0

სანამ პუტინი გვიმზერს

ოთახი ბნელია. ნესტიან, თაგვებით სავსე, ვიწრო დერეფანში ჩექმების ხმა რიტმიდან ამოვარდნილი მევიოლინეს საბრალო გამასავით ისმის, დერეფანს აქა-იქ მთლიანი, თუმცა სუსტი განათების მქონე ჰალოგენი ანათებს, ხმა თანდათან უფრო ძლიერდება, თან რუსული გინება ისმის, ზოგადად, გინება რუსებისთვისაც (ისევე, როგორც ქართველებისთვის) ლექსიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სამკაულია… დერეფანი იმდენად ვიწროა, რომ , ერთი შეხედვით, გიკვირს როგორ მოაბიჯებს ასე თავისუფლად ორი ზორბა სხეული, თან ისე, რომ მესამეს ცხენის ძუაზე გამობმული სიკვდილმისჯილივით მიათრევენ…  მარჯვენას შედარებით დიდი სამხედრო შარვალი და ასეთივე ქურთუკი აცვია, წელზე მაკაროვი ჰკიდია, შეჭყლეტილი ცხვირი და წინ, ფართოდ გამოწეული თვალები კიდევ უფრო სასაცილო და იდიოტურ შეხედულებას აძლევს, შეიძლება ითქვას რომ კომპრაჩიკოსებს კარგად უმუშავიათ, მარცხნივ მდგომს უფრო ცივილური შეხედულება აქვს, გადაპარსული თავი და აპრეხილი ცხვირი ნამდვილი რუსის შეხედულებას აძლევს, აი, ცხენის ძუაზე გამობმული ცოცხალ-მკვდარი ადამიანი, თუ ამ სახის შემხედვარეს კიდევ ადამიანს უწოდებ, აშკარად არ არის რუსი, შავი ხშირი თმები და წარბები აქვს, სახეზე იმდენი ჩალურჯება აქვს, რომ , ერთი შეხედვით, შეუძლებელია მიახლოებული ფოტო რობოტი მაინც შექმნა… ოთახში შეჰყავთ და თავზე გაყინული წყლით სავსე სათლს აცლიან, მკვდარი ცოცხლდება, ერთს საცოდავად ამოიხრიალებს ისე, თითქოს მთლიანად ამოაყოლა ფილტვები, შემდეგ ნელა, თითქმის შეუმჩნევლად მიაქვს თითი გატეხილ ცხვირთან და ცდილობს დამტვრეული ძვლების რაოდენობა დათვალოს, უშედეგოდ, ყველა ძვალი ისე სტკივა, თითქოს გრდემლი იყოს და უროს ურტყამდნენ, სხეული ეწვის, ხვდება რომ არცთუ ისე კარგად გამოიყურება, თუმცა ამას რა დიდი მიხვედრა სჭირდება, უკუნით სიბნელეში გდია, 4 დღის ნაშიმშილევი, ნაცემი, ნაწამები და კიდევ კაცმა არ იცის რას უმზადებს ზევსი… ყურები დახშული აქვს, თუმცა ბუნდოვნად მაინც ესმის რუსების საუბარი, აშკარად მასზე საუბრობენ, ან კი სხვა სასაუბრო რა უნდა ჰქონდეთ ამ გამოყრუებულ ოთახში, კაცმა არც იცის სად გდია, ერთი მომენტი იმასაც ფიქრობს, რომ დანტესეული ჯოჯოხეთის კონცეპტი სინამდვილე აღმოჩნდა და ახლა სწორედ იქაა, სმენა თანდათან უბრუნდება, ყურის ბიბილოზე სისხლი აქვს შემხმარი, კიდევ, კიდევ დაძაბე ყურადღება. მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად აცნობიერებს რო. თვალები კვლავ დახუჭული აქვს, კიდევ ერთხელ ძაბავს გონებას და თვალებს ნელა ახელს, თავთან ცხვირშეჭყლეტილი რუსი ადგას და აკვირდება, თან ხელი ნელა მიაქვს მაკაროვისკენ, მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, თავისი პროტეინით გამდისრებული ტვინით იმდენსაც ვერ ხვდება, რომ ნახევრად მკვდარი, მის წინ მიწაზე მწოლიარე ადამიანი ვერაფერს დაუშავებს. ის კვლავ ოთახს ათვალიერებს და ცდილობს რამე დაინახოს. აი, ერთ კედელზე კრემლია, უფრო სწორად საათი და ციფერბლატზე ციფრებდაწერილი კრემლი, მისი მთავარი მოედანი და მავზოლეუმის შესასვლელი, მისგან მოშორებით კავკასიის რუკა არის ჩამოკიდებული, თურმე რა მცირე მანძილი ყოფილა კავკასიიდან წითელ მოედნამდე, ზოგადად რუსებს ხომ ყველაფერი წითელი უყვარდათ, მოედნიდან დაწყებული, ტერორით გაგრძელებული და ოკუპაციით დამთავრებული… კავკასიასია და კრემლს შორის კი ცინიკურად მომღიმარი პუტინი იმზირება, ფოტო იმდენად ბუნებრივადაა მოთავსებული მათ შორის, რომ უცებ მათი შემაკავშირებელი გეგონება და თვალებს მკაცრად აკვესებს, თითქოს დასცინის მას და მის ბედს, თუმცა მას ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია რაში სდებენ ბრალს. პატარა ისარი უკვე სამთანაა მისული, დიდი კი თითქოს გაიყინა და უმოძრაოდ, საცოდავად წიკწიკებს…
– ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ უმაღლესი ხელისუფლება , რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, სანამ ვინმეს დააპატიმრებს, ზუსტად ადგენს დაპატიმრების მიზეზსაც და დაპატიმრებულის ვინაობასაც – ეს იყო პასუხი, რომელიც ცემის შემდეგ მიიღო და ამავეს უმეორებდნენ მთელი 4 დღის განმავლობაში, უცებ მელოტი დგება, ავტომატის კონდახს იღებს და თავში მძიმედ, მაგრამ ყრუდ ურტყამს. გარეთ თოვს, ოთახის ერთადერთი სარკმლიდან ჩანს, თუ როგორ ეთამაშებიან ფიფქები არემარეს და თეთრად შეღებვით ემუქრებიან, სარკმელიდან ნელა, ფრთხიალით იშლება ბეღურების ჯგუფი, გარეთ ისევ თოვს და სანამ პუტინი გვიმზერს, ისევ თოვს…

