე ვართ დაბრმავებული, რომ არ გვაინტერესებს არავინ და არაფერი, სიურრეალისტური იდეებით გამოვდივართ, ავანტიურულ გზებს ვეძებთ გამდიდრებისთვის, ვიკარგებით ჩვენ მიერვე აგორებულ ინტრიგების ძაფებში, თან ისე, რომ არც გვახსოვს საიდან დავიწყეთ, მივტოპავთ იმ გვირაბის ბოლოს სადაც სინათლე კი არა გეენა კაშკაშებს, და ჩვენ ეს გვიხარია, კიდევ ერთი ‘ჩექ-ინი’… და მაინც… ადამიანობა? პარადოქსია, ძალიან დიდი პარადოქსი…
.
.
.

და ის მოვიდა, ისე შემოიჭრა ჩვენთან თითქოს ჩვენ ვყოფილიყავით დამნაშავენი რომ მან დაიგვიანა, არა ბატონო სვავო, ჩვენ უბრალონი ვართ, მეფური დახვეწილი მოძრაობებით ჩამოუშვა ფრთები და საპოზიოროდ მოემზადა, კარტერიც ნელი, მინდვრის თაგვის გამოზომილი, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა და … ჩემს თავში რაღაც გავარდა და ნეტავ მართლა თოფი ყოფილიყო, ნეტავ მართლა დენთის ხმა ყოფილიყო… ჩხაკ, -ორჯერ გაიჩხაკუნა ფოტოაპარატმა, და ეს ის ჩხაკუნი იყო, თავისი სიჩუმით მრავალ ხმაურზე შემზარავი რომაა, ფეხიდან რომ დაიწყებს და გონებამდე შეგძრავს, საღი აზროვნების უნარს რომ დაგიკარგავს და მხოლოდ ტირილს მოგანდომებს, საშინლად მომინდა მეტირა ცხარე ცრემლებით, მაგრამ ამისთვისაც ზედმეტად ლაჩარი გამოვდექი… შემდეგ კარტერი მობრუნდა და ღიმილიანი სახით შემომხედა, იმ დროს განსაკუთრებით ჰგავდა ადამიანს, რომელმაც ველურული ჟინი დაიკმაყოფილა და ტრანსიდან გამოსულის იდიოტური ღიმილით იღიმოდა… და ჩვენ წამოვედით, მხოლოდ ისინი დარჩნენ… სვავი… ბავშვი და სხვა არავინ, არავის უნახავს ის უცნაური და სულისშემძვრელი ისტორია, მხოლოდ მე და კარტერს…
> და მაინც, რა იქნებოდა, კარტერს რომ სცოდნოდა? :/

kevin-carter-vulture

პ.ს კევინ კარტერის ამ ფოტომ 1993 წელს პულიცერის მთავარი ჯილდო მიიღო. ფოტოზე გამოსახულია მომაკვდავი აფრიკელი ბიჭუნა და მის შესაჭმელად გამზადებული სვავი, ამ ფოტოს გადაღებიდან მცირე ხანში კარტერმა თავი მოიკლა… რა იქნებოდა, კარტერს რომ სცოდნოდა?

0

ოფ-ტოპიკი…სასწავლო ოლიმპიადის 50 ელფერი

არათემატური პოსტი, რომელშიც უამრავი შეცდომაც იქნება… არაუშავს, მომიტევეთ ამ ერთხელ, სმარტფონით პოსტის წერა არცთუ ისე მარტივია, მოკლედ, მხოლოდ რამდენიმე წინადადებით ვიტყვი, დღეს, ისევე როგორც ჩემი ტოლების უმეტესობა ვიყავი სასწავლო ოლიმპიადაზე, არც განათლების სამინისტროს ქებას დავიწყებ არც ძაგებას, მერე რა რომ ციოდა აუდიტორიაში თუ კლასში, მერე რა რომ ჩემს ნაშრომს განულება ემუქრება(ემუქრება კი არა აუცილებლად ასე იქნება, რამდენჯერ გითხარი რეალისტი იყავი ‘თქვა’)… ჰოო, მერე რა, რომ პოლიტ. პატიმრად შეიძლება ამიყვანონ, შენ შვილო ‘ნამეტანი’ რევოლუციური იდეები გაწუხებს, არ შეიძლება შენი გარეთ ყოფნაო, ოსვენციმში ვეღარ გამგზავნიან და გლდანში თუ წამიყვანენ ცოცხს მაინც არ დამამადლიან(ვხუმრობ, რა თქმა უნდა) ჰო, მოკლედ ეს გულგატეხილი მეს პოსტია, თითქოს რომ არ აინტერესებფა, თუმცა გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა წარმატების მიღწევა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ერთი კარგი რჩევა და დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც ჩერჩილი იტყოდა წარმატება ეს არის გზა ერთი წარუმატებლობიდან მეორისკენ ისე, რომ არ დაკარგო ენთუზიაზმი,,, ჰოდა არც მე ვკარგავ, ფეილი ზოგჯერ ძალიან კარგია… სხვა რა, მადლობა, რომ ჩემი ფეილების შთამბეჭდავ სიას კიდევ ერთი მიემატება, თუმცა ეს Fails იქნება ყველაზე დიდი მოტივაცია და Road To Success
P.S არათემატური პოსტი, არათემატურ საკითხზე, ძალიან მოკლედ და მშრალად, ზუსტად ასახავს პოსტი იმ ხასიათს რა ხასიათზეც ახლა ვარ, ის კი არა გუშინ იმაშიც შემეპარა ეჭვი, მართლა ვიცი თუ არა ისტორია, ენივეი, ცოტა ‘დაგრუზვა’ აროდეს გვიზამს ზიანსა, ამიტომ ახლა ერთი ფინჯანი ჩაი, ჩვენი ემი ვაინჰაუზის Back To Black და Life mode is still ON… OFC… This is how we do

Posted from WordPress for Android