Posted from WordPress for Android

2

‘რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ’

ასეთ პოსტებს მარტო მაშინ ვწერ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ვარ, მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემზე, დღეს არც ვაპირებდი პოსტის დაწერას და გამოვიდა რომ ორი პოსტი დავწერე… თუმცა ეს პოსტი რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა, წეღან მეგობარმა მანახა აი ეს პოსტი:
აუცილებლად წაიკითხეთ >>

დიდხანს ვიფიქრე მომეთხრო თუ არა თქვენთვის ეს ამბავი, რადგან ნათლისღების ბრწყინვალე დღეს არ დამემძიმებინა თქვენთვის გული. მაგრად იმდენად გამაოგნა და შემძრა ამ ამბავმა, არ შეიძლება ეს უბრალოდ გავატარო და საზოგადოების მსჯელობის საგანი არ გავხადო.
გუშინ სამსახურიდან წასვლას ვაპირებდი. კარზე კაკუნის ხმა მომესმა, მობრძანდით მეთქი გავძახე, კარი გაიღო და ოთახში ჩვენი დღის ცენტრის შშმ ბავშვის მამა შემოვიდა განერვიულებული, გული ხელით ეჭირა. დავამშვიდე, ვთხოვე სკამზე დამჯდარიყო. , ვკითხე რა მოხდა, ასე რამ გაგაანერვიულათქო. ისე იყო, ვერ საუბრობდა, კიდე გაუმეორე. მითხრა ქალბატონო თინა, თქვენ ხომ იცით ჩემი ამბავი, ნოდიკოს მკურნალობას გადავყევი, ბავშვს მაინც ვერაფერი ვუშველე და ვალებში ვარო. ბინა გადავცვალე გვერდით სადარბაზოში, რომ ვალი გაგტვესტუმრებინა. მივედი ბინის სანახავად . როცა სადარბაზოში შევედი, მეზობელი გამოვიდა და მითხრა მე შენ შვილს ამ სადარბაზოში ვერ ვატარებო, იმას მე ყოველდღე ვერ ვუყურებ, არ შემიძლია მისი ყურებაო. მე ვუთხარი, შენ ჩემი შვილი რას გიშლის, შენ ხომ არ უნდა ატარო ის მე უნდა ვატაროო, არა მე არ მინდა აქ რომ გადმოხვიდეთ საცხოვრებლად მე მაგას ყოველ დღე ვერ ვუყურებ , განა რამდენ ხანს იცოცხლებს, მაგრამ მაინც არ მინდა რომ გადმოხვიდეთო, ამ სიტყვების გაგონებაზე, ამბობს ბავშბის მამა, გეგონება ქვეყანა თავზე ჩამომექცაო, რამდენი უსიამოვნება, რამდენი რამე გადამხდენია თავს, მაგრამ ასეთი რამ ჩემთვის არავის უთქვამს ,,განა რამდენ ხანს უნდა იცოცხლოსო შენმა შვილმაო, სახლში გაოგნებული წამოვედი სახლში მოვედი და ჩემი ცოლი გულწასული დამხვდა, თურმე მისთვისაც ოჯახის დიასახლისს დაურეკავს და იმასაც იგივე უთქვამს ჩემი ცოლისთვისო. ცუდად ვარ, რა ვქნა აღარ ვიციო, ვიფიქრე ბინას გავყიდი ვალებს გავისტუმრებ და ახლა ესო, რაკი ჩემი შვილი შშმ პირია არავის უნდა ჩემი მეზობლობა, რა გზას დავადგე როგორ მოვიქცე მირჩიე რამეო.. მე მართლა შემძრა ამ ამბავმა სიმართლე გითხრათ, ნუთუ ასეთი დაბალი დონის ადამიანები 21 საუკუნეში ცხოვრობენ ნამდვილად არ მეჯერა. ვკითხე რა პროფესიის არიან მეთქი ან შვილები თუ ყავთ მეთქი, მითხრა ქმარი ექიმია , ცოლი პედაგოგიო ,ორი შვილის ყავთო.
ნუთუ ღმერთის არ ეშინია. მომავალში რა იქნება ხომ წინასწარ არავინ ვიცით,. დანარჩენი თქვენთვის მომინდევია ჩემო მკითხველო, მათი განათლება და შეგნება. ნოდიკო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, ის სწავლობს, როგორც სკოლაში ასევე კეთილდღეობისა და განვითარების დღის ცენტრში, ძალიან მეგობრული და საყვარელი ბიჭია. რა არ გააკეთა მისმა მშობლებმა მის სამკურნალოდ, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ამიტომაა, რომ ისინი ბინას ყიდდნენ და უფრო პატარა ბინაში გადადიოდნენ, აი ახლა ესეც აუკრძალეს. თურმე იქ არ უნდა გადავიდნენ იმის გამო რომ მის შვილს ვერ უყურებენ. როგორი ულმობელი უნდა იყო ადამიანი, გული ატკინო ისედაც გულმოკლულ მშობელს. ნათლისღების მადლმა გაუნათოს გული და გონება , გონება დაბინდულ ადამიანებს. ხელი მოუმართოს უფალმა და დალოცოს ნათლისღების ნაკურთხი წყალით განკურნოს, გულნატკენი ადამიანები, ტკივილი ჩაუცხროს გააძლიეროს და დაიფაროს.

 

ჰო, არ ვიცი ამ პოსტის წაკითხვის მერე რა უფრო მეტი იყო ჩემში ზიზღი თუ ზიზღი…  ყველაფერი გამიგია, მართლა, უბრალოდ არ ვიცი რა დავარქვა ამ საქციელს. ქართველების თვითშეგნება და პრინციპები რომ სკალაზე მინუსს უკვე კარგა ხანია ჩამოცდა… ‘რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ’-ს ძახილი კარგად გამოგვდის, მაგრამ საქმე-საქმეზე რო მიდგება რაც ვართ და როგორებიც ვართ კი ვხედავთ… სიტუაცია 1: ‘ქალბატონი’, რომელსაც არ შეუძლია შშმ პირის გვერდით ცხოვრება, არ ვიცი მართლა გულით მეცოდება ყველა ასეთი ადამიანი, უფს… შემეშალა ადამიანი ბრჭყალებში უნდა ჩამესვა, სად იციან ადამიანობა, სამაგიეროდ ჰუმანურობა ხომ კარგად იციან, ისიც ჰომ კარგად იციან ‘Pray For Paris’ & ‘Je Suis Charlie’ კარგია ჰო სნობობა?? მაგ თქვენს კოსმოპოლიტ ტვინში არ მოიძებნა ერთი ისეთი ადგილი ეს პატარა ფაქტიც რომ კარგად შეგებეჭდათ ტვინში? თუმცა მართალია, ქართული მენტალიტეტი არ გაძლევთ ამის უფლებას? სად გაქვთ მენტალიტეტი, საცოდავ ინტერნეტ-კაცუნებად იქეცით, ერთი ის ვერ გაიაზრეთ 21-ე საუკუნეო რო დაგიჩემებიათ, 21-ე საუკუნის ტვინით შეხედოთ ყველაფერს, შშმ პირი ადამიანად არ უნდა ჩათვალოთ რა თქმა უნდა, მათ გვერდით ცხოვრება როგორ შეიძლება, შეგჭამენ, არ შეუძლია თურმე ყურება, ბოდიშით მე თქვენი სახის ყურება არ შემიძლია და გაგასახლოთ? – გაქვთ სხვა იდეები? – მე არა, მაშინ ნახვამდის 🙂 ჰო, თან პედაგოგიო, ადამიანმა რომელმაც რეალურად მომავალი თაობების სწორ აღზრდაზე უნდა იზრუნოს თვითონ ხდება მაგალითი არაადამიანობისა, დისკრიმინაციისა, და არ ვიცი კიდევ რა დავარქვა… მერე გამოხვალთ ასეთი ადამიანები და ახალ თაობას დაგვიწყებთ ჭკუის სწავლებას, ბოდიშიც ხომ არ მოგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენ შშმ პირებს არ ვთვლით არანაირად განსხვავებულ ადამიანებად, იმისთვის რომ ჩვენ მათთან ერთად ერთ სადარბაზოში ცხოვრება კი არა მათთან ერთად გარრთობა ყველფერს გვირჩევნია, იმისთვის რომ მე და ჩემს მეგობრებს უამრავი მეგობარი გვყავს მსგავსი პრობლემებით, თუმცა რა? – არც არაფერი, ჩვენ თუ გაუნათლებლები ვართ, როგორც ამას თქვენ ‘ზედმეტად განათლებული ადამიანები ამბობოთ’ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ჰუმანურობის ის წვრილი ძაფი, თქვენ რომ დიდი ხნის წინ გაგიწყდათ, არ ვიცი ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ მართლა მეცოდება ეს პიროვნება… ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ამდენად უსულგულო, უღმერთო და გაუნათლებელ ადამიანს შევხვდებოდი ჩემს ქალაქში, ვერასდროს…  რა ივერიის გაბრწყინებაზეა საუბარი საზოგადოება რომ ასეთ პრინციპებზე დგას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაო, მე მაპატიეთ დიდი დემაგოგია გამომსვლია, როცა კი დამიცავს საზოგადოების მხარე ამ კუთხით, ლიბერალური პრინციპებიო, ჰაჰ, სასაცილოა, სამაგიეროდ ქალბატონო უცნობო, შეგიძლიათ დაბლოკოთ ისინი, მაგრამ საზოგადოებას ვერ გააჩერებთ, იმ საზოგადოებას ჯერ კიდევ რომ ნორმალურად აზროვნებს, შეგიძლიათ გააძევოთ კორპუსიდან, მაგრამ სინდისი? თუმცა რა სინდისზე და მორალზე ვლაპარაკობ… თქვენ შეგიძლიათ გააძევოთ სადარბაზოდან, და შემდეგ გულდამშვიდებულმა დააყენოთ პროფილის ფოტოზე დატანილი სამფეროვანი დროშა, თქვენ ხომ ჰუმანურობისა და ზეადამიანობის განსახიერება ხართ, რომელსაც გული შესტკივა ფრანგ ხალხზე… ჰო, რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ, რა თქმა უნდა, როგორ არა…ძალიან მრცხვენია, სხვა რა უნდა ვთქვა? მართლა ძალიან მრცხვენია ასეთი საზოგადოების 😦  ჩვენი პრინციპები იმდენად ყელამდე ნაგავშია, ნაგვის გაწმენდაში თუ ვიმარჯვებთ, ისიც იმიტომ რომ არ დავიხრჩოთ, თორემ სხვა მხრივ ასეთი ხალხის შემყურემ , ‘რა გითხრათ, რით გაგახაროთ’.

 

პ.ს მადლობა ქალბატონ თინა ბრეგვაძეს, იმ ინფორმაციისთვის, რაც ციტირებული მაქვს.

2

და მაინც, ისევ წითელი

დღევანდელ ჩემს პოსტს საბოდიშო უფრო უნდა ერქვას, ვიდრე სხვა სახელი, კი ლოგიკურად მსგავსი სახელი უფრო მოუხდებოდა, კიდევ წითელი ფერიც ‘დამშვენდებოდა და რა-რიგად დამშვენდებოდა’… ‘წითელი და შავის’ გარჩევით ნაშრომს არ ვწერ, ვინ ვარ მე, სტენდალი რომ გავარჩიო და კიდევ ბლა…ბლა…ბლა… ჰოო, დღეს კიდევ ერთი წითელი პოსტი მექნება საბჭოთა ბაბუებსა და თბილ ცენტრალურ გათბობაზე, ალბათ უკანასკნელიც, არა… განა რამე, შეიძლება ძალიანაც გადავეკიდე ამ საბჭოთა კავშირს, მაგრამ 70 წელი ვყავდით დაკიდებული და გვაპატიებს როგორმე ხრუშჩოვი, ან გორბაჩოვი, ან ვინმე… რა მნიშვნელობა აქვს…
??
ჰო, ამ პოსტის მიზეზი ის არის, რომ ‘ნამეტანი’ ადრე გავიცანი საბჭოთა კავშირი, ეს ის გაცნობა არ იყო ჭიქა ყავაზე დაპატიჟება რომ მოსდევს ხოლმე, არც ის იყო სასიამოვნო წამებად რომ გადაიქცევა. ვფიცავ, ეს ბოლო პოსტი იქნება საბჭოთა კავშირზე( ან ბოლოსწინა )

ზოგადად ერთ რაღაცას დავაკვირდი საკუთარ თავში, როცა რაღაცაზე მიმითითებენ ამ გზით წადიო, მაინც მეორე გზას ვირჩევ, როცა რაღაცას მირჩევენ იმის საპირისპიროს ვაკეთებდი… ასე იყო ადრეც, მაშინ, როცა აზრების ღმერთი ჯერ ვერ მეხმარებოდა და საკუთარი შესაძლებლობებით მიწევდა ბაბუაჩემთან ჭიდილი საბჭოთა კავშირის თემაზე… მინდა გითხრათ, რომ არც ისე მარტივია აჯობო გურულ ბაბუას, რომელიც ისევეა განსწავლული პოლიტიკაში, როგორც პუტინი აგრესორულ პოლიტიკაში, კარგი პარალელია და დებატიც ბაბუაჩემთან ‘ჭიდაობისას’ ვისწავლე.( არა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არაუშავს ჩვენს პარლამენტში ჯერაც პირდაპირ რომ ესმით, რ’ი’ას ვიზამთ)… ჰოდა, რას ვამბობდი… საბჭოთა კავშირზე საუბარი და ჩვენი გაცნობაც ბაბუაჩემიდან იწყება, დამისვამდა ჭადრაკის დაფის წინ, თან ვთამაშობდით, თან მელაპარაკებოდა ‘სანატრელ პერიოდზე’, თუ როგორი ჩალის ფასი ღირდა ყველაფერი, რომ, როცა მოუნდებოდა მაშინვე წავიდოდა ნებისმიერ ქვეყანაშიი ( აჰაა, 15 ერი, ერთი სახელმწიფო), როგორ მიფრინავდა მოსკოვში 37 მანეთად ნაყინისა და კიდევ რაღაც-რაღაცებისთვის( მე ცუდი ბავშვი ვიყავი და ეგ ‘რაღაც-რაღაცები’ უფრო მაინტერესებდა, მაგრამ პატარა ხარო), სტალინსაც აქებდა და ჩემშიც ეძებდა იმ ნოყიერ მიწას, მარცვალი რომ დაერგო, მაგრამ სარეველათი სავსე აღმოვჩნდი, დანანებით შემომხედავდა ხოლმე, შემდეგ აპათიით შეპყრობილი გახედავდა უკიდეგანო სივრცეს და ‘რა ქვეყანა დაანგრიესო’ იტყოდა… სტალინზე საუბრისას ჩვენი ხმა მინორს რომ გასცდებოდა, ბებიაჩემი ერეოდა საქმეში ცოტას დაუცაცხანებდა, მაგრამ სულ ის მესმოდა ‘სტალინი კარგი კაცი იყო, კარგი ქვეყანა ააშენაო’

არა, საბჭოთა კავშირის ავ-კარგიანობაზე საუბარს აღარ დავიწყებ, უბრალოდ მინდა პატარა ბოდიშივით მოვიხადო… ბოდიში იმისთვის, რომ ჯერაც ვერ ჩავწვდი საბჭოთა კავშირის არსს და როგორც რეიგანი იტყოდა ‘ბოროტების იმპერიის’ არსებობის თეზისს, რა სარგებელი მოგვიტანა ამ ქვეყანამ ასეთი, ჯერაც რომ ვერ გამოვედით იქედან და კვლავ იქ ვართ, იქ ვეძებთ გამოსავალს, ვერ ვხვდები რით მოხიბლა ხალხი, ასე ღრმად რომ შეტოპეს ამ ჭაობში და გულდამშვიდებულნი იძირებიან უმეცრად… რატომ იყო ასეთი სასიამოვნო პროცესი მოსკოვში 74 მანეთიანი(37-37 ‘ტუდა აბრატნაო’ რო იტყვიან) ნაყინის ჭამა და იქ ‘გულაობა’ ასეთი სასიამოვნო, არა მგონია საქართველოში ნაყინის ან , ე,წ ‘ნაშის’ ნაკლებობა ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი როიალისტური გვიყვარს ქართველებსო და მაგის ბრალია ესეც, ვერ ვხვდები რა სასიამოვნო უნდა ყოფილიყო მკვდარი ანდროპოვის სამგლოვიარო პროცესიის ყურება…აჰ, გამოვიცანი სხვა არაფერი გადიოდა ტელევიზიებში და გორბაჩოვის კუბოს ყურებაც ‘ვარსკვლავური ომების’ ჰაბის მსგავს ასოციაციას ტოვებდა… ბოდიში მინდა მოვიხადო იმის გამო, რომ გვიყვარს თავისუფალი ცხოვრება და არც სექსიზმის ძლიერი ინტოქსიკაციით ვართ მოწამლულები, ქალებს რომ მხოლოდ ‘კუხნა-კრავოდისთვის’ არსებულ ინდივიდებად არ მივიჩნევთ და არც სტენკებით ვავსებთ პირველივე შემხვედრის ზალას, ‘პრადვინუტ’ ქართველებად რომ არ მოგვაქვს თავი და გვინდა ‘ტრაკისმიმცემი’ ევროპა… ბოდიში იმისთვისაც, ცენტრალურ გათბობას, პურსა და სანახაობას რომ არ ვთვლით ბედნიერების ელემენტებად და არც ‘Led Zeppelin’-სა და ‘The Beatles’-ის მოსმენა გვეკრძალება…. კიდევ მრავალი ბოდიში იმისთვის რაც დაგვაკელით, ეს ხომ არამარტო თქვენი, ჩვენი ბრალიც იყო…

ალბათ კიდევ არიან ის ღიპიანი კაცები, 12-13 წლის შვილებს მოსკოვურ ამბებსა და საკუთარ ვაჟკაცობებს რომ უყვებიან და ეროვნულ, რაციონალურ პატრიოტობას უღვივებენ შვილებს – ერთ დიდ ხინკლად რომ გადავიქეცით და ჰოი, შენ პროგრესულო ადამიანო, დაე იპოვე გამოსავალი ჩვენ გამოსაყვანად თან ისე, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური… :/

და მაინც, ფაქტობრივად 2 საათია, ვწერ ამ პოსტს ვწერ იმ ‘სიკეთეზე’ წითელმა ეშმაკებმა რომ შეგვამთხვიეს და ვფიქრობ პირველ მსოფლიო ომზე ( ჯიზიზ, აბიტურიენტი ვარ და სასწავლიც მაქვს :/ თუ არა ნაკლები შანსია, ბაბუაჩემის ყოფილმა 37 მანეთიანმა  ‘ნაშამ’ ჩამიბაროს გამოცდა, თან თუ გავითვალისეწინებთ მის ასაკსა და რეჟიმს სადაც ცხოვრობდა, ნაკლებ სავარაუდოა ჩემი მისწრაფებები დააკმაყოფილოს მისმა მიღებულმა ნიშანმა)

0

საბჭოთა ფემINიზმი დღეს

წეღან ვკითხულობდი სტატიას ‘პრაიმ ტაიმის’ ფეიჯზე, როგორი უნდა ყოფილიყო სამაგალითო ცოლი საბჭოთა კავშირში, დ’ კიდევ ერთხელ გამიჩნდა კითხვა: რ’ი’ატო მისტირის ბებიაჩემი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს (ჯანდაბას ბაბუაჩემისგან ლოგიკური მაინცაა, მოსკოვი და მინსკი გაერთიანებული რომ ჰქონდა)?  ეგ იქეთ იყოს და კომუნისტური ფემინიზმი ნამდვილად ფუნდამენტალური ცნება იყო, მაგალითად, აი ასეთი:
Screenshot_2016-01-05-18-58-46

ფემინიზმი საბჭოთა კავშირში პირდაპირ ურტყამდა კაცების ‘ჩესტს’, ‘აბა, ცოლს თავზე ხო არ დავისვამთ’ პრინციპით, რაც დღესაც უხვად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ‘რას ქვია ცოლმა დამირეკა, მივალ სახლში და უხ’, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, სად იყვნენ ეს რთულსამუშაოდღეგამოვლილი კაცები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ? ქალები რომ გამოყარეს გარეთ სამუშაოდ, თვითონ კიდე თეთრბრეტელიანმაიკა ასხმული, ლუარსაბისეული ‘საამაყო’ ღიპით დააბიჯებდნენ ოთახებში , გნებავთ, ტრუსიკებით…

Screenshot_2016-01-05-18-59-08

გაუთბეთ ჩუსტები, რა იცით როდის დასჭირდება

 

კიდევ ერთი პრობლემა, ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანიც,  რომელიც  დღეს გვაქვს ისევ იმ ‘სანატრელი’ საბჭოეთიდან რომ გადმოგვყა რუდიმენტულად, ფემინიზმის არასწორი განმარტებაა, უფრო სწორად ფემინიზმის ცნების არასწორად გაგებაა…

 ჰმ [ჩახველება] > ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ არავინ არ აპირებს თავზე დაგასხდეთ, არც მატრიარქატის დამყარებას ნიშნავს ფემინიზმი… არც ფემინისტი არ არის ანარქისტი, არც ის სტერეოტიპია სწორი, რომ ფემინისტები მხოლოდ ქალები არიან, არც ის, რომ ანარქისტები არიან, არც ის, რომ უკრაინელი ფემინისტებით მხოლოდ მკერდის ჩვენება შეუძლიათ, და ‘Pussy Riot”-ივით მოსკოვის საკათედრო ტაძრებში შევარდნა და იქ სიმღერა. YP2OOHC

თქვენ წარმოიდგინეთ და არც კაცთმოძულე მოდგმა არაა ფემინისტები… anigif_enhanced-buzz-16180-1410397727-18

ფემინიზმის ცნება მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ გენდერული დისბალანსი ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს და რომ ქალებსა და კაცებს შეიძლება ერთნაირი ანაზღაურება, უფლებები, მოთხოვნილებები და [ბლა-ბლა-ბლა] ჰქონდეთ… სხვათაშორის, სად საუბრობენ ყველაზე მეტს გენდერულ თანასწორობაზე, სად აქციეს , ასე ვთქვათ, პოპ-კულტურად ეს ცნება ისევე, როგორც ბევრი სხვა, თუ არა აქ, საქართველოში.  ფაქტია: ყველაზე ბევრს ვსაუბრობთ, ყველაზე ცოტას ვაკეთებთ… საქმე ლაპარაკის ნაცვლადო, მარა ჰა, ვერც მაგან გვიშველა :/

anigif_enhanced-buzz-10744-1410398982-4

თუმცა, რა საქმეზეა საუბარი, როცა ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს, დიახ  უნდა იცოდეს, აბა როგორ…

Screenshot_2016-01-05-18-59-20 (1) კ უ ხ ნ ‘ ი ‘ ა

ისე, სანამ ვერ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ კარგმა ცოლმა მარტო ‘ კუხნა- კრავოტი’ არ უნდა იცოდეს, ბევრს ვერაფერს მივაღწევთ…

P.S კიდევ ერთხელ მადლობა( ამ ბოლო დროს ხირად ვუხდი მადლობას საბჭოთა კავშირს) საბჭოთა კავშირს ამ ‘მნიშვნელოვანი’ და ‘ძვირფასი’ საჩუქრისთვის…
P.P.S  Bow Down Bitchez

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0

ნობელი ყველასთვის

დღეს გადავწყვიტე, რომ ბოლოს და ბოლოს დამეწყო ჰიტლერის ‘ჩემი ბრძოლის’ კითხვა, რომელიც აგერ ნახევარ წელზე მეტია ჩემს ქინდლში მშვიდად განისვენებს და თავის რიგს ელოდება, თუმცა 2 გვერდის მერე თავი მივანებე, არა იმიტომ, რომ გული ვერ დავუდე ან საინტერესოდ ვერ აღვიქვი, უფრო იმიტომ, რომ ფიქრებმა გამიტაცა, რომელიც სისტემის/რეჟიმისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულებას ეხებოდა. წიგნი, რომელიც მუხლებზე მედო, წლების განმავლობაში იყო ფაშისტური გერმანიის მოსახლეობისთვის წმინდა წერილის ტოლფასი და იდეოლოგიური ბრძოლის მთავარი იარაღი… არ იქნებოდა ცუდი სოსოიეც თუ შემოგვთავაზებდა საკუთარი ინტერპრეტაციით მსგავსი ჟანრის წიგნს, იმ პერიოდიდან და რეჟიმიდან გამომდინარე არ გამიკვირდებოდა, ორივეს ‘შედევრი’ ნობელის პრემიაზე რომ ყოფილიყო წარდგენილი მშვიდობის დარგში, არც ის გამიკვირდებოდა, გამონაკლისს თუ დაუშვებდნენ და ორივეს მიანიჭებდნენ ამ პრიზს, ერთი სიტყვით, როგორც მათ მოესურვებოდათ ისე გაჭრიდნენ და გაკერავდნენ, სადაც მთელ მსოფლიოს ჭრიდნენ და კერავდნენ ეს ერთი ‘კინკილა’ ნობელი რა გაუხდებოდათ.

giphy

ჰიტლერი სამადლობელი სფიჩის დროს P.S იმედია, WordPress სვასტიკის გამო არ დაბლოკავს

 

ისე, წეღან ვფიქრობდი, რამხელა გავლენა აქვს ტოტალიტარიზმსა და ზოგადად რეჟიმს ადამიანზე, აბა სხვას რას მივაწერო ის ფაქტი, რომ ბებია-ბაბუების თაობა ჯერ ვერ გამოვიდა ‘პერესტროიკისა’ და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების წყობიდან?  რიავიცი, მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი :/

‘ვართ ვალდებული, სიცოცხლე გავწიროთ მუსოლინის დიდებისა და იტალიის უკვდავებისათვის?’

10 წლის უმბერტო ეკოს პასუხი ამ კითხვაზე დადებითი იყო, კარგი ბიჭი იქნებოდა არ დასთანხმებოდა ამ დებულებას, თორემ კარგი დასვენება ცხელ აბანოებში არც მას და არც მის ოჯახს არ ასცდებოდა. ტოტალიტარიზმზე იმდენი თქმულა და დაწერილა, წესით მე საერთოდ არ უნდა ვწერდე ამ პოსტს, თუმცა ეტყობა ორუელის გავლენაა, რომ მინდა-არ მინდა ამ თემას ხშირად ვიხსენებ და მასზე ყველაზე ხშირად ვლაპარაკობ. აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს რა იკრძალებოდა ამ პერიოდში, უკეთესი იქნება პირდაპირ იმის ჩამოთვლას თუ დავიწყებთ, რაც არ იკრძალებოდა… უფრო მალე მოვრჩებით 🙂 არც იმაზე დავყოვნდები, რამხელა როლი ენიჭებოდათ ბავშვებს სისტემის მშენებლობაში. Screenshot001

ერთი იდეოლოგია მუდამ თან გასდევდა მათ ცხოვრებას წითელ ხაზად, იდეოლოგიის საწინააღმდეგო ქმედების ჩადენა კი ღალატის ტოლფასი იყო, ისე, ძალიან კი მაინტერესებს დღევანდელ ‘დემოკრატიის შუქურა’ ტელევიზიებს, რომ მაშინ ეარსებათ რა ვითარება გვექნებოდა სიტყვის თავისუფლების მხრივ.
ერთი კი იყო, ეტყობა გაზი იაფი ღირდა იმ პერიოდში, არც ფიურერს და არც ბელადს რომ არ ენანებოდა და ‘უხვად გასცემდნენ ზღვათაცა შესდის და გაედინების’… თბილი კერა სულ ჰქონდათ… 1935490_560288247462617_5724243738205606176_n ამდენი ვილაპარაკე და მე მაინც ამ პასაჟს წარმოვიდგენ უხვ ფერთა პალიტრით: ჰიტლერი და სტალინი დგანან ციტადელზე, ნობელის პრემიით ხელში, მაქმანიანი აბრეშუმის ცხვირსახოცით ცრემლებს იმშრალებენ და სამადლობელ სფიჩს ამბობენ… NOT BAD

_____________________________________
P.S ჰიტლერს მართლა აქვს მოგებული ნობელის პრემია მშვიდობის დარგში

P.P.S ცუდი დღეებიც არსებობს, აი ასეთი პოსტები რომ უნდა დაწერო, თუმცა არაუშავს, რას ვიზამთ ხდება ხოლმე

P.P.P.S ბედნიერია ყველა ის ადამიანი, რომლებსაც ამ პერიოდში ცხოვრება არ მოუწიათ…

ნახვამდის,,,
giphy

 

1

,,ლიჟბი სადმე მოვხვდეთი” შორს რომ ვერ წახვალ და უნდა წაიკითხო ისეთი ჩანახატი

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განათლებაზე ძალიან დიდი ფუუუუ-უუუ-უუუ-ლი იხარჯება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, მაგრამ საოცარი ისაა, რომ ამ ქვეყნებში მაინცაა წიგნიერების დაბალი დონე, თუმცა ამ მხრივ საქართველო ,,მოწინავე” ქვეყანაა მსოფლიოს რუკაზე.
გასაგებია, თუ რატომაა განათლების დაბალი დონე ინდოეთში, პაკისტანში, ავღანეთში, ერაყში… ამათ თავისი თავი გასჭირვებიათ და მეტი საქმე არ აქვთ წერა-კითხვას შეალიონ ძვირფასი დრო. მაგრამ, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რატომაა საქართველოში ასეთი დაბალი დონე…
იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო სიტუაციაა, სულ ცოტა ხნის წინ გახმაურებული და ,,სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს” კატეგორიის ფაქტიც მოწმობს, კერძოდ: ერთ-ერთ სოფელში (აღარ მახსოვს რომელი სოფელი იყო) და ვინჩის შედევრის ,,ჯოკონდას” რეპროდუქცია ხატი ეგონათ, ეკლესიაში სანთლებსაც უნთებდნენ და ალბათ გულმხურვალედაც სთხოვდნენ შვილების უნივერსიტეტში ,,მოწყობას”. სხვა რას შეიძლება მივაწეროთ ეს ფაქტი თუ არა განათლების დაბალ დონეს??? (?????????????) და კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი უსასრულობამდე… 12308687_547453902079385_7278640576854665650_n
ეგ იქეთ იყოს და ამ ახალგაზრდების წიგნიერების დონე ქვეყანაზეც დიდ გავლენას ახდენს. ცნობილი ესპანელი პუბლიცისტი მიგელ დე უნამუნო დანანებით აღნიშნავდა, რომ იმდროიდენლი ესპანეთის ყველაზე დიდი პრობლემა არაერუდირებული ახალგაზრდების ყოლა იყო, ფაქტიც აშკარა იყო, დიდი ხნის განმავლობაში ესპანეთი შიდა პოლიტიკურ კრიზისს ებრძოდა (დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ GOOGLE-ს). ისმის კითხვა, რა უნდა მიიღოს სახელმწიფომ ასეთი ,,ზედმეტად ერუდირებული”, როგორც ჩემი მასწავლებელი იტყოდა ,,ყურებიდან რომ გადმოსდით”, ახალგაზრდობისგან?
ზუსტად ამ განათლების დაბალმა დონემ გამოიწვია, ე.წ. ,,ქუჩის ინსტიტუტის” ჩამოყალიბება(აი ისეთების ,,სწავლა რათ გვინდა ბაბუ, დავაწვები რუსეთში ქურდი გავხდები და რამე)  და  გამოთქმამ ,,ლიჟბი სადმე მოვხვდემ” საკმაოდ ღრმად გაიდგა ფესვები ქართველი ახალგაზრდების აზროვნებაში. აბა, სხვა რაზე მიუთითებს თბილისის ქუჩებში გავრცელებული ,,STREET_ART”-ის ქართული მიმდინარეობა , რომელიც მავანთა შეურაცხყოფის მიზნით იქმნება, თუ არა განათლების დაბალ დონეზე?? 12226925_1036019979763125_811572629279066155_n
(ფოტო: #ოე)
დოჩანაშვილისეული ,,კარცერი-ლუქსი” პარადოქსულად ჟღერს, მით უმეტეს, საფიქრებელია, რომ მის გარე კედლებზეც გაჩნდებოდა უცნობი ქართველი ,,მხატვრების” აბსტრაქტული თუ სიმბოლისტური ნამუშევრები. პრობლემის მოგვარება სკოლებში, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინდიფერენტული დამოკიდებულების აღმოფხვრით და ეროვნულ გამოცდებზე ზღვარის აწევით შეიძლება… ( ჰო, ეს უკანასკნელი იმისთვისაა საჭირო, რომ ქვეყანა სადაც განათლების დონე ასეთ მაღალ საფეხურზეა, ცოტა არ იყოს, სირცხვილია, ‘ტეხავს’ (ტეხს)  ზღვარი მაქსიმალური ქულის მეოთხედზე ნაკლები იყოს (21/100).
ერთი სიტყვით, სანამ არ ვისწავლით, რომ დავით აღმაშენებელი ,,ვეფხისტყაოსანს” ვერ წაიკითხავდა, რომ სწორია გალაკტიონი ( კ კ კ კ ) და არა გალაქტიონი, რომ ყველგან, ყველა კედელზე არ უნდა გადმოვაფრქვიოთ ჩვენი მხატვრული ნიჭი, ხოლო ,,ჯოკონდა” არ არის ღვთისმშობელი, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ნისლით დაბურული გზის ყურება, რომლის იქეთაც  ალბათ სინათლე მოჩანს.

2

*მინიმალიზმი ქუჩებში, ანუ კაცია-ადამიანი?!

ადამიანებს ერთი პარადოქსული თვისება გვახასიათებს – დავისახოთ მიზნად ის, რის შესასრულებლადაც არაფერს ვაკეთებთ, არც გავაკეთებთ(!)… სწორედ იმავე პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც ქვეყანაში წესრიგის დამყარებაზე ვსაუბრობთ. ლოგიკურია, რომ, თუ ქვეყანაში წესრიგი და სიმშვიდეა, ქვეყანა ძლიერია. ასე იყო ისტორიის განმავლობაში და ასეა დღესაც. ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში რომ აქტუალურობას არ კარგავს, ხალხის დიდი მასის დამსახურებაა. ამიტომ გადავწყვიტე ეს პრობლემა ჩვენი ქვეყნის კონტექსტში განმეხილა.
პირველ რიგში, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ქართველები ბუნებითა და მისწრაფებებით მაქსიმალისტები ვართ, ჩამორჩენა არცერთ ტრენდში არ გვინდა ( არ აქვს მნიშვნელობა გვაქვს თუ არა ამის საშუალება, გამიგია ,, საბანი სადამდეც გეყოფა ფეხიც იქამდე გაწიეო”, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ფეხის გაწევაც ბოლომდე გვიყვარს), ყველაფერს მტვერსასრუტივით ვისრუტავთ ისე, რომ არც კარგისა და არც ცუდის გარჩევას ვცდილობთ ( ადამმა და ევამ ეგ მაინც სცადეს… ყოველშემთხვევაში საბაბად მაინც გამოიყენეს ვაშლის დასაგემოვნებლად).          ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას რომ გამვლელები გააჩეროთ, უმრავლესობა გეტყვით, რომ ქვეყანაში წესრიგი ,,სწყურიათ”, თუმცა მეორე წუთას სიგარეტის ნამწვს ისე მოისვრიან შუა ქუჩაში, თითქოს მითიური ატლასივით იტანჯებოდნენ მისი სიმძიმის ტარებით. (ბერნულ მითოლოგიაში ატლასს ცა ეჭირა. ავტ.) ქართული ქუჩის განუყრელ მეგობრად, არა უფრო ექსპონანტად გადაიქცა ნაგვის ურნის გარშემო მინიმალისტურად და ხანდახან სიმბოლისტურად მიმობნეული ცარიელი ქილები და ბოთლები, რაც კარგად მეტყველებს რომ შეგნებიდან => შედეგამდე უფსკრული უფროა, ვიდრე ერთი ნაბიჯი.
ცალკე საკითხია წესრიგი გზებზე, სადარბაზოებში, ლიფტებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. რომელ წესრიგის დამყარებაზეა საუბარი, როცა მძღოლმა ზებრის დანიშნულება არ იცის, 21-ე საუკუნის ,,თანამედროვე ადამიანმა” კი ლიფტსა და სადარბაზოს განსხვავებული ელფერით გაჯერებული, კიდევ უფრო სხვანაირი გამოყენება უპოვა?
თუმცა, წესრიგში მხოლოდ ჰიგიენურ თუ ეთიკურ პრობლემებს არ ვგულისხმობ. ნაკლები ანარქია არც პოლიტიკაშია, თუ მეტი არა. შეიძლება საათობით ვუსმინოთ პოლიტიკოსთა დემაგოგიას სიმშვიდესა და სიწყნარეზე, თუ როგორი მშვიდი გახდა ქვეყანა, რომ არანაირი პრობლემა გვაქვს, რომ ამ შიდა ვითარებით გამოწვეული დადებითი და აღმატებული მუხტი მალე საგარეო კურსზეც აისახება და დღეს თუ არა ხვალ მაინც გავგზავნით ასტრონავტებს მზეზე ახალშენების დასაარსებლად. ( მოკითხვა ჩრ. კორეას).  ტელევიზორს გამორთავ თუ არა სულის შემძვრელ რეალობას უბრუნდები, მცირე ისტორიული ექსკურსი და უკვე სრული კატასტროფაა შენს თავს. => 1992 წლის სამოქალაქო ომი, 90-იანი წლების არეულობა, აფხაზეთის ომი, 2003 წლის ვარდების რევოლუცია, 2007 წლის 7 ნოემბერი, 2008 წლის აგვისტოს ომი და ბოლოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები. რომელ წესრიგზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა 25 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება ცივილური და მოქალაქეობრივად სწორი გზით? – ამ პატარა მაგალითით ყველაფერი ცხადი ხდება, აღარც ბევრი ლაპარაკი და ფიქრია საჭირო ამაში დასარწმუნებლად. მართალი იყო დიდი ილია: ჩვენისთანა ,,ბედნი-ერი” არ არსებობს.
მოკლედ, ქვეყანაში წესრიგის დამყარება ერთი უკიდურესობაა, წესრიგის დამყარებაში მონაწილეობა – მეორე, მაგრამ ეს ის უკიდურესობებია, ქართული მაქსიმალიზმიც რომ არ ჰყოფნის ბოლომდე გასაგებად და პარადოქსად იქცევა.

ესეც კარგი დასტური… 12231274_1657735141165047_1522991150_n12316346_1749681425277611_8813979715528405314_n

12316116_940331656046646_5691461003389729902_